Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამედიაციის შესახებმუხლი 14

მედიაციის შესახებ

მუხლი 14. საქართველოს მედიატორთა ასოციაციის შემადგენლობა და ფუნქციები, მედიატორთა ერთიანი რეესტრი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:არასამთავრობო ორგანიზაციის დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საქართველოს მედიატორთა ასოციაცია (შემდგომ − მედიატორთა ასოციაცია) არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მედიატორთა თვითრეგულირებას.

2.მედიატორთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი.

3.მედიატორთა ასოციაციის წევრები არიან მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.

4.მედიატორთა ერთიან რეესტრში შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის ნასამართლევი, რომელსაც მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად გავლილი აქვს მედიაციის/მედიატორის ტრენინგი და რომელიც ფლობს მედიატორთა ასოციაციის მიერ გაცემულ სერტიფიკატს.

5.მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამა უნდა ადგენდეს მედიაციის/მედიატორის ტრენინგის მინიმალურ სტანდარტებს და განსაზღვრავდეს აღნიშნული ტრენინგის შინაარსსა და ხანგრძლივობას, ტრენერთა კვალიფიკაციას, ტრენინგის გავლის შედეგად მიღებული ცოდნის შემოწმების წესს და ტრენინგთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამას ამტკიცებს მედიატორთა ასოციაცია.

6.მედიატორთა ასოციაციის თანხმობით, მედიაციის/მედიატორის ტრენინგის ორგანიზებისა და ჩატარების უფლება აქვს იმ დაწესებულებას/ორგანიზაციას, რომლის მიერ შეთავაზებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგის სტანდარტი მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს. მედიატორთა ასოციაცია განსაზღვრავს იმ საერთაშორისო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა მიერ შეთავაზებული/ჩატარებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგები მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს.

7.მედიატორთა ერთიანი რეესტრი ქვეყნდება მედიატორთა ასოციაციის ვებგვერდზე. იგი უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს: ა) მედიატორის სახელსა და გვარს; ბ) მედიატორის დაბადების წელს; გ) მედიატორის კვალიფიკაციას ან/და აკადემიურ სტატუსს; დ) მედიტორის მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრაციის თარიღს.

8.მედიატორთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა მედიატორთა ასოციაციის საერთო კრება, რომელიც მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორებისაგან შედგება. მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების მოწვევის პერიოდულობა, უფლებაუნარიანობა და საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით.

9.მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების ფუნქციებია: ა) მედიატორთა ასოციაციის წესდების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა; ბ) მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება; გ) მედიატორთა ასოციაციის წესდებით განსაზღვრული წესით მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს და, საჭიროების შემთხვევაში, მედიატორთა ასოციაციის სხვა ორგანოების ჩამოყალიბება; გ 1 ) საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის (შემდგომ − ეთიკის კომისია) წევრების არჩევა; დ) მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დამტკიცება; დ 1 ) მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის დამტკიცება; ე) მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტისა და მედიატორთა დისციპლინური საქმის წარმოების დებულების დამტკიცება; ვ) მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა; ზ) მედიატორთა ასოციაციის ფიქსირებული ოდენობის საწევრო გადასახადის დაწესება.

10.მედიატორთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები, მედიატორთა ასოციაციაში გაწევრებისა და მედიატორთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საფუძვლები და პირობები, აგრეთვე მედიატორთა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1158 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია (შემდგომ − მედიატორთა ასოციაცია) არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მედიატორთა თვითრეგულირებას. 2. მედიატორთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი. 3. მედიატორთა ასოციაციის წევრები არიან მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები. 4. მედიატორთა ერთიან რეესტრში შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის ნასამართლევი, რომელსაც მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად გავლილი აქვს მედიაციის/მედიატორის ტრენინგი და რომელიც ფლობს მედიატორთა ასოციაციის მიერ გაცემულ სერტიფიკატს. 5. მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამა უნდა ადგენდეს მედიაციის/მედიატორის ტრენინგის მინიმალურ სტანდარტებს და განსაზღვრავდეს აღნიშნული ტრენინგის შინაარსსა და ხანგრძლივობას, ტრენერთა კვალიფიკაციას, ტრენინგის გავლის შედეგად მიღებული ცოდნის შემოწმების წესს და ტრენინგთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამას ამტკიცებს მედიატორთა ასოციაცია. 6. მედიატორთა ასოციაციის თანხმობით, მედიაციის/მედიატორის ტრენინგის ორგანიზებისა და ჩატარების უფლება აქვს იმ დაწესებულებას/ორგანიზაციას, რომლის მიერ შეთავაზებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგის სტანდარტი მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს. მედიატორთა ასოციაცია განსაზღვრავს იმ საერთაშორისო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა მიერ შეთავაზებული/ჩატარებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგები მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს. 7. მედიატორთა ერთიანი რეესტრი ქვეყნდება მედიატორთა ასოციაციის ვებგვერდზე. იგი უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს: ა) მედიატორის სახელსა და გვარს; ბ) მედიატორის დაბადების წელს; გ) მედიატორის კვალიფიკაციას ან/და აკადემიურ სტატუსს; დ) მედიტორის მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრაციის თარიღს. 8. მედიატორთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა მედიატორთა ასოციაციის საერთო კრება, რომელიც მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორებისაგან შედგება. მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების მოწვევის პერიოდულობა, უფლებაუნარიანობა და საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით. 9. მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების ფუნქციებია: ა) მედიატორთა ასოციაციის წესდების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა; ბ) მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება; გ) მედიატორთა ასოციაციის წესდებით განსაზღვრული წესით მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს და, საჭიროების შემთხვევაში, მედიატორთა ასოციაციის სხვა ორგანოების ჩამოყალიბება; გ 1 ) საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის (შემდგომ − ეთიკის კომისია) წევრების არჩევა; დ) მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დამტკიცება; დ 1 ) მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის დამტკიცება; ე) მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტის, აგრეთვესტანდარტისა მათდა მიმართმედიატორთა დისციპლინური სამართალწარმოებისსაქმის განხორციელებისწარმოების წესისდებულების დამტკიცება; ვ) მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა; ზ) მედიატორთა ასოციაციის ფიქსირებული ოდენობის საწევრო გადასახადის დაწესება. 10. მედიატორთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები, მედიატორთა ასოციაციაში გაწევრებისა და მედიატორთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საფუძვლები და პირობები, აგრეთვე მედიატორთა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1158 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 დეკ. 2025
წინა მუხლი 13²შემდეგი მუხლი 15

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №3

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-12
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საჯარო სამართლის ი… 11მუხლი 11

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მედიაციის შესახებ

  • 4მედიატორის არჩევა/დანიშვნა
  • 15მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო
  • 5მედიატორის შერჩევის დროს გასათვალისწინებელი გარემოებები

ადვოკატთა შესახებ

  • 20ადვოკატთა ასოციაციის სტატუსი
  • 23ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა
  • 41საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება ადვოკატთა ასოციაციის შექმნამდე

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 19მედიატორი ნოტარიუსის შერჩევის წესი

ნოტარიატის შესახებ

  • 4საქართველოს ნოტარიუსთა პალატა და ნოტარიუსთა სხვა გაერთიანებები

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ

  • 14ასოციაციის სტატუსი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 13²სასამართლო მედიაციის პროგრამა

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 10მოთხოვნები პროფესიული ორგანიზაციის მიმართ

პროფესიული განათლების შესახებ

  • 20პროფესიული ასოციაციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
202341112013²419101141551414
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…მედიაციის შესახებადვოკატთა შესახებმიწის ნაკვეთებზე უფლებ…ნოტარიატის შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025