ბავშვის უფლებათა კოდექსი

მუხლი 26. ბავშვის მშობლისგან განცალკევების დაუშვებლობა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბავშვი მისი ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა განცალკევდეს მშობლისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი დაშორება აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

2.ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი. იგი შუამდგომლობას წარუდგენს ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს. მოსამართლე სოციალური მუშაკის შუამდგომლობას ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს და 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ ან ბავშვის მშობლისგან განცალკევებაზე უარის თქმის შესახებ.

3.იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლებელია ბავშვის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას, სოციალური მუშაკი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ მიიღოს ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება და 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს თანხმობის მისაღებად. სოციალური მუშაკის შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს ბავშვის მშობლისგან განცალკევების გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთებას. აღნიშნული საფრთხის შეფასებაში უნდა მონაწილეობდეს პოლიციის თანამშრომელი. მისი დადებითი ან უარყოფითი დასკვნა შეიტანება შესაბამის ოქმში.

4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე სოციალური მუშაკის შუამდგომლობას ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს და 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის მშობლისგან განცალკევებაზე თანხმობის გაცემის შესახებ ან ბავშვის მშობლისგან განცალკევებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

5.ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელება სასურველ შედეგს არ იძლევა ან არსებობს საკმარისი საფუძველი დასკვნისთვის, რომ ამ ღონისძიების განხორციელებას სასურველი შედეგი არ ექნება.

6.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს აქვს ოჯახში ცხოვრების ისეთივე უფლება, როგორიც სხვა ბავშვს. დაუშვებელია ბავშვის მშობლისგან განცალკევება იმის გამო, რომ ბავშვი ან მშობელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

7.ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას. ბავშვის მშობლისგან განცალკევების მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ ბავშვის ოჯახში დაბრუნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.

8.დაუშვებელია მშობლისგან განცალკევებული ან თანმხლების გარეშე მყოფი ბავშვის სისხლის სამართლის წესით დაკავება ან დაპატიმრება ან მის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლის გამო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. ასეთ შემთხვევაში ბავშვისთვის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სათანადო დროებითი ალტერნატიული ზრუნვა, მხარდაჭერა მისი ოჯახთან გაერთიანების მიზნით და დაცვა მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №880 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5021¹²14351¹⁷355351¹⁰1205¹12061719641427442426
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…ქალთა მიმართ ძალადობის…კონვენცია ბავშვის უფლე…შვილად აყვანისა და მინ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა