Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

სპეციალისტთა კატალოგი

სისხლის სამართალი ადვოკატისისხლის სამართალი იურისტისამოქალაქო სამართალი ადვოკატისამოქალაქო სამართალი იურისტიკორპორაციული და კომერციული სამართალი ადვოკატიკორპორაციული და კომერციული სამართალი იურისტიშრომის სამართალი ადვოკატიშრომის სამართალი იურისტისაგადასახადო სამართალი ადვოკატისაგადასახადო სამართალი იურისტიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატიდავების გადაწყვეტა და სასამართლო წარმომადგენლობა იურისტი

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებმუხლი 4

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

მუხლი 4. დამოუკიდებელი ცხოვრება

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 31 მარ. 2026
თემები:ადამიანის უფლებათა სამართალიკომპენსაცია და შეღავათებიპოლიტიკის შემუშავებაპაციენტის უფლებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მის სრულყოფილ მონაწილეობას სხვებთან თანასწორად, აგრეთვე სხვადასხვა სახის მხარდამჭერი მომსახურების და საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტების, ასევე კომუნიკაციის საშუალებების ხელმისაწვდომობას, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი სრულყოფილი მონაწილეობისათვის აუცილებელია. კომუნიკაცია მოიცავს: ენას, აფიშირებულ ტექსტს, ბრაილს, ტაქტილურ კომუნიკაციას, მსხვილ შრიფტს, ხელმისაწვდომ მულტიმედიას, აგრეთვე წერით საშუალებას ან აუდიოსაშუალებას, გამარტივებულ ენას, წამკითხველ პირს, კომუნიკაციის გამაძლიერებელ და ალტერნატიულ მეთოდებს, საშუალებებსა და ფორმატებს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების ჩათვლით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას, უფლებამოსილია დაამუშაოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პერსონალური მონაცემები და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემები გადასცეს სხვა პირს/ორგანიზაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ შესაბამისი სარგებლის მისაღებად.

3.სახელმწიფო აღიარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებას, თავად შეარჩიოს საცხოვრებელი ადგილი. აკრძალულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის იძულება, ცხოვრობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, თუ ეს განპირობებული არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებლობით ან/და პენიტენციური სისტემის სპეციფიკით.

4.სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა და აკრძალულია მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, კორესპონდენციასა და სხვაგვარ კომუნიკაციაში თვითნებური ან უკანონო ჩარევა.

5.სახელმწიფო ხელს უწყობს უფლებამოსილი ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო სერვისების, სტანდარტებისა და რეგულაციების შემუშავებასა და დანერგვას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) პრაქტიკული ბარიერების, წინააღმდეგობებისა და სტერეოტიპების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელ ცხოვრებას; ბ) პერსონალური ასისტენტის სერვისით სარგებლობა; გ) დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო დამხმარე საშუალებებით სარგებლობა; დ) დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით, მხარდაჭერითა და კონსულტაციით სარგებლობა; ე) ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, სპორტულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა სხვებთან თანაბარ პირობებში; ვ) ფიზიკური გარემოს, შენობა-ნაგებობის, გზის, ტრანსპორტის, ინფორმაციის, საცხოვრებელი სახლის, სამედიცინო დაწესებულების, სამუშაო ადგილის, კომუნიკაციის ტექნოლოგიისა და სისტემის, საზოგადოებისათვის ღია ობიექტის, სასწრაფო-საავარიო და სხვა მომსახურების სხვებთან თანასწორი ხელმისაწვდომობა; ზ) საზოგადოებრივი ობიექტის, საჯარო დაწესებულების და სხვა მომსახურების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ხელმისაწვდომობის სტანდარტების და სახელმძღვანელო ორიენტირების დაცვა; თ) ამ კანონით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ასევე იმ პირთა მონაწილეობა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან და მათი პირობების გაუმჯობესებასთან.

წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პირადი ტექნიკის გამოყენების წესი (BYOD)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შშმ პირთა კანონთან შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისერვისის გვერდი
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-31 · №8

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 16მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში
  • 14პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა
  • 1კანონის რეგულირების სფერო

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 34შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 15პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 46ბავშვის სოციალური დაცვის უფლება
  • 27ბავშვის მხარდაჭერა მისი მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენციის მიზნით

სპორტის შესახებ

  • 15სპორტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
  • 3საქართველოს მოქალაქეთა უფლებების სახელმწიფო გარანტიები სპორტის სფეროში

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 85შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის შენობა-ნაგებობისა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველყოფა

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 19საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფა

კულტურის შესახებ

  • 18სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია კულტურის სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19151815385462716141344
მნიშვნელობით ახლოსშეზღუდული შესაძლებლობი…დასაქმების ხელშეწყობის…საქართველოს კონსტიტუცი…ბავშვის უფლებათა კოდექ…სპორტის შესახებსაქართველოს სივრცის და…

ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო