მედიაციის შესახებ

მუხლი 13². საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომელიც ცნობასა და აღსრულებას არ ექვემდებარება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცნობასა და აღსრულებას არ ექვემდებარება საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომელიც: ა) დადებულია იმ დავის მოსაგვარებლად, რომელიც წარმოიშვა საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ერთ-ერთი მხარის (მომხმარებლის) მიერ პირადი, საოჯახო ან საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის დადებული გარიგებიდან; ბ) დადებულია იმ დავის მოსაგვარებლად, რომელიც გამომდინარეობს საოჯახო, მემკვიდრეობის ან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობებიდან; გ) დაამტკიცა სასამართლომ ან დადებულია სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოების დროს და ექვემდებარება აღსრულებას, როგორც სასამართლო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს სახელმწიფოში; დ) გაფორმებულია და ექვემდებარება აღსრულებას, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

2.ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებზედაც საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეები შეთანხმდნენ.

3.ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესები არ გამოიყენება იმ საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მხარეც არის სახელმწიფო ან ნებისმიერი სახელმწიფო უწყება ან ამ სახელმწიფო უწყების სახელით მოქმედი ნებისმიერი პირი. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №667 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1158 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. თავი III საქართველოს მედიატორთა ასოციაცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 12 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 სექ. 2019 – 8 ივლ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 24 ივნ. 2021

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი აბულაძე

გიორგი აბულაძე

იურისტი (PhDc), მედიატორი, ტრენერი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
363⁴²363⁴³363⁴⁵363⁴⁴4438¹721091026913¹13913²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…მედიაციის შესახებნოტარიატის შესახებსაქართველოს შრომის კოდ…არბიტრაჟის შესახებსანოტარო მოქმედებათა შ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა