წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

მუხლი 20. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია ზედამხედველობას უწევს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფინანსურ საქმიანობას და იხილავს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებს შორის დავებს.

2.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 წევრისაგან, რომლებსაც წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებისაგან 4 წლის ვადით ირჩევს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება.

3.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის წევრს არ აქვს უფლება, იმავდროულად იყოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრი, იღებდეს ანაზღაურებას წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაში საქმიანობისთვის.

4.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის წევრთა არჩევის წესი და მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით.

5.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის ინიციატივით წელიწადში ერთხელ მაინც უნდა განხორციელდეს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის რევიზია.

6.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობამ მას უნდა წარუდგინოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

7.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისია ანგარიშვალდებულია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების წინაშე, რომელსაც წარუდგენს წლიურ ანგარიშს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საქმიანობის თაობაზე.

8.წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის ნაცვლად საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება ცალ-ცალკე შეიქმნას სარევიზიო კომისია და დავების განმხილველი კომისია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 11 ივნ. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 19 მაი. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
82922195641⁹141716252720
მნიშვნელობით ახლოსწყალმომხმარებელთა ორგა…საქართველოს ადვოკატთა …სამომხმარებლო კოოპერაც…ადვოკატთა შესახებმოქალაქეთა პოლიტიკური …არასაბანკო სადეპოზიტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა