სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

ვახტანგ ბარამაშვილისულხან კაპანაძესალომე ოსეფაშვილი

1.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ამავე კანონით განსაზღვრულ: ა) ინფრასტრუქტურის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე; ბ) საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოებზე; გ) შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე.

2.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ელექტრონულ საკომუნიკაციო უწყებრივ ქსელებსა და ელექტრონულ საკომუნიკაციო სპეციალურ ქსელებზე, აგრეთვე თავდაცვის, სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან/და სამოქალაქო უსაფრთხოების ფუნქციების შემსრულებელი და ამოცანების განმახორციელებელი სახელმწიფო უწყებების, დაწესებულებების ან/და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასა და შენობების შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე,  გარდა იმ შემთხვევისა/იმ ფარგლებისა, როდესაც/რომლებშიც შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, დაწესებულებები ან/და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ავტორიზებულ პირებს აღნიშნულ ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლებას მისცემენ; ბ) სამხედრო დანიშნულების შენობებსა და სხვა შენობებზე, რომლებიც სახელმწიფო, საზოგადოებრივი და სამოქალაქო უსაფრთხოების მიზნებისთვის გამოიყენება; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და შენობების სამშენებლო სამუშაოების ან/და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების კოორდინაციაზე.

3.საქართველოს მთავრობა ადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი დანიშნულების სამშენებლო სამუშაოებისა და შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის ჩამონათვალს, რომლებზედაც ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3421¹342222222
მნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…ქონების ლეგალიზების შე…ინფორმაციული უსაფრთხოე…ეროვნული სივრცითი მონა…ენერგოეტიკეტირების შეს…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა