Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგოეფექტურობის შესახებმუხლი 17

ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 17. ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობა: ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის მინიმალური მახასიათებლების მისაღწევად; ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობებში და სხვა ობიექტებზე ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვას.

2.შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლების ვალდებულება არ ვრცელდება: ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე, თუ ამ შენობის ენერგეტიკული მახასიათებლების შეცვლა მისი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას გამოიწვევს; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობაზე, რომელიც ეროვნული/საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის გამოიყენება, გარდა საცხოვრებელი ან თავდაცვის ძალების საოფისე შენობისა; გ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობაზე.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობების რეესტრს აწარმოებს სამინისტრო. ეს რეესტრი, შენობის  საიდენტიფიკაციო სხვა მონაცემების გარდა, შენობის ფართობისა და ენერგეტიკული მახასიათებლების ან ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა სათანადო მონაცემების შესახებ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3534 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს მთავრობა: ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის მინიმალური მახასიათებლების მისაღწევად; ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობებში და სხვა ობიექტებზე ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვას. 2. შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლების ვალდებულება არ ვრცელდება: ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე, თუ ამ შენობის ენერგეტიკული მახასიათებლების შეცვლა მისი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას გამოიწვევს; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობაზე, რომელიც ეროვნული/საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის გამოიყენება, გარდა საცხოვრებელი ან თავდაცვის ძალების საოფისე შენობისა; გ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობაზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობების რეესტრს აწარმოებს სამინისტრო. ეს რეესტრი, შენობის  საიდენტიფიკაციო სხვა მონაცემების გარდა, შენობის ფართობისა და ენერგეტიკული მახასიათებლების ან ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა სათანადო მონაცემების შესახებ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3534 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. მუხლი 18. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი/სერტიფიცირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაცია ან/და სერტიფიცირება და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირება 1. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი/სერტიფიცირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაციის ან/და სერტიფიცირების და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების საკითხები რეგულირდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. ამ კანონის მიზნებისთვის შესაბამისი შენობების სერტიფიცირების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. თავი V. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა მრეწველობაში

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 17 ივლ. 2023 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. … – 17 ივლ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 12 ოქტ. 2023

    მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ამოღებულია განმეორებული „სარგებლობაში“ და შეიცვალა გამონაკლისის სუბიექტი: „შეიარაღებული ძალების საოფისე შენობის“ ნაცვლად ახლა არის „საქართველოს თავდაცვის ძალების საოფისე შენობა“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №7

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 ოქტ. 2023
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 29მუხლი 30

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 16შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა და მისი ღონისძიებები
  • 12ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოებისთვის განსაზღვრული ვალდებულებები
  • 28კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და გამოცემა

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 7შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება
  • 1კანონის მიზანი და მოქმედების სფერო
  • 11საინფორმაციო და წამახალისებელი ფინანსური ღონისძიებები

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 33¹ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 3საქართველოს სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების დადგენა და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ღონისძიებები
  • 4განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა
  • 20საქართველოს მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 79ზოგადი მოთხოვნები შენობა-ნაგებობის მიმართ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 21ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7933¹3420711129301612282117
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…შენობების ენერგოეფექტუ…განსაკუთრებული მნიშვნე…განახლებადი წყაროებიდა…საქართველოს სივრცის და…შეზღუდული შესაძლებლობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026