1.კომისიის სხდომისთვის მასალებს ამზადებს სააგენტო.
2.კომისია მიღებულ მასალებზე, ასევე კომისიის წევრთა მხრიდან მოპოვებულ დამატებით მასალებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას, თითოეული პირისათვის დახმარების დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, იღებს გადაწყვეტილებას ზედმეტად და არასწორად გაცემული დახმარების დაბრუნების თაობაზე სასამართლოს მეშვეობით ან სახელმწიფო გასაცემლიდან ყოველთვიურად არაუმეტეს 20%-ის დაკავების გზით.
3.უწყებათაშორისი კომისიის წევრებისათვის კომისიის სხდომაზე დასწრება სავალდებულოა.
4.იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი ვერ ესწრება სხდომას, იგი ვალდებულია გააფრთხილოს კომისიის სამდივნო, რომელიც, თავის მხრივ, ინფორმაციას აწვდის კომისიის თავმჯდომარეს.
5.კომისიის წევრი გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის სხდომაზე განხილვის საფუძველზე. კომისიის წევრს არ აქვს უფლება თავი შეიკავოს გადაწყვეტილების მიღებისას. კომისიის წევრი არ არის ვალდებული დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია, პირისათვის დახმარების დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე.
6.კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კოლეგიური წესით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის ხმა.

