საქართველოს ტყის კოდექსი

მუხლი 30. წლიური სამოქმედო გეგმა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წლიური სამოქმედო გეგმა შემუშავდება ტყის მართვის გეგმის, ტყითსარგებლობის გეგმის ან/და ტყის სპეციალური გამოკვლევის შედეგების/მასალების საფუძველზე და დეტალურად აღწერს დაგეგმილ, წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.

2.წლიური სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) დაგეგმილ ღონისძიებათა განხორციელების ტერიტორიის მდებარეობისა და ფართობის შესახებ; ბ) სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მოცულობისა და განხორციელების მეთოდების შესახებ; გ) დაგეგმილ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებების/საქმიანობის სახეებისა და მოცულობის შესახებ.

3.წლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე ტყითმოსარგებლეს ეკრძალება ტყის ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის (გარდა ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისა) გამოყენება.

4.კერძო საკუთრების ტყის შემთხვევაში წლიურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს კერძო მესაკუთრე. სახელმწიფო ტყის ან მუნიციპალური ტყის შემთხვევაში წლიურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო. თავი IV ტყით საერთო სარგებლობა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წლიური სამოქმედო გეგმა შემუშავდება ტყის მართვის გეგმის, ტყითსარგებლობის გეგმის ან/და ტყის სპეციალური გამოკვლევის შედეგების/მასალების საფუძველზე და დეტალურად აღწერს დაგეგმილ, წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებს. 2. წლიური სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) დაგეგმილ ღონისძიებათა განხორციელების ტერიტორიის მდებარეობისა და ფართობის შესახებ; ბ) სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მოცულობისა და განხორციელების მეთოდების შესახებ; გ) დაგეგმილ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებების/საქმიანობის სახეებისა და მოცულობის შესახებ. 3. წლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე ტყითმოსარგებლეს ეკრძალება ტყის ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის (გარდა ამ კოდექსის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისა) გამოყენება. 4. კერძო საკუთრების ტყის შემთხვევაში წლიურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს კერძო მესაკუთრე. სახელმწიფო ტყის ან მუნიციპალური ტყის შემთხვევაში წლიურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო. თავი IV ტყით საერთო სარგებლობა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 მაი. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44²661515513106840555743630
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ტყის კოდექ…ენერგოეფექტურობის შესა…საჯარო შესყიდვების შეს…დაცული ტერიტორიების სი…სატყეო მეურნეობის მართ…გარემოსდაცვითი შეფასებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა