„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი
მუხლი 10. ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა
1. სამინისტრო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა.
2. ენერგოეფექტურობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს (მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს): ა) წინა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შედეგების ანალიზს; ბ) სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის პასუხისმგებელ პირებს; გ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებს, ენერგეტიკული და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შესაბამისად; დ) სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის საშუალებებს და ანგარიშგების გეგმას; ე) ღონისძიებების დაფინანსების წყაროებს.
