Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშენობების ენერგოეფექტურობის შესახებმუხლი 3

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 3. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024
თემები:ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibility

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²2³3456

1.შენობის ენერგოეფექტურობა განისაზღვრება შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიით დადგენილი წესით, იმ ენერგიის საანგარიშო რაოდენობის მიხედვით, რომელიც მოიხმარება წლის განმავლობაში ამ შენობის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

2.შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2¹.ენერგიაზე სივრცის გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, ცხელი წყლის, განათების (მათ შორის, ჩაშენებულის) და შენობის სხვა საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების მოთხოვნა გამოითვლება შენობის შიდა ჰაერის მაღალი ხარისხის, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და კომფორტის მისაღწევად.

2².პირველადი ენერგიის გამოთვლა ეფუძნება პირველადი ენერგიის კოეფიციენტებს ან შეწონილ კოეფიციენტებს.

2³.ამ მუხლის 2 1 და 2 2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3.შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია მოიცავს შენობის სულ მცირე შემდეგ ასპექტებს: ა) შენობის არქიტექტურული პროექტი; შენობის მდებარეობა და ორიენტაცია, მათ შორის, გარე კლიმატური პირობების გათვალისწინებით; ბ) მზის პასიური სისტემები; გ) თბური სიმძლავრე, თბოიზოლაცია, პასიური სითბო, გამაგრილებელი ელემენტები, თბური ხიდები; დ) გათბობის სისტემები, ცხელი წყლით მომარაგება; ე) ჰაერის კონდიცირების სისტემები; ვ) ბუნებრივი და მექანიკური ვენტილაცია; ზ) შიდა განათების სისტემები; თ) შიდა კლიმატური გარემო (პირობები); ი) შიდა ენერგეტიკული დატვირთვა; კ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის სისტემები; ლ)  კოგენერაციით გამომუშავებული (წარმოებული) ელექტროენერგია.

4.შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია გამოიყენება შემდეგი ტიპის შენობებისთვის: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი; ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; გ) ოფისი, ადმინისტრაციული შენობა; დ) საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა; ე) სამედიცინო დაწესებულების შენობა; ვ) სასტუმრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტი; ზ) სპორტული დანიშნულების შენობა; თ) საცალო და საბითუმო ვაჭრობის შენობა; ი) ენერგიის მომხმარებელი სხვა ტიპის შენობა.

5.შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია შენობის ენერგოეფექტურობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის ჯამურ ინდიკატორს (EPI) − პირველადი ენერგიის წლიური მოხმარების აღმნიშვნელ ციფრულ სიდიდეს, რომელიც გამოხატულია კვტ.სთ/მ 2 -ით. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის ეროვნულ სტანდარტს, ევროპულ სტანდარტს, ევროკომისიის 2012 წლის 16 იანვრის №244/2012 დელეგირებულ რეგულაციასა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობას.

6.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შენობის ენერგოეფექტურობის გამოსახატავად განსაზღვროს დამატებითი რიცხობრივი მაჩვენებლები როგორც პირველადი ენერგიის საერთო მოხმარებისთვის, ისე სათბურის აირების ემისიებისთვის, რომლებიც გამოისახება შემდეგნაირად: კგCO 2 ეკვ/მ 2 (წლიურად). საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 ივნ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024

    მე-3 მუხლს დაემატა 2¹–2³ პუნქტები ენერგიის მოთხოვნისა და პირველადი ენერგიის გამოთვლის წესებზე, რომლებსაც მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს, და მე-6 პუნქტი დამატებითი რიცხობრივი მაჩვენებლების დადგენის უფლებამოსილებაზე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2¹შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • განახლებადი ენერგიის პროექტის (მზის, ქარის, ჰიდრო) Feasibility Studyსერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 ივნ. 2024 · №2

  • 1 ცვლილება · ბოლო 11 ივლ. 2024
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 5შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები
  • 19გარდამავალი დებულებები
  • 4შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 4ენერგოეფექტურობის პოლიტიკა
  • 18შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი/სერტიფიცირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაცია ან/და სერტიფიცირება და შენ
  • 8ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 33¹ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 87შენობის ენერგოეფექტიანობა
  • 88შენობა-ნაგებობაში განახლებადი ენერგიის გამოყენება

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 8საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტის შედეგები
  • 5განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილის გამოთვლა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 97სისტემათა ურთიერთთავსებადობა და ტექნიკური წესები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
878833¹8597519441883
მნიშვნელობით ახლოსშენობების ენერგოეფექტუ…ენერგოეფექტურობის შესა…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…განახლებადი წყაროებიდა…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 ივნ. 2024 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026