ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 7. სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან, კომისიასთან და სხვა შესაბამის მხარეებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სახელმწიფოს ენერგეტიკულ პოლიტიკას სულ მცირე 10-წლიანი პერიოდისთვის და საქართველოს პარლამენტის მიერ სათანადო წესით დამტკიცებისა და გამოქვეყნების შემდეგ უზრუნველყოფს მის განხორციელებას.

2.სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები: ა) მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი პერიოდებისთვის შემუშავებული სტრატეგია და პრიორიტეტები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო გადაცემის) და განაწილების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო გადაცემის), განაწილების, შენახვის და გათხევადებულ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული საქმიანობის სტრატეგიული განვითარება; ბ) ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მიწოდებას; გ) ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ენერგეტიკული სიღარიბის ეტაპობრივ დაძლევას; დ) ენერგეტიკული სექტორისა და ენერგეტიკული საქმიანობის განვითარების გზით მიწოდებისა და მოთხოვნის გრძელვადიანი დაბალანსების დაგეგმვა, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ტენდენციების გათვალისწინებით; ე) ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული პირველადი ენერგიის წყაროების, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის იმპორტის წყაროების, მარშრუტებისა და მიმწოდებლების დივერსიფიკაციის მექანიზმები; ვ) ეკონომიკურად ეფექტიან და მდგრად პირობებში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდის ან გაუმჯობესების საშუალებები; ზ) ზომები, რომელთა მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება ასეთი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების მიზნით, ისევე, როგორც ნებისმიერი წამახალისებელი ზომა ან მხარდამჭერი მექანიზმი, რომელიც გამოიყენება განახლებადი ენერგიის წყაროების წასახალისებლად; თ) ზომები, მათ შორის, მათთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მხარდამჭერი მექანიზმები, რომლებიც ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად; ი) ენერგეტიკული საქმიანობის, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებები; კ) ენერგეტიკული საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების, აგრეთვე მათი მდგრადი განვითარების საკითხები საქართველოს გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად; ლ) ენერგეტიკული სექტორის ყველა მონაწილის, მათ შორის, მოწყვლადი მომხმარებლების, უფლებებისა და ინტერესების დაცვის ღონისძიებები; მ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურაში, ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურაში, აგრეთვე შესაბამის შემთხვევებში – ბუნებრივი გაზის წარმოების, შენახვისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებში ინვესტიციების წახალისებისა და მოზიდვის ღონისძიებები, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინოვაციური, გარემოსთვის უსაფრთხო და „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების დანერგვა; ნ) ენერგეტიკულ საქმიანობაში კონკურენციის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და სამართლებრივი სიცხადის ხელშემწყობი ზომები; ო) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო კვლევისა და განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდირება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა; პ) საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ანალიზები, პროგნოზები, მოსაზრებები და რეკომენდაციები.

3.სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ქვეყანაში გამოყენებულ ყველა ენერგეტიკულ რესურსს და მოიცავდეს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ, ინტეგრირებულ გეგმას, რომელიც მიმართული იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სოლიდარულობის, ენერგეტიკული ბაზრების, სათბურის გაზების ემისიების შემცირების, ენერგეტიკული სექტორის ინოვაციურობის, კონკურენტუნარიანობისა და ენერგიაზე მოთხოვნის მართვისკენ. ეროვნული გეგმა უნდა ითვალისწინებდეს თითოეული მიმართულების მიზნებს და აღწერდეს თითოეული მიზნის მისაღწევად აუცილებელ პოლიტიკას და მის განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებებს. ეროვნული გეგმა მტკიცდება სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტის შემადგენელი ნაწილის ან მისი დანართის სახით. ეროვნული გეგმა უნდა მომზადდეს და წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ გამოცემული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად. თავი IV. ენერგეტიკული საქმიანობის ორგანიზება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამინისტრო საქართველოს მთავრობასთან, კომისიასთან და სხვა შესაბამის მხარეებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სახელმწიფოს ენერგეტიკულ პოლიტიკას სულ მცირე 10-წლიანი პერიოდისთვის და საქართველოს პარლამენტის მიერ სათანადო წესით დამტკიცებისა და გამოქვეყნების შემდეგ უზრუნველყოფს მის განხორციელებას. 2. სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები: ა) მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი პერიოდებისთვის შემუშავებული სტრატეგია და პრიორიტეტები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო გადაცემის) და განაწილების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო გადაცემის), განაწილების, შენახვის და გათხევადებულ ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული საქმიანობის სტრატეგიული განვითარება; ბ) ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და საიმედო მიწოდებას; გ) ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და საქმიანობის განმახორციელებელი მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ფიზიკურ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ენერგეტიკული სიღარიბის ეტაპობრივ დაძლევას; დ) ენერგეტიკული სექტორისა და ენერგეტიკული საქმიანობის განვითარების გზით მიწოდებისა და მოთხოვნის გრძელვადიანი დაბალანსების დაგეგმვა, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ტენდენციების გათვალისწინებით; ე) ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული პირველადი ენერგიის წყაროების, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის იმპორტის წყაროების, მარშრუტებისა და მიმწოდებლების დივერსიფიკაციის მექანიზმები; ვ) ეკონომიკურად ეფექტიან და მდგრად პირობებში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობების გაზრდის ან გაუმჯობესების საშუალებები; ზ) ზომები, რომელთა მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება ასეთი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების მიზნით, ისევე, როგორც ნებისმიერი წამახალისებელი ზომა ან მხარდამჭერი მექანიზმი, რომელიც გამოიყენება განახლებადი ენერგიის წყაროების წასახალისებლად; თ) ზომები, მათ შორის, მათთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მხარდამჭერი მექანიზმები, რომლებიც ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად; ი) ენერგეტიკული საქმიანობის, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების ეფექტიანობის გაზრდის ღონისძიებები; კ) ენერგეტიკული საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების, აგრეთვე მათი მდგრადი განვითარების საკითხები საქართველოს გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად; ლ) ენერგეტიკული სექტორის ყველა მონაწილის, მათ შორის, მოწყვლადი მომხმარებლების, უფლებებისა და ინტერესების დაცვის ღონისძიებები; მ) ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურაში, ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურაში, აგრეთვე შესაბამის შემთხვევებში – ბუნებრივი გაზის წარმოების, შენახვისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებში ინვესტიციების წახალისებისა და მოზიდვის ღონისძიებები, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში ინოვაციური, გარემოსთვის უსაფრთხო და „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების დანერგვა; ნ) ენერგეტიკულ საქმიანობაში კონკურენციის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და სამართლებრივი სიცხადის ხელშემწყობი ზომები; ო) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო კვლევისა და განათლების ხელშემწყობი ღონისძიებები, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდირება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა; პ) საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ანალიზები, პროგნოზები, მოსაზრებები და რეკომენდაციები. 3. სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ქვეყანაში გამოყენებულ ყველა ენერგეტიკულ რესურსს და მოიცავდეს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ, ინტეგრირებულ გეგმას, რომელიც მიმართული იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სოლიდარულობის, ენერგეტიკული ბაზრების, სათბურის გაზების ემისიების შემცირების, ენერგეტიკული სექტორის ინოვაციურობის, კონკურენტუნარიანობისა და ენერგიაზე მოთხოვნის მართვისკენ. ეროვნული გეგმა უნდა ითვალისწინებდეს თითოეული მიმართულების მიზნებს და აღწერდეს თითოეული მიზნის მისაღწევად აუცილებელ პოლიტიკას და მის განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებებს. ეროვნული გეგმა მტკიცდება სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტის შემადგენელი ნაწილის ან მისი დანართის სახით. ეროვნული გეგმა უნდა მომზადდეს და წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს რეკომენდაციისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერ გამოცემული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად. თავი IV. ენერგეტიკული საქმიანობის ორგანიზება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5¹9432019531321349341228147
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…განახლებადი წყაროებიდა…საქართველოს რესპუბლიკი…მეცნიერების, ტექნოლოგი…ეროვნული უსაფრთხოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა