„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 37³. სააგენტოს მიერ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ვადა და წესი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 31 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ ამ ინსტრუქციის 37 1 მუხლით განსაზღვრული წესით დადგინდა, რომ საჭიროა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება, სააგენტო ვალდებულია, ამავე ინსტრუქციის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ და უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება უნდა ჩატარდეს ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. შესაბამისი თარიღი და დრო განისაზღვრება დაინტერესებულ პირთან შეთანხმებით.

2.დაინტერესებულ პირს ადგილზე დათვალიერების თარიღი და დრო უნდა ეცნობოს დათვალიერების ჩატარებამდე არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა. დაინტერესებულ პირს ასევე უნდა ეცნობოს, რომ მან უნდა უზრუნველყოს ადგილზე დათვალიერებაში იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირების მონაწილეობა.

3.უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება, სარეგისტრაციო ბლოკის საზღვრების ამსახველი სიტუაციური ნახაზი, სარეგისტრაციო უძრავი ნივთის მომიჯნავე და არამომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის მქონე პირების მითითებით და დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი/სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ინფორმაცია ასევე დაუყოვნებლივ, ელექტრონულად ეგზავნება სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამის მუნიციპალიტეტს.

4.თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაცულია სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა), უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებასთან ერთად, სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს ეგზავნებათ შეტყობინება უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის თაობაზე.

5.უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ ჩაერთონ ადმინისტრაციულ წარმოებაში, დაესწრონ ადგილზე დათვალიერებას, წარადგინონ წერილობითი მოსაზრებები საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ დოკუმენტებსა და გარემოებებთან დაკავშირებით.

6.ადგილზე დათვალიერების დასრულებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო უძრავი ნივთის საკადასტრო აღწერის შედეგებს საჯარო გაცნობისთვის აქვეყნებს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ( www.napr.gov.ge ). ყველას აქვს უფლება წარადგინოს დასაბუთებული წერილობითი მოსაზრება საჯარო გაცნობისთვის წარდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით, ინფორმაციის საჯარო გაცნობისთვის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. თუ ამ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, უფლება რეგისტრირდება საჯაროდ გაცნობისთვის წარდგენილი საკადასტრო აღწერის შედეგების და არსებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე.

7.სააგენტო ვალდებულია სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში სპორადული რეგისტრაციის წესით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით მიიღოს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული საკადასტრო აღწერის შედეგებისა და ადგილზე დათვალიერების ოქმის საჯაროდ გაცნობის ვადის დასრულებიდან 4 სამუშაო დღის ვადაში.

8.უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებისას საველე სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის მიერ დგება უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლის ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ადგილზე დათვალიერების ოქმი გამოიყენება მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის/იდენტურობის, უფლებრივი მდგომარეობის, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების დასადგენად.

9.უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი უნდა შეიცავდეს: ა) ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე უფლებამოსილი პირ(ებ)ის თანამდებობას, სახელსა და გვარს; ბ) უძრავი ნივთის მფლობელის (მოსარგებლის) სახელს, გვარსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს; გ) უძრავი ნივთის მისამართსა და მის მონიშვნას სიტუაციურ ნახაზზე; დ) ინფორმაციას მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების/მფლობელების (მოსარგებლეების) შესახებ; ე) ადგილზე დათვალიერების თარიღსა და დროს; ვ) ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირების/ექსპერტების/სპეციალისტების სახელებს, გვარებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის აღწერას; თ) ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირების/ექსპერტების/სპეციალისტების მოსაზრებებს/შენიშვნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

10.თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერების ოქმით უნდა დგინდებოდეს, რომ დაინტერესებული პირი მიწის ნაკვეთს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ფლობდა და ოქმის შედგენის თარიღისთვისაც ფლობს.

11.საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, ადგილზე დათვალიერებას შესაძლებელია დამატებით დაესწრონ ექსპერტები, სპეციალისტები და სხვ. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირ(ებ)ის მიერ, ადგილზე დათვალიერების პროცესში მიწოდებული ინფორმაცია აისახება ადგილზე დათვალიერების ოქმში, ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია დაერთვება ოქმს.

12.უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის/დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას და მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით), ასევე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისა და ოქმის შედგენის თარიღებისთვის დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტს ადგილზე დათვალიერების ოქმზე ხელმოწერით ადასტურებენ იმავე სარეგისტრაციო ბლოკში მდებარე ორი მომიჯნავე ან/და სამი არამომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები.

13.თუ აგეგმილი/აზომილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები მოიცავს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების ან/და „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის №231 დადგენილების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებს, სააგენტო ვალდებულია, ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ადგილზე დათვალიერების ოქმში ასახოს შესაბამისი ინფორმაცია.

14.ადგილზე დათვალიერების ოქმს ადგენს/ადგენენ უფლებამოსილი პირი/პირები. სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა/პირებმა ადგილზე დათვალიერების ოქმის ხელმოწერამდე, ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირებს უნდა გააცნოს ოქმის შინაარსი. ოქმს, სააგენტოს უფლებამოსილი პირის/პირების თანდასწრებით, ხელს აწერენ დაინტერესებული პირი, უფლებამოსილი პირი/პირები და ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირები.

15.საველე სამუშაოების შემსრულებელი პირი უფლებამოსილია არ დაიწყოს/შეწყვიტოს ადგილზე დათვალიერება იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე დათვალიერება შეუძლებელია ადგილზე დამსწრე პირების წინააღმდეგობის, სხვა ქმედების ან სხვა ობიექტური გარემოების გამო. ადგილზე დათვალიერების ჩატარების/გაგრძელების შეუძლებლობის შესახებ საველე სამუშაოების შემსრულებელმა პირმა უნდა მიუთითოს ადგილზე დათვალიერების ოქმში, რომელსაც თავად აწერს ხელს.

16.სააგენტოს წარმომადგენელი ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე ყველა პირს აფრთხილებს ადმინისტრაციული წარმოებისას განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების შესაძლო სამართლებრივი შედეგების თაობაზე.

17.ადგილზე დათვალიერების ოქმი საჩივრდება სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ერთად. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 3 აპრილის ბრძანება №1200 - ვებგვერდი, 06.04.2026წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12306²6249 (და…52193737⁵37⁴3137³
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საქართველოს სამოქალაქო…კომპანიის ნარჩენების მ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…განსაკუთრებული მნიშვნე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა