Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებმუხლი 36¹

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

მუხლი 36¹. ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტის ვალდებულებები თავიანთი ვებსაიტებისა და აპლიკაციების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2027

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.ადმინისტრაციული ორგანო და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტი ვალდებული არიან უზრუნველყონ თავიანთი ვებსაიტებისა და აპლიკაციების ხელმისაწვდომობა. ამ მუხლით დადგენილი წესი ვრცელდება აგრეთვე იმ ვებსაიტზე, რომელიც ექსკლუზიურად პირთა შეზღუდული წრისთვისაა განკუთვნილი და ხელმისაწვდომია ინტრანეტის ან ექსტრანეტის მეშვეობით.

2.ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები ვრცელდება: ა) იმ კერძო სამართლის სუბიექტის ვებსაიტსა და აპლიკაციაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს: ა.ა) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადი, უმაღლესი ან პროფესიული განათლების მომსახურებას; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებას (სამედიცინო დაწესებულება) ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განკუთვნილ სოციალური დაცვის პროგრამას; ა.გ) სადაზღვევო მომსახურებას (მზღვეველი); ა.დ) საბანკო საქმიანობას (კომერციული ბანკი, მიკრობანკი) ან მიკროსაფინანსო საქმიანობას (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია); ა.ე) კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზით, წყალმომარაგებით) ან ინტერნეტქსელით მომსახურების საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდებას (ელექტროენერგიის მიმწოდებელი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი, წყალმომარაგების ლიცენზიატი, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია); ა.ვ) ავტოსატრანსპორტო, საჰაერო, საზღვაო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანას; ბ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ ვებსაიტსა და აპლიკაციაზე, რომელთა საშუალებითაც იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს: ბ.ა) სურსათის საცალო რეალიზაციას (ბიზნესოპერატორი); ბ.ბ) ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაციას (ავტორიზებული აფთიაქი, აფთიაქი, საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალი ან დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტი ფიზიკური პირი); ბ.გ) საფოსტო/საკურიერო მომსახურებას; ბ.დ) მესამე პირის მიერ პირთა განუსაზღვრელი წრისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადებების (მოწვევა ოფერტზე) თავმოყრასა და გავრცელებას.

3.ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვებსაიტებსა და აპლიკაციებზე.

4.ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის სუბიექტის იმ ვებსაიტებსა და აპლიკაციებზე, რომლებიც გამოქვეყნდა (ხელმისაწვდომი გახდა) 2027 წლის 1 სექტემბრამდე და რომელთა ინფორმაციული განახლება 2027 წლის 1 სექტემბრის შემდეგ არ ხორციელდება. ვებსაიტის ან აპლიკაციის ინფორმაციული განახლების განხორციელებად არ ჩაითვლება მასზე/მასში განთავსებული მასალის ტექნიკური რედაქტირება.

5.ამ მუხლით დადგენილი წესი არ წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს და კერძო სამართლის სუბიექტის ვალდებულებას, ჰქონდეთ ვებსაიტები და აპლიკაციები.

6.ამ მუხლის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ ის კერძო სამართლის სუბიექტი, რომელიც ამ მუხლში მითითებული არ არის, თავისუფლდება თავისი პროდუქტის, გარემოს, სწავლების, პროგრამის ან/და მომსახურების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად შექმნის ან/და ადაპტირების ამ კანონით განსაზღვრული ზოგადი ვალდებულებისგან.

7.ადმინისტრაციული ორგანოს და კერძო სამართლის სუბიექტის მიერ თავიანთი ვებსაიტებისა და აპლიკაციების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობა დისკრიმინაციად ჩაითვლება. შესაბამისი პირი უფლებამოსილია დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი საშუალებები.

8.საქართველოს მთავრობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ვებსაიტისა და აპლიკაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს, აგრეთვე განსაზღვრავს ვებსაიტისა და აპლიკაციის იმ მასალებს, რომლებზეც აღნიშნული რეგლამენტი არ გავრცელდება.

9.ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისას გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის სუბიექტისთვის პროპორციული ტვირთის დაკისრების პრინციპი. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 31 მარტის კანონი №1426 – ვებგვერდი, 03.04.2026წ. თავი IV გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 სექ. 2026 – 1 სექ. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 28 ივლ. 2020 – 18 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2027 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 3 აპრ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 36შემდეგი მუხლი 37

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №9

  • 1 ცვლილება · ბოლო 3 აპრ. 2026

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 21ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებები
  • 35მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 85ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი დახმარების გაწევის მოვალეობა
  • 12ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 26ადმინისტრაციული მონაცემების ხელმისაწვდომობა

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 31ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობები
  • 33ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 85¹ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 17დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით

გენდერული თანასწორობის შესახებ

  • 8საინფორმაციო რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობა

იურიდიული დახმარების შესახებ

  • 4³იურიდიული დახმარებით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 25სტატისტიკური მონაცემების და სხვა ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
85124³25885¹17313321352636¹
მნიშვნელობით ახლოსშეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს ზოგადი ადმ…ოფიციალური სტატისტიკის…გარემოსდაცვითი შეფასებ…ადგილობრივი თვითმმართვ…ადრეული და სკოლამდელი …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026