Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშენობების ენერგოეფექტურობის შესახებმუხლი 4

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 4. შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 27 ივნ. 2024
თემები:ESG შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები (შემდგომ − ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები) მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2.ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე, ახალი შენობის ნაწილსა და ახალი შენობის ელემენტზე, ხოლო მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში − აგრეთვე ყველა არსებულ შენობასა და არსებული შენობის ნაწილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება.

3.ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები შესაძლებელია ხარჯოპტიმალური დონის გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის ცალ-ცალკე განისაზღვროს.

4.ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები შენობის იმ ელემენტების შეცვლისას და მოდერნიზაციისას, რომლებიც ქმნის შენობის გარსს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შენობის ენერგოეფექტურობაზე, განისაზღვრება ხარჯოპტიმალური დონის გათვალისწინებით.

5.ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეები გამოითვლება შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიის საფუძველზე. ამ მეთოდოლოგიის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობა და შესაბამისი ეროვნული პარამეტრები.

6.ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა გადაიხედოს რეგულარულად, არაუმეტეს 5 წლის ინტერვალით, და საჭიროების შემთხვევაში უნდა განახლდეს სამშენებლო სექტორში ტექნიკური პროგრესის შესაბამისად.

7.განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე ენერგომომარაგების დეცენტრალიზებული სისტემები, შენობის ენერგომენეჯმენტის სისტემები, აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემები და თბური ტუმბოები გამოიყენება არსებული შენობის რეკონსტრუქციისას ან ახალი შენობის მშენებლობისას, თუ მათი გამოყენება ტექნიკურად, ფუნქციურად, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მიზანშეწონილია. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 ივნ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024

    მე-4 მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი, რომელიც რეკონსტრუქციისას ან მშენებლობისას ზემოაღნიშნული სისტემების გამოყენებას ითვალისწინებს მიზანშეწონილობის პირობით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მწვანე მშენებლობის რეგულაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 ივნ. 2024 · №2

  • 1 ცვლილება · ბოლო 11 ივლ. 2024
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 7შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება
  • 5შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები
  • 3შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 33¹ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები
  • 36განცხადება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების თაობაზე

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 4ენერგოეფექტურობის პოლიტიკა
  • 17ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა
  • 18შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი/სერტიფიცირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაცია ან/და სერტიფიცირება და შენ

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 87შენობის ენერგოეფექტიანობა
  • 79ზოგადი მოთხოვნები შენობა-ნაგებობის მიმართ
  • 78შენობა-ნაგებობის მიმართ ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტები და სტანდარტები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 97სისტემათა ურთიერთთავსებადობა და ტექნიკური წესები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
87797833¹3697753417184
მნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…შენობების ენერგოეფექტუ…ენერგოეფექტურობის შესა…საქართველოს სივრცის და…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 ივნ. 2024 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026