Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამომხმარებლო კოოპერაციის შესახებმუხლი 6

სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

მუხლი 6. სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირების მართვისა და კონტროლის ორგანოები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 2 აგვ. 2021
თემები:DAO-ს ოპერაციები და საზოგადოებრივი მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.სამომხმარებლო კოოპერატივებს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლიათ ნებაყოფლობით გაერთიანდნენ კავშირებად ტერიტორიული, დარგობრივი, პროფესიული და სხვა ნიშნის მიხედვით. კავშირებს ნებაყოფლობით შეუძლიათ შექმნან სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირი, რომლის წევრებად შეიძლება სხვა იურიდიული პირების მიღება.

2.სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი მისთვის დელეგირებული უფლებებიდან გამომდინარე წარმოადგენს და იცავს კოოპერატივისა და მისი წევრების ინტერესებს შესაბამის სახელმწიფო და სხვა ორგანოებში, კოორდინაციას უწევს კოოპერაციული ორგანიზაციების საქმიანობას, ქმნის და ავითარებს საკუთარ წარმოებას. კავშირი პასუხს არ აგებს თავის წევრთა სამეურნეო საქმიანობით ნაკისრ ვალდებულებებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის მართვის უმაღლესი ორგანოა წარმომადგენელთა კრება, ხოლო საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირებისა – ყრილობა. წარმომადგენელთა კრება (ყრილობა) იღებს წესდებას, ირჩევს კავშირის მართვისა და კონტროლის ორგანოებს–საბჭოს და სარევიზიო კომისიას. საბჭოს კრება ირჩევს კავშირის აღმასრულებელ-განმკარგულებელ ორგანოს – გამგეობას და გამგეობის თავმჯდომარეს. საბჭოს და გამგეობის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში.

4.სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის გამგეობა და სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებული არიან წარმომადგენელთა კრების წინაშე, ხოლო წარმომადგენელთა კრებებს შორის პერიოდში– საბჭოს წინაშე.

5.საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირების გამგეობა და სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებული არიან ყრილობის წინაშე, ხოლო ყრილობებს შორის პერიოდში – საბჭოს წინაშე.

6.სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი და ცენტრალური კავშირი არიან იურიდიული პირები. თავი IV სამომხმარებლო კოოპერატივებისა და მათი კავშირების საკუთრება

წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • DAO-ს სათემო მოდერაცია და წინადადებების მართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2021-08-02 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ

  • 5სამომხმარებლო კოოპერატივის მართვისა და კონტროლის ორგანოები
  • 10სამომხმარებლო კოოპერაციის შიდაკოოპერაციული, საერთაშორისო კავშირები და საგარეო–ეკონომიკური საქმიანობა
  • 12სამომხმარებლო კოოპერატივის, სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 14წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვისა და შიდა კონტროლის ორგანოები
  • 15წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება
  • 16წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ფუნქციები

პროფესიული კავშირების შესახებ

  • 19საწარმოს მმართველობის კოლეგიური ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობა
  • 20შრომითი დავის განმხილველ ორგანოებში მუშაკთა შრომითი უფლებების, ინტერესების დაცვის და მათი წარმომადგენლობის უფლება
  • 12კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, კოლექტიური ხელშეკრულების (შეთანხმების) დადების და მისი შესრულების კონტროლის უფლებები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

  • 13²სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა უფლებები და მოვალეობები

მეწარმეთა შესახებ

  • 249კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო
  • 250კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5101213²1920121415162492506
მნიშვნელობით ახლოსსამომხმარებლო კოოპერაც…წყალმომხმარებელთა ორგა…პროფესიული კავშირების …სასოფლო-სამეურნეო კოოპ…მეწარმეთა შესახებ

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო