Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაგანახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებმუხლი 8

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

მუხლი 8. საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტის შედეგები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იმ პერიოდში მოქცეული თითოეული წლის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, რომლის განმავლობაშიც შესაბამისი დანადგარის მიერ განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგია, გათბობა ან გაგრილება გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი მხარის ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის ამ კანონის შესაბამისად გამოთვლისას, სამინისტრომ უნდა მოამზადოს წერილობითი შეტყობინება. ამ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს: ა) შესაბამისი დანადგარის მიერ მთელი წლის განმავლობაში განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის, გათბობის ან გაგრილების საერთო რაოდენობა, რომელიც ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად მომზადებული შეტყობინების საგანი იყო; ბ) მთელი წლის განმავლობაში იმ დანადგარის მიერ განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის, გათბობის ან გაგრილების რაოდენობა, რომელიც უნდა აისახოს ენერგეტიკული გაერთიანების სხვა ხელშემკვრელი მხარის ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლის მიმართ, შეტყობინების პირობების შესაბამისად.

2.საქართველოს მთავრობამ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ენერგეტიკული გაერთიანების იმ ხელშემკვრელ მხარეს, რომლის სასარგებლოდაც მომზადდა ეს შეტყობინება, და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.

3.სამიზნე მაჩვენებლების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისთვის, რომელიც ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებს შეეხება, განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების რაოდენობა, რომლის შესახებ შეტყობინებაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მომზადდა და გაიგზავნა, უნდა გამოაკლდეს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის, გათბობისა და გაგრილების რაოდენობას, რაც გაითვალისწინება ეროვნულ საერთო სამიზნე მაჩვენებლებთან საქართველოს შესაბამისობის შეფასების დროს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 28 ივლ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ივლ. 2020 · №1

  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 7

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 10საქართველოსა და მესამე ქვეყნის ერთობლივი პროექტის შედეგები
  • 7საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარის ერთობლივი პროექტი
  • 20საქართველოს მიერ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 20კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 28კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და გამოცემა
  • 8ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი
  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 37ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა
  • 28კომისიის ამოცანები

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 14ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ

  • 2¹ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრების დადგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20142¹7102037282288258
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანახლებადი წყაროებიდა…ეროვნული მარეგულირებელ…ენერგოეფექტურობის შესა…ენერგეტიკისა და წყალმო…შენობების ენერგოეფექტუ…ბუნებრივი გაზის მიწოდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ივლ. 2020 · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026