შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

მუხლი 35. მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშაონ და დანერგონ დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერისა და სოციალური ინკლუზიის პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყონ: ა) ადგილობრივ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში სრული მონაწილეობა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის მომსახურების გაცემა და აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება; ბ) კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შესაბამისი ღონისძიებების პროგრამების/პროექტების შემუშავების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა გადაწყვეტილების შემუშავებისა და მიღების ყველა ეტაპზე; გ) თავიანთ დაქვემდებარებაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საგანმანათლებლო პროგრამების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სავალდებულო ხელმისაწვდომობა.

2.მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები ვალდებული არიან: ა) ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან/და მათი კანონიერი წარმომადგენლები როგორც ორგანიზაციის წევრთა, ისე მმართველი/გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების წევრთა უმრავლესობას წარმოადგენენ და რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; ბ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ სათანადო ფუნქციების მქონე სხვა დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან ერთად ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების საინფორმაციო-საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისების დანერგვასა და განვითარებას.

3.მუნიციპალიტეტის ორგანოების/დაწესებულებების ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები (რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად არ არის მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები) არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებები, რომელთა შესრულებაზეც დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშაონ და დანერგონ დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერისა და სოციალური ინკლუზიის   პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყონ: ა) ადგილობრივ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში სრული მონაწილეობა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის მომსახურების გაცემა და აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება; ბ) კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შესაბამისი ღონისძიებების პროგრამების/პროექტების შემუშავების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა გადაწყვეტილების შემუშავებისა და მიღების ყველა ეტაპზე; გ) თავიანთ დაქვემდებარებაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საგანმანათლებლო პროგრამების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სავალდებულო ხელმისაწვდომობა. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები ვალდებული არიან: ა) ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან/და მათი კანონიერი წარმომადგენლები როგორც ორგანიზაციის წევრთა, ისე მმართველი/გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების წევრთა უმრავლესობას წარმოადგენენ და რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; ბ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ სათანადო ფუნქციების მქონე სხვა დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან ერთად ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების საინფორმაციო-საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისების დანერგვასა და განვითარებას. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოების/დაწესებულებების ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები (რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად არ არის მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები) არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებები, რომელთა შესრულებაზეც დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18138585¹1910569621415535
მნიშვნელობით ახლოსბავშვის უფლებათა კოდექ…შეზღუდული შესაძლებლობი…სოციალური მუშაობის შეს…დასაქმების ხელშეწყობის…ადგილობრივი თვითმმართვ…ადრეული და სკოლამდელი …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა