„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 37. დაინტერესებული პირების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვის წესი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 31 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დაინტერესებულ პირთა ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვას სააგენტო უზრუნველყოფს მათთვის შეტყობინების გაგზავნით და ადმინისტრაციულ წარმოებაში მათი ჩართვისათვის ყველა გონივრული ღონისძიების განხორციელებით.

2.ადმინისტრაციული წარმოების შესახებ საჯარო შეტყობინება, ასევე, ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge), მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თვალსაჩინო ადგილზე, რაც შესაბამის დასახლებაში მცხოვრებ პირებს მისი გაცნობის საშუალებას მისცემს.

3.შეტყობინებაში მიეთითება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგენილი ინფორმაცია დაინტერესებული პირების შესახებ, მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების მდებარეობის თაობაზე და აგეგმვითი სამუშაოების დაწყებისა და დასრულების თარიღები.

4.სისტემური რეგისტრაციისას საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესახებ შეტყობინება, ასევე, ქვეყნდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყებამდე არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.

5.შეტყობინების გაგზავნისა და ჩაბარების პირობები განისაზღვრება ამ ინსტრუქციის 29-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10-მე-15 პუნქტებით. თავი IV 1 . საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №806 - ვებგვერდი, 07.02.2022 წ. მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის უფლების დამდგენ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
951941961021154¹104108109452937
მნიშვნელობით ახლოსმიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სივრცის და…საჯარო რეესტრის შესახე…,,მეწარმეთა და არასამე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა