შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

მუხლი 14. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვებთან თანასწორ და სრულყოფილ მონაწილეობას უშუალოდ ან თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე შერჩეული წარმომადგენლის მეშვეობით, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ხმა მისცენ და არჩეულ იქნენ სხვებთან თანასწორად.

2.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უფლება აქვს ხელი მიუწვდებოდეს საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის საჭირო საჯარო ინფორმაციაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საარჩევნო უფლების დაუბრკოლებლად რეალიზებისთვის საჭირო პირობების შექმნის საკითხი წესრიგდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით.

3.სახელმწიფო აღიარებს ქართულ ჟესტურ ენას. ქართული ჟესტური ენა არის საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალება, რომელიც მთლიანად მხედველობას ეყრდნობა. სახელმწიფო ცნობს ქართულ ჟესტურ ენას ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებად, ასევე ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისათვის განათლების მიღების ერთ-ერთ საშუალებად და უზრუნველყოფს მისი გამოყენებისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნას.

4.სახელმწიფო ხელს უწყობს ისეთი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების საქმიანობას, რომელთა ძირითადი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება და დაცვა, აგრეთვე რომელთა მმართველობის პროცესში ჩართულ პირთა უმრავლესობას წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან/და მათი კანონიერი წარმომადგენლები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვებთან თანასწორ და სრულყოფილ მონაწილეობას უშუალოდ ან თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე შერჩეული წარმომადგენლის მეშვეობით, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ხმა მისცენ და არჩეულ იქნენ სხვებთან თანასწორად. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უფლება აქვს ხელი მიუწვდებოდეს საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის საჭირო საჯარო ინფორმაციაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საარჩევნო უფლების დაუბრკოლებლად რეალიზებისთვის საჭირო პირობების შექმნის საკითხი წესრიგდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით. 3. სახელმწიფო აღიარებს ქართულ ჟესტურ ენას. ქართული ჟესტური ენა არის საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალება, რომელიც მთლიანად მხედველობას ეყრდნობა. სახელმწიფო ცნობს ქართულ ჟესტურ ენას ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებად, ასევე ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისათვის განათლების მიღების ერთ-ერთ საშუალებად და უზრუნველყოფს მისი გამოყენებისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნას. 4. სახელმწიფო ხელს უწყობს ისეთი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების საქმიანობას, რომელთა ძირითადი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება და დაცვა, აგრეთვე რომელთა მმართველობის პროცესში ჩართულ პირთა უმრავლესობას წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან/და მათი კანონიერი წარმომადგენლები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111833117693416173414
მნიშვნელობით ახლოსშეზღუდული შესაძლებლობი…სახელმწიფო ენის შესახე…სიტყვისა და გამოხატვის…კულტურის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…სპორტის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა