ენერგოეტიკეტირების შესახებ

მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომ − ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრულ ენერგომომხმარებელ პროდუქტზე, რომელიც მოხმარებისას პირდაპირ ან არაპირდაპირ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ენერგიის ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა რესურსების მოხმარებაზე.

2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) მეორეულ პროდუქტზე, თუ იგი საქართველოს ან „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით გათვალისწინებული ქვეყნებიდან ერთ-ერთის ბაზარზე პირველად განთავსებისას აკმაყოფილებდა აღნიშნულ ქვეყანაში ენერგოეტიკეტირების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გადაყვანისთვის/ გადაზიდვისთვის გამოიყენება; გ) პროდუქტის საპასპორტო მონაცემებზე ან სხვა ეკვივალენტურ ინფორმაციაზე, რომლებიც/რომელიც პროდუქტის უსაფრთხოების მიზნით დაიტანება პროდუქტზე. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1189-20192021-04-0845
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    როდის ექვემდებარება სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო გარანტიის თანხასთან დაკავშირებული დავა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას?

    შპს მოითხოვდა სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის თანხის 129 340 ლარიდან 500 ლარამდე შემცირებას. დავის მთავარი საკითხი იყო, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა შეფასებულიყო ეს მოთხოვნა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ურთიერთობა საჯარო კანონმდებლობიდან წარმოიშვა, საჯარო მიზანს ემსახურებოდა და დავის ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანო იყო. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე იმავე სასამართლოს დაუბრუნდა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხის გადასაწყვეტად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომ − ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრულ ენერგომომხმარებელ პროდუქტზე, რომელიც მოხმარებისას პირდაპირ ან არაპირდაპირ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ენერგიის ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა რესურსების მოხმარებაზე. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) მეორეულ პროდუქტზე, თუ იგი საქართველოს ან „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით გათვალისწინებული ქვეყნებიდან ერთ-ერთის ბაზარზე პირველად განთავსებისას აკმაყოფილებდა აღნიშნულ ქვეყანაში ენერგოეტიკეტირების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გადაყვანისთვის/ გადაზიდვისთვის გამოიყენება; გ) პროდუქტის საპასპორტო მონაცემებზე ან სხვა ეკვივალენტურ ინფორმაციაზე, რომლებიც/რომელიც პროდუქტის უსაფრთხოების მიზნით დაიტანება პროდუქტზე. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 იან. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 1 იან. 2025-დან · იცვლება 1 იან. 2027-დან

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომ − ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრულ ენერგომომხმარებელ პროდუქტზე, რომელიც მოხმარებისას პირდაპირ ან არაპირდაპირ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ენერგიის ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა რესურსების მოხმარებაზე. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) მეორეულ პროდუქტზე, თუ იგი იმპორტირებულია და არ ხდება მისი ბაზარზე განთავსება შემდგომი რეალიზაციის მიზნით; [ ა) მეორეულ პროდუქტზე, თუ იგი საქართველოს ან „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით გათვალისწინებული ქვეყნებიდან ერთ-ერთის ბაზარზე პირველად განთავსებისას აკმაყოფილებდა აღნიშნულ ქვეყანაში ენერგოეტიკეტირების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გადაყვანისთვის/ გადაზიდვისთვის გამოიყენება; გ) პროდუქტის საპასპორტო მონაცემებზე ან სხვა ეკვივალენტურ ინფორმაციაზე, რომლებიც/რომელიც პროდუქტის უსაფრთხოების მიზნით დაიტანება პროდუქტზე. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 დეკ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 17 ივლ. 2023

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგოეტიკეტირების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
244121¹2122122
მნიშვნელობით ახლოსსატელეკომუნიკაციო ინფრ…ენერგოეფექტურობის შესა…ტრანსპორტის სფეროს მარ…ენერგოეტიკეტირების შეს…საქართველოს საბიუჯეტო …პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა