Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგოეფექტურობის შესახებმუხლი 4

ენერგოეფექტურობის შესახებ

მუხლი 4. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030
თემები:განახლებადი ენერგიანახშირბადის ბაზრებიინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityენერგიის წარმოებაკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადობაESG შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ენერგოეფექტურობის პოლიტიკა ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლისა და ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრას და იმ ბარიერების/დაბრკოლებების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის ენერგიის მიწოდებისა და მოხმარების ეფექტურობას და ეკეგ-ით განსაზღვრული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას.

2.ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელება მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებასა და ინიციატივას, მათ შორის: ა) პროექტების იდენტიფიცირებას, ტექნიკური დახმარებებისა და გრანტების განაწილების სქემების განსაზღვრას; ბ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შენობების ენერგოეფექტურობის მარეგულირებული ნორმების მიღებას, მათ შორის, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესის დამტკიცებას, მშენებლობის სექტორში კვალიფიკაციის ამაღლებას; გ) საზოგადოების საქმიანი წრეების ცოდნის გაღრმავებას, ენერგოაუდიტისა და ენერგომენეჯმენტის სისტემისთვის წესების დადგენას და ენერგოაუდიტორებისა და ენერგომომსახურების მიმწოდებლების კვალიფიკაციის ამაღლებას; დ) ენერგოეფექტურობის შესახებ საბოლოო მომხმარებლების, მათ შორის, წარმოებისა და ვაჭრობის სფეროში არსებული მეწარმე სუბიექტებისა და ადმინისტრაციული ორგანოების, ცოდნისა და გამოცდილების დონის ამაღლებას; ე) ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას; [ ე) ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას; (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] ვ) ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, რაც მოიცავს ქსელებში ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის დანაკარგების შემცირებას და ბუნებრივ გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების ეფექტურობის გაზრდას კომბინირებული ციკლის სადგურებზე გადასვლით; ზ) ენერგიის საბოლოო მოხმარების მოწყობილობების, მათ შორის, განათების, ავტომანქანების, ტუმბოების, ძრავებისა და საწარმოების საქვაბეების, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას; თ) ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით ფინანსური წახალისებისა და საგადასახადო შეღავათების განხორციელების მექანიზმების შემოღების ინიციირებას; ი) ზედამხედველობისა და ანგარიშგების მიზნით მრეწველობის, მშენებლობისა და სხვა შესაბამის სექტორებში კვალიფიკაციის, აკრედიტაციისა და სერტიფიცირების სქემების დანერგვას.

3.ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელებისას საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს საზოგადოების მიერ მისაღებ სარგებელს შემდეგი მიზნების მისაღწევად: ა) განახორციელოს ენერგიის რეალური ღირებულების ამსახველი ფასების განმსაზღვრელი ღონისძიება ისე, რომ არ შემცირდეს საბოლოო მომხმარებლების მიერ ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების მოტივაცია; ბ) (ამოღებულია - 27.06.2024, №4310); გ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებაში სამაგალითო როლი შეასრულოს; დ) ფინანსური ინსტრუმენტების შემუშავებით ხელი შეუწყოს საბოლოო მომხმარებლების მიერ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებას; ე) გააძლიეროს საერთაშორისო და რეგიონალური თანამშრომლობა; ვ) აწარმოოს საინფორმაციო კამპანიები.

4.ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო) ვალდებულია: ა) ენერგოეფექტურობის პოლიტიკა განახორციელოს ძირითადი მიმართულებების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებითა და განხორციელებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო (სახელმწიფო) უწყებებსა და კერძო სექტორთან კოორდინაციით; ბ) შეიმუშაოს ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და ხელი შეუწყოს მის განხორციელებას; გ) შეიმუშაოს ეკეგ, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, ენერგიის დაზოგვის ეროვნულ სამიზნე მაჩვენებელს, და ეს გეგმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს მთავრობას; დ) საქართველოში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად განსაზღვროს შესაბამისი ღონისძიებები და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებას; ე) საქართველოში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ინვესტიციების განხორციელებას; ვ) განახორციელოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობა და წარმართოს მათთან ურთიერთობა, მათ შორის, წარუდგინოს მათ ანგარიშები; ზ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების წასახალისებლად საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები, რათა ამ ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ზ.ა) ეკეგ-ის ფარგლებში განსაზღვრონ ენერგიის დაზოგვისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნები, შესაბამისი ქმედებები და ენერგოეფექტურობის წვლილი; ზ.ბ) ეკეგ-ში ასახონ ენერგომენეჯმენტის სისტემა და ენერგოაუდიტი, როგორც ამ გეგმის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი; ზ.გ) შესაბამის შემთხვევებში ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიები და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებები გამოიყენონ შენობის განახლების დაფინანსებისთვის და ენერგოეფექტურობის გრძელვადიანი შენარჩუნების ან გაუმჯობესების გეგმების განხორციელებისთვის; ზ.დ) ტექნიკური შესაბამისობის, მდგრადობის შენარჩუნების, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, ხარჯეფექტურობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით, შეისყიდონ მხოლოდ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტი, მომსახურება და შენობა.

5.ამ კანონის მიზნებისთვის სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს ერთ-ერთ შემდეგ ღონისძიებას: ა) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემასა და ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის შემუშავების მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს ენერგოეფექტურობის მისაღწევად წამახალისებელი ღონისძიების შერჩევის კრიტერიუმების დადგენას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით; ბ) პოლიტიკის ალტერნატიულ ღონისძიებებს, ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად; გ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემას, ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის შემუშავების მეთოდოლოგიასა და პოლიტიკის ალტერნატიულ ღონისძიებებს.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგიის საბოლოო მოხმარების საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლების დადგენას. ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლები დგინდება ეკეგ-ის დამტკიცების ყოველი მომდევნო წლისთვის და განისაზღვრება ეკეგ-ის დამტკიცების წინა 3 წელიწადში ენერგიის საბოლოო მოხმარების საშუალო მაჩვენებლის 0,8%-ის ოდენობით.

7.ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემა, ამ ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო სახსრების ხელმისაწვდომობისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეიძლება განსაზღვრავდეს ენერგიის გამანაწილებლისა და ენერგიის მიმწოდებლის ვალდებულებას, ამ სქემის შესაბამისად მიაღწიონ ენერგოდანაზოგებს: ა) ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების პროცესში დანაკარგების შემცირების პროგრამებით; ბ) საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შემცირების პროგრამით, საბოლოო მომხმარებლისთვის ენერგიის მიმწოდებლის დაუბრკოლებლად შეცვლით.

8.ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ფარგლებში მიღწეული ენერგოდანაზოგების რაოდენობა და შესაბამისი გრაფიკი განისაზღვრება სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლები არ ავალდებულებს ენერგიის მიმწოდებელსა და ენერგიის გამანაწილებელს გაყიდული ენერგიის აბსოლუტური რაოდენობის შემცირებას. ენერგიის მიმწოდებელმა და ენერგიის გამანაწილებელმა ენერგოდანაზოგებს შეიძლება მიაღწიონ ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით საკუთარი საბოლოო მომხმარებლის ან ენერგომომსახურების ბაზრის სხვა მონაწილეების, მათ შორის, სხვა ენერგიის მიმწოდებლის საბოლოო მომხმარებლის, წახალისებით.

9.ენერგიის დაზოგვის პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები და ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ენერგოდანაზოგების რაოდენობებს. ენერგიის დაზოგვის პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების მიზანია ეკეგ-ით გათვალისწინებული ტექნიკური/საინვესტიციო ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ: ა) მრეწველობაში ენერგოაუდიტების განხორციელებასთან ერთად სავალდებულო ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დანერგვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ბ) სასწავლო-სატრენინგო პროგრამებისა და ენერგოსაკონსულტაციო პროგრამების დანერგვა; გ) საყოფაცხოვრებო ტექნიკის ენერგოეფექტურობის სტანდარტებისა და ნორმების და ენერგოეტიკეტირების სქემების დანერგვა.

10.(ამოღებულია - 27.06.2024, №4310). საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2556 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4404 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1693 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 31 დეკ. 2025 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. … – 31 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023
  2. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • CSR პოლიტიკის შემუშავება6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ESG შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ბიომასის ენერგეტიკული პროექტებისერვისის გვერდი
  • განახლებადი ენერგიის პროექტებისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №7

  • 2 ცვლილება · ბოლო 11 ივლ. 2024
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 26მუხლი 30მუხლი 5

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 8ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი
  • 10ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა
  • 6ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება, კონტროლი და ზედამხედველობა

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 3შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია
  • 7შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება
  • 4შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 7სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ

  • 3საქართველოს სავალდებულო ეროვნული საერთო სამიზნე მაჩვენებლების დადგენა და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის გამოყენების ღონისძიებები
  • 4განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა
  • 1კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 33¹ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 1კანონის მიზანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
33¹341173742630581064
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეფექტურობის შესა…შენობების ენერგოეფექტუ…ენერგეტიკისა და წყალმო…განახლებადი წყაროებიდა…განსაკუთრებული მნიშვნე…ენერგოეტიკეტირების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026