1.დაწესებულება ახორციელებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.
2.დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობებით დადგენილი განათლების უფლებისა და ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სხვა უფლებების დაცვასა და პატივისცემას;
ბ) დაწესებულებისთვის დადგენილი სტანდარტების დაცვას;
გ) ინკლუზიურ განათლებასთან, ძალადობისგან ბავშვის დაცვასთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარიასა და ჰიგიენასთან დაკავშირებული სტანდარტების შესაბამისად დაწესებულების სტრატეგიის შემუშავებას;
დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების სრულ გამჭვირვალობას;
ე) ბავშვთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან ეფექტიან ურთიერთობას.
ვ) ბავშვისთვის საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ბავშვისთვის ხელმისაწვდომი კომუნიკაციის საშუალებებით მიწოდებას.
3.საჯარო დაწესებულება უზრუნველყოფს:
ა) ყველა ბავშვისთვის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების პროცესში ბავშვთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ჩართულობას.
4.დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესში ბავშვის სპორტულ აქტივობას, რომლის მიზანი უნდა იყოს ადრეულ ასაკში ბავშვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5019 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5919 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №433 – ვებგვერდი, 04.04.2025წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დაწესებულება ახორციელებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.2. დაწესებულება უზრუნველყოფს:ა) საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობებით დადგენილი განათლების უფლებისა და ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სხვა უფლებების დაცვასა და პატივისცემას;ბ) დაწესებულებისთვის დადგენილი სტანდარტების დაცვას;გ) ინკლუზიურ განათლებასთან, ძალადობისგან ბავშვის დაცვასთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარიასა და ჰიგიენასთან დაკავშირებული სტანდარტების შესაბამისად დაწესებულების სტრატეგიის შემუშავებას;დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების სრულ გამჭვირვალობას;ე) ბავშვთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან ეფექტიან ურთიერთობას.ვ) ბავშვისთვის საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ბავშვისთვის ხელმისაწვდომი კომუნიკაციის საშუალებებით მიწოდებას.3. საჯარო დაწესებულება უზრუნველყოფს:ა) ყველა ბავშვისთვის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად;ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების პროცესში ბავშვთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ჩართულობას.4. დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესში ბავშვის სპორტულ აქტივობას, რომლის მიზანი უნდა იყოს ადრეულ ასაკში ბავშვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5019 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5919 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №433 – ვებგვერდი, 04.04.2025წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №17 · ძალაშია 4 აპრ. 2025-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.
ლიანა ზაგაშვილი
ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი
მნიშვნელობით ახლოსადრეული და სკოლამდელი …ბავშვის უფლებათა კოდექ…ზოგადი განათლების შესა…განათლების შესახებშეზღუდული შესაძლებლობი…შვილად აყვანისა და მინ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა