შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის მიზანია ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა და შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება შენობების გარე კლიმატური და ადგილობრივი პირობების, შიდა კლიმატურ პირობებზე მოთხოვნილებისა და ხარჯეფექტურობის გათვალისწინებით.

2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ შენობებზე: ა) შენობაზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუ ამ შენობის შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა გამოიწვევს მისი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას; ბ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობაზე; გ) დროებით შენობაზე, რომელიც განკუთვნილია არაუმეტეს 2 წლის ვადით გამოყენებისთვის, სამრეწველო ობიექტზე, საამქროზე, დაბალი ენერგომოთხოვნილების მქონე არასაცხოვრებელ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობაზე; დ) საცხოვრებელ შენობაზე, რომელიც გამოიყენება წელიწადში 4 თვეზე ნაკლები ვადით ან განკუთვნილია ამ ვადით გამოყენებისთვის; ე) ცალკე მდგომ შენობაზე, რომლის სასარგებლო ფართობი 50 მ 2 -ზე ნაკლებია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 ივნ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32111121712211
მნიშვნელობით ახლოსსამშენებლო საქმიანობის…არქიტექტურული საქმიანო…ენერგოეტიკეტირების შეს…სატელეკომუნიკაციო ინფრ…განახლებადი წყაროებიდა…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა