მედიაციის შესახებ

მუხლი 15. მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო (შემდგომ − აღმასრულებელი საბჭო) უზრუნველყოფს მედიატორთა სერტიფიცირებას და მედიატორთა ერთიანი რეესტრის წარმოებას.

2.აღმასრულებელი საბჭოს ფუნქციებია: ა) მედიატორთა ასოციაციის კოლეგიური წესით მართვა; ბ) მედიატორთა ასოციაციის საშტატო ნუსხის დამტკიცება; გ) მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის ფარგლებში სათანადო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა; დ) მედიაციის სფეროში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის საქართველოში დანერგვასა და განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და მედიატორებისათვის გაცნობა; ე) მედიაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ვ) დაწესებულების/ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგის სტანდარტის მიერ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემოწმება და მის ორგანიზებასა და ჩატარებაზე თანხმობის გაცემა; ზ) იმ საერთაშორისო პროგრამების ჩამონათვალის განსაზღვრა, რომელთა მიერ შეთავაზებული/ჩატარებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგები მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორთა მიერ მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფა; ი) (ამოღებულია - 09.12.2025, №1158); კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მედიატორის უფლებების დაცვა; ლ) სასამართლო მედიაციის განვითარებისა და მედიაციის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებისათვის წარდგენა.

3.აღმასრულებელი საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.

4.აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აღმასრულებელი საბჭოს სამდივნო.

5.აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები, აგრეთვე აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1158 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 12 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
262327¹363⁴³13²1939141642420915
მნიშვნელობით ახლოსმედიაციის შესახებადვოკატთა შესახებსაერთო სასამართლოების …საქართველოს სამოქალაქო…აჭარის ავტონომიური რეს…შეზღუდული შესაძლებლობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა