ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 24. საჯარო კონსულტაცია და თანამშრომლობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს საჯარო გაცნობის მიზნით კომისია აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ მოსაზრებების წარმოსადგენად. არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს საჯარო განხილვების გამართვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2.კომისია საჯარო განხილვებს ასევე მართავს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში, მათ შორის, ლიცენზირებისა და ტარიფის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებამდე.

3.კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო განხილვის გამართვის წესს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, საჯარო განხილვის პროცედურას, პირობებსა და ინფორმაციის საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნების წესს. კომისია უზრუნველყოფს მიმდინარე საჯარო განხილვისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობას კომისიის ვებგვერდზე, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა.

4.კომისიის დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გარეშე, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ფუნქციების შესრულებისას და მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას ითანამშრომლოს რეგულირებულ საწარმოებთან და კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან, განსაზღვროს კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების წესი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს საჯარო გაცნობის მიზნით კომისია აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და განსაზღვრავს გონივრულ ვადას ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ მოსაზრებების წარმოსადგენად. არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს საჯარო განხილვების გამართვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 2. კომისია საჯარო განხილვებს ასევე მართავს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში, მათ შორის, ლიცენზირებისა და ტარიფის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებამდე. 3. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო განხილვის გამართვის წესს, რომელიც განსაზღვრავს საჯარო განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, საჯარო განხილვის პროცედურას, პირობებსა და ინფორმაციის საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნების წესს. კომისია უზრუნველყოფს მიმდინარე საჯარო განხილვისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობას კომისიის ვებგვერდზე, გარდა კონფიდენციალური ინფორმაციისა. 4. კომისიის დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გარეშე, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ფუნქციების შესრულებისას და მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას ითანამშრომლოს რეგულირებულ საწარმოებთან და კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან, განსაზღვროს კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრების წესი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
106³106²106⁴87111634653011799222324
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს ზოგადი ადმ…გარემოსდაცვითი შეფასებ…მაუწყებლობის შესახებსამოქალაქო აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა