საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

მუხლი 5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასური და მისი განაკვეთი

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასურის (შემდგომ – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტი და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტი (შემდგომ – აბონენტი).

2.ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს საფასური 0.20-დან 0.50 ლარამდე.

3.მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს საფასური 0.20-დან 0.50 ლარამდე.

4.ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის  სააბონენტო ნომერზე საფასური გადაიხდევინება: ა) სააბონენტო ნომერზე, რომელსაც ერიცხება სააბონენტო გადასახდელი და რომელიც კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული; ბ) სააბონენტო ნომერზე, რომელსაც არ ერიცხება სააბონენტო გადასახდელი, მაგრამ რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა; გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან პაკეტით სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა.

5.ამ მუხლის მე‑3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.

6.საფასური არ გადაიხდევინება იმ სააბონენტო ნომერზე, რომელიც საკონტროლო‑სალარო აპარატში გამოიყენება.

7.სააბონენტო ნომრის პორტირების შემთხვევაში მას საფასური პორტირებამდე პერიოდისა და პორტირების შემდგომი პერიოდისთვის ცალ‑ცალკე დაერიცხება.

8.საფასურის განაკვეთი და მისი გადახდის დეტალური წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის  კანონი №78 – ვებგვერდი, 06.01.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების საფასურის (შემდგომ – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტი და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტი (შემდგომ – აბონენტი). 2. ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს საფასური 0.20-დან 0.50 ლარამდე. 3. მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს საფასური 0.20-დან 0.50 ლარამდე. 4. ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის  სააბონენტო ნომერზე საფასური გადაიხდევინება: ა) სააბონენტო ნომერზე, რომელსაც ერიცხება სააბონენტო გადასახდელი და რომელიც კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული; ბ) სააბონენტო ნომერზე, რომელსაც არ ერიცხება სააბონენტო გადასახდელი, მაგრამ რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა; გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან პაკეტით სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა. 5. ამ მუხლის მე‑3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდევინება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომლითაც კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელდა ჯამში 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა. 6. საფასური არ გადაიხდევინება იმ სააბონენტო ნომერზე, რომელიც საკონტროლო‑სალარო აპარატში გამოიყენება. 7. სააბონენტო ნომრის პორტირების შემთხვევაში მას საფასური პორტირებამდე პერიოდისა და პორტირების შემდგომი პერიოდისთვის ცალ‑ცალკე დაერიცხება. 8. საფასურის განაკვეთი და მისი გადახდის დეტალური წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის  კანონი №78 – ვებგვერდი, 06.01.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 6 იან. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
90¹⁴61119¹174¹⁵11⁵19¹306171147¹5
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შინაგან სა…საქართველოს ადმინისტრა…განათლების ხარისხის გა…საჯარო სამართლის იურიდ…სააღსრულებო წარმოებათა…სამოქალაქო უსაფრთხოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა