Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშენობების ენერგოეფექტურობის შესახებმუხლი 2

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024
თემები:ESG შესაბამისობაგანახლებადი ენერგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ახალი შენობა − შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილი იქნება 2022 წლის 30 ივნისის შემდეგ; ბ) გათბობის ქვაბი − წვის კამერისა და ქვაბის კომბინირებული კორპუსი, რომელიც წვის შედეგად გამოყოფილ სითბოს სითხეს გადასცემს; გ) განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე ენერგომომარაგების დეცენტრალიზებული სისტემები − მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მისაღებად და მის შესანახად  და განლაგებულია იმ შენობებში, რომლებსაც ისინი ემსახურება,  ან ამ შენობებთან ახლოს; დ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია − ენერგია, რომელიც მიღებულია არაწიაღისეული, განახლებადი წყაროებიდან, კერძოდ: ქარის, მზის, აეროთერმული, გეოთერმული, ჰიდროთერმული, ზღვის ტალღების ენერგია, ჰიდროენერგია, განახლებადი ბიომასის ენერგია, ნაგავსაყრელებიდან და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან მიღებული გაზისა და ბიოგაზის ენერგია; ე) დამოუკიდებელი ექსპერტი − სერტიფიცირებული ფიზიკური პირი ან აკრედიტებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება ან შენობაში გათბობის ან/და გაგრილების და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება; ვ) ევროპული სტანდარტი − სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის, ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის ან ევროპის ტელეკომუნიკაციის სტანდარტიზაციის ინსტიტუტის სტანდარტი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია სტანდარტების რეესტრში; ზ) ენერგეტიკული გაერთიანება − ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია 2005 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების საფუძველზე; თ) ენერგოეფექტურობის კლასი − შენობის ენერგოეფექტურობის აღმნიშვნელი, ადვილად აღსაქმელი საზომი, რომელიც გამოხატულია ლათინური ანბანის ასოებით ­− „A“-დან „G“-ის ჩათვლით; ი)  ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი − შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ; კ) ეფექტური ნომინალური სიმძლავრე − თბოწარმოქმნის მაქსიმალური სიმძლავრე, რომელიც გამოხატულია კვტ-ით და რომლის მიწოდება უწყვეტი მუშაობისას მწარმოებლის მიერ განსაზღვრული და გარანტირებულია მის მიერვე მითითებული ეფექტურობის რეჟიმის დაცვის პირობებში; ლ) ვენტილაციის სისტემა − კომპონენტების ერთობლიობა, რომლებიც საჭიროა შენობის შიდა ჰაერის დამუშავებისა და ჰაერცვლისთვის; მ) თბური ტუმბო − მექანიზმი, დანადგარი ან მოწყობილობა, რომელიც ბუნებრივი გარემოდან, კერძოდ, წყლიდან, ჰაერიდან ან ნიადაგიდან, შენობებს ან სამრეწველო მოწყობილობებს გადასცემს სითბოს ბუნებრივი ნაკადის ისე შეცვლით, რომ იგი დაბალი ტემპერატურიდან მაღალი ტემპერატურისკენ მიედინება. რევერსულ თბურ ტუმბოს შეუძლია აგრეთვე სითბოს შენობიდან გარეთ, ბუნებრივ გარემოში გატანა; ნ) თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობა − შენობა, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ენერგოეფექტურობა და ენერგიაზე თითქმის ნულოვანი ან ძალიან მცირე მოთხოვნილება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იმავე ადგილზე ან ახლო ტერიტორიაზე წარმოებული, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიით კმაყოფილდება; ო) კოგენერაცია − ელექტროენერგიისა და თბური ენერგიის ერთდროული გამომუშავების (წარმოების) პროცესი; პ) მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია − ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ამ კანონის ან/და „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტით/აქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი შემდეგი მნიშვნელობა: პ.ა) შენობის გარსის ზედაპირის 25%-ზე მეტის რეკონსტრუქცია; პ.ბ) შენობის გარსის ან ტექნიკური სისტემების ისეთი განახლება, რომლის ღირებულება აღემატება შენობის ღირებულების (არ მოიცავს იმ მიწის ღირებულებას, რომელზედაც ეს შენობაა განთავსებული) 25%-ს; ჟ) პირველადი ენერგია − განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია ან არაგანახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია, რომელიც არ არის მიღებული გარდაქმნის ან ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადაყვანის შედეგად; რ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ს) სასარგებლო ფართობი − შენობის ან შენობის ნაწილის ფართობი, სადაც ენერგია შიდა კლიმატის შესაქმნელად გამოიყენება; ტ) შენობა − მთლიანი ნაგებობა (შენობის გარსის, მზიდი კონსტრუქციისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ჩათვლით), სადაც ენერგია შიდა კლიმატის შესაქმნელად, ცხელი წყლით მომარაგებისთვის და განათებისა და შენობის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა პირობების/მომსახურებების უზრუნველსაყოფად გამოიყენება; უ) შენობის გარსი − შენობის ინტეგრირებული ნაწილების ერთობლიობა, რომლებიც შენობის შიდა სივრცეს შენობის გარეთ არსებული გარემოსგან აცალკევებს; ფ) შენობის ელემენტი − შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემა ან შენობის გარსის ნაწილი; ქ) შენობის ენერგოეფექტურობა − შენობის დანიშნულებით გამოყენებისთვის საჭირო ენერგიაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საჭირო ენერგიის გამოთვლილი ან გაზომილი რაოდენობა, რომელიც მოიცავს გათბობისთვის, გაგრილებისთვის, ვენტილაციისთვის, წყლის გაცხელებისა და განათებისთვის მოხმარებულ და სხვა ენერგიას; ღ) შენობის ნაწილი − შენობის სექცია, სართული ან ბინა, რომელიც შექმნილია ან გადაკეთებულია ცალკე გამოყენებისთვის; ყ) შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემები − ტექნიკური მოწყობილობები (სისტემები), რომლებიც საჭიროა შენობის ან შენობის ნაწილის სივრცის გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, ცხელი წყლის, განათების (მათ შორის, ჩაშენებულის), შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის, ადგილზე ელექტროენერგიის წარმოების ან მათი კომბინაციის უზრუნველყოფისთვის, მათ შორის, განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე სისტემები; ყ 1 ) შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემა ­− სისტემა, რომელიც მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფისა და საინჟინრო მომსახურების სერვისებს და რომელიც ხელს უწყობს შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურ, ეკონომიურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას ავტომატური კონტროლისა და მექანიკური მართვის საშუალებით; შ) შენობის ჯამური ენერგოეფექტურობა − შენობის დანიშნულებით გამოყენებისთვის საჭირო პირველადი ენერგიის გამოთვლილი რაოდენობა, რომელიც მოიცავს გათბობისთვის, გაგრილებისთვის, ვენტილაციისთვის, წყლის გაცხელებისა და განათებისთვის მოხმარებულ და სხვა ენერგიას; ჩ) ცენტრალური გათბობა ან ცენტრალური გაგრილება − ერთიანი ქსელით ცენტრალური წყაროდან თბური ენერგიის რამდენიმე შენობისთვის ან ადგილისთვის მიწოდება ორთქლის, ცხელი წყლის ან გაცივებული სითხის საშუალებით, სივრცის ან გათბობის ან გაგრილების პროცესის გამოსაყენებლად; ც) ხარჯოპტიმალური დონე − ენერგოეფექტურობის დონე, რომელიც შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ყველაზე დაბალ დანახარჯებს განაპირობებს; ძ) ჰაერის კონდიცირების სისტემა − იმ კომპონენტების ერთობლიობა, რომლებიც საჭიროა შენობის შიდა ჰაერის დასამუშავებლად მისაწოდებელი ჰაერის ტემპერატურის რეგულირებისთვის, ვენტილაციის (ჰაერცვლის) დონის, ტენიანობისა და ჰაერის ფილტრაციის მართვასთან შესაძლო კომბინაციით; წ) გათბობის სისტემა − იმ კომპონენტების ერთობლიობა, რომლებიც საჭიროა შენობის შიდა ჰაერის დასამუშავებლად და რომლებითაც იზრდება მისი ტემპერატურა. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №626 – ვებგვერდი,14.06.2021წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. მუხლი 2 1 . რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგია 1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შენობების რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას და საჯარო კონსულტაციების გამართვის შემდეგ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის წარდგენას. „საჯარო კონსულტაციების შედეგების შეჯამება“ შენობების რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგიის დანართია.

2.საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შენობების რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგიის დამტკიცებას, რომელიც ითვალისწინებს 2050 წლისთვის შენობების ენერგოეფექტურ და დეკარბონიზებულ შენობებად რეკონსტრუქციას, რითაც მიიღწევა ამ შენობების თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობებად ხარჯეფექტური ტრანსფორმაცია. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. თავი II. შენობებისა და შენობების ნაწილების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ახალი შენობა − შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილი იქნება 2022 წლის 30 ივნისის შემდეგ; ბ) გათბობის ქვაბი − წვის კამერისა და ქვაბის კომბინირებული კორპუსი, რომელიც წვის შედეგად გამოყოფილ სითბოს სითხეს გადასცემს; გ) განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე ენერგომომარაგების დეცენტრალიზებული სისტემები − მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მისაღებად და მის შესანახად  და განლაგებულია იმ შენობებში, რომლებსაც ისინი ემსახურება,  ან ამ შენობებთან ახლოს; დ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია − ენერგია, რომელიც მიღებულია არაწიაღისეული, განახლებადი წყაროებიდან, კერძოდ: ქარის, მზის, აეროთერმული, გეოთერმული, ჰიდროთერმული, ზღვის ტალღების ენერგია, ჰიდროენერგია, განახლებადი ბიომასის ენერგია, ნაგავსაყრელებიდან და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან მიღებული გაზისა და ბიოგაზის ენერგია; ე) დამოუკიდებელი ექსპერტი − სერტიფიცირებული ფიზიკური პირი ან აკრედიტებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება ან შენობაში გათბობის ან/და გაგრილების და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება; ვ) ევროპული სტანდარტი − სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის, ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის ან ევროპის ტელეკომუნიკაციის სტანდარტიზაციის ინსტიტუტის სტანდარტი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია სტანდარტების რეესტრში; ზ) ენერგეტიკული გაერთიანება − ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია 2005 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების საფუძველზე; თ) ენერგოეფექტურობის კლასი − შენობის ენერგოეფექტურობის აღმნიშვნელი, ადვილად აღსაქმელი საზომი, რომელიც გამოხატულია ლათინური ანბანის ასოებით ­− „A“-დან „G“-ის ჩათვლით; ი)  ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი − შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ; კ) ეფექტური ნომინალური სიმძლავრე − თბოწარმოქმნის მაქსიმალური სიმძლავრე, რომელიც გამოხატულია კვტ-ით და რომლის მიწოდება უწყვეტი მუშაობისას მწარმოებლის მიერ განსაზღვრული და გარანტირებულია მის მიერვე მითითებული ეფექტურობის რეჟიმის დაცვის პირობებში; ლ) ვენტილაციის სისტემა − კომპონენტების ერთობლიობა, რომლებიც საჭიროა შენობის შიდა ჰაერის დამუშავებისა და ჰაერცვლისთვის; მ) თბური ტუმბო − მექანიზმი, დანადგარი ან მოწყობილობა, რომელიც ბუნებრივი გარემოდან, კერძოდ, წყლიდან, ჰაერიდან ან ნიადაგიდან, შენობებს ან სამრეწველო მოწყობილობებს გადასცემს სითბოს ბუნებრივი ნაკადის ისე შეცვლით, რომ იგი დაბალი ტემპერატურიდან მაღალი ტემპერატურისკენ მიედინება. რევერსულ თბურ ტუმბოს შეუძლია აგრეთვე სითბოს შენობიდან გარეთ, ბუნებრივ გარემოში გატანა; ნ) თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობა − შენობა, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ენერგოეფექტურობა და ენერგიაზე თითქმის ნულოვანი ან ძალიან მცირე მოთხოვნილება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იმავე ადგილზე ან ახლო ტერიტორიაზე წარმოებული, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიით კმაყოფილდება; ო) კოგენერაცია − ელექტროენერგიისა და თბური ენერგიის ერთდროული გამომუშავების (წარმოების) პროცესი; პ) მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია − ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ამ კანონის ან/და „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტით/აქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი შემდეგი მნიშვნელობა: პ.ა) შენობის გარსის ზედაპირის 25%-ზე მეტის რეკონსტრუქცია; პ.ბ) შენობის გარსის ან ტექნიკური სისტემების ისეთი განახლება, რომლის ღირებულება აღემატება შენობის ღირებულების (არ მოიცავს იმ მიწის ღირებულებას, რომელზედაც ეს შენობაა განთავსებული) 25%-ს; ჟ) პირველადი ენერგია − განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია ან არაგანახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია, რომელიც არ არის მიღებული გარდაქმნის ან ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადაყვანის შედეგად; რ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ს) სასარგებლო ფართობი − შენობის ან შენობის ნაწილის ფართობი, სადაც ენერგია შიდა კლიმატის შესაქმნელად გამოიყენება; ტ) შენობა − მთლიანი ნაგებობა (შენობის გარსის, მზიდი კონსტრუქციისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ჩათვლით), სადაც ენერგია შიდა კლიმატის შესაქმნელად, ცხელი წყლით მომარაგებისთვის და განათებისა და შენობის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა პირობების/მომსახურებების უზრუნველსაყოფად გამოიყენება; უ) შენობის გარსი − შენობის ინტეგრირებული ნაწილების ერთობლიობა, რომლებიც შენობის შიდა სივრცეს შენობის გარეთ არსებული გარემოსგან აცალკევებს; ფ) შენობის ელემენტი − შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემა ან შენობის გარსის ნაწილი; ქ) შენობის ენერგოეფექტურობა − შენობის დანიშნულებით გამოყენებისთვის საჭირო ენერგიაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საჭირო ენერგიის გამოთვლილი ან გაზომილი რაოდენობა, რომელიც მოიცავს გათბობისთვის, გაგრილებისთვის, ვენტილაციისთვის, წყლის გაცხელებისა და განათებისთვის მოხმარებულ და სხვა ენერგიას; ღ) შენობის ნაწილი − შენობის სექცია, სართული ან ბინა, რომელიც შექმნილია ან გადაკეთებულია ცალკე გამოყენებისთვის; ყ) შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემები − ტექნიკური მოწყობილობები,მოწყობილობები (სისტემები), რომლებიც საჭიროა შენობის ან შენობის ნაწილის სივრცის გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, წყლისცხელი გაცხელების,წყლის, განათების (მათ შორის, ჩაშენებულის), შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის, ადგილზე ელექტროენერგიის წარმოების ან მათი კომბინაციის უზრუნველყოფისთვის;უზრუნველყოფისთვის, მათ შორის, განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე სისტემები; ყ 1 ) შენობის ავტომატიზაციისა და კონტროლის სისტემა ­− სისტემა, რომელიც მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფისა და საინჟინრო მომსახურების სერვისებს და რომელიც ხელს უწყობს შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურ, ეკონომიურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას ავტომატური კონტროლისა და მექანიკური მართვის საშუალებით; შ) შენობის ჯამური ენერგოეფექტურობა − შენობის დანიშნულებით გამოყენებისთვის საჭირო პირველადი ენერგიის გამოთვლილი რაოდენობა, რომელიც მოიცავს გათბობისთვის, გაგრილებისთვის, ვენტილაციისთვის, წყლის გაცხელებისა და განათებისთვის მოხმარებულ და სხვა ენერგიას; ჩ) ცენტრალური გათბობა ან ცენტრალური გაგრილება − ერთიანი ქსელით ცენტრალური წყაროდან თბური ენერგიის რამდენიმე შენობისთვის ან ადგილისთვის მიწოდება ორთქლის, ცხელი წყლის ან გაცივებული სითხის საშუალებით, სივრცის ან გათბობის ან გაგრილების პროცესის გამოსაყენებლად; ც) ხარჯოპტიმალური დონე − ენერგოეფექტურობის დონე, რომელიც შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ყველაზე დაბალ დანახარჯებს განაპირობებს; ძ) ჰაერის კონდიცირების სისტემა − იმ კომპონენტების ერთობლიობა, რომლებიც საჭიროა შენობის შიდა ჰაერის დასამუშავებლად მისაწოდებელი ჰაერის ტემპერატურის რეგულირებისთვის, ვენტილაციის (ჰაერცვლის) დონის, ტენიანობისა და ჰაერის ფილტრაციის მართვასთან შესაძლო კომბინაციით.კომბინაციით; წ) გათბობის სისტემა − იმ კომპონენტების ერთობლიობა, რომლებიც საჭიროა შენობის შიდა ჰაერის დასამუშავებლად და რომლებითაც იზრდება მისი ტემპერატურა. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №626 – ვებგვერდი,14.06.2021წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. მუხლი 2 1 . რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგია 1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შენობების რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას და საჯარო კონსულტაციების გამართვის შემდეგ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის წარდგენას. „საჯარო კონსულტაციების შედეგების შეჯამება“ შენობების რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგიის დანართია. 2. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შენობების რეკონსტრუქციის გრძელვადიანი სტრატეგიის დამტკიცებას, რომელიც ითვალისწინებს 2050 წლისთვის შენობების ენერგოეფექტურ და დეკარბონიზებულ შენობებად რეკონსტრუქციას, რითაც მიიღწევა ამ შენობების თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობებად ხარჯეფექტური ტრანსფორმაცია. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. თავი II. შენობებისა და შენობების ნაწილების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024
  2. 30 ივნ. 2022· გამოქვეყნდა 14 ივნ. 2021
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 2¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • განახლებადი ენერგიასერვისის გვერდი
  • სათბურის სერთიფიცირებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-06-27 · №2

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2024-07-11
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 19გარდამავალი დებულებები
  • 5შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება
  • 8საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტის შედეგები

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 65ტერმინთა განმარტება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 165ანგარიშების განცალკევება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26542831651953332
მნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…საჯარო რეესტრის შესახე…განახლებადი წყაროებიდა…სატელეკომუნიკაციო ინფრ…ენერგოეტიკეტირების შეს…შენობების ენერგოეფექტუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 ივნ. 2024