Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებმუხლი 36

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

მუხლი 36. კერძო სამართლის სუბიექტის კომპეტენცია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:პლატფორმის შესაბამისობატელემედიცინაSaaSSSI და ციფრული იდენტობასაგანმანათლებლო ტექნოლოგიებიადამიანის უფლებათა სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კერძო სამართლის სუბიექტი, მიუხედავად თავისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და საკუთრებისა, ვალდებულია გონივრული მისადაგების გათვალისწინებით უზრუნველყოს ამ კანონითა და ამ კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადგენილი სავალდებულო სტანდარტების/ნორმატივების დაცვა და შესრულება.

2.ამ მუხლით გათვალისწინებული სტანდარტები/ნორმატივები კერძო სამართლის სუბიექტის მაქსიმალური მონაწილეობით დგინდება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კერძო სამართლის სუბიექტი, მიუხედავად თავისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და საკუთრებისა, ვალდებულია გონივრული მისადაგების გათვალისწინებით უზრუნველყოს ამ კანონითა და ამ კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადგენილი სავალდებულო სტანდარტების/ნორმატივების დაცვა და შესრულება. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სტანდარტები/ნორმატივები კერძო სამართლის სუბიექტის მაქსიმალური მონაწილეობით დგინდება. [მუხლი 36 1 . ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტის ვალდებულებები თავიანთი ვებსაიტებისა და აპლიკაციების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად 1. ადმინისტრაციული ორგანო და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტი ვალდებული არიან უზრუნველყონ თავიანთი ვებსაიტებისა და აპლიკაციების ხელმისაწვდომობა. ამ მუხლით დადგენილი წესი ვრცელდება აგრეთვე იმ ვებსაიტზე, რომელიც ექსკლუზიურად პირთა შეზღუდული წრისთვისაა განკუთვნილი და ხელმისაწვდომია ინტრანეტის ან ექსტრანეტის მეშვეობით. 2. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები ვრცელდება: ა) იმ კერძო სამართლის სუბიექტის ვებსაიტსა და აპლიკაციაზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს: ა.ა) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადი, უმაღლესი ან პროფესიული განათლების მომსახურებას; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებას (სამედიცინო დაწესებულება) ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განკუთვნილ სოციალური დაცვის პროგრამას; ა.გ) სადაზღვევო მომსახურებას (მზღვეველი); ა.დ) საბანკო საქმიანობას (კომერციული ბანკი, მიკრობანკი) ან მიკროსაფინანსო საქმიანობას (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია); ა.ე) კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზით, წყალმომარაგებით) ან ინტერნეტქსელით მომსახურების საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდებას (ელექტროენერგიის მიმწოდებელი, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი, წყალმომარაგების ლიცენზიატი, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია); ა.ვ) ავტოსატრანსპორტო, საჰაერო, საზღვაო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანას; ბ) კერძო სამართლის სუბიექტის იმ ვებსაიტსა და აპლიკაციაზე, რომელთა საშუალებითაც იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს: ბ.ა) სურსათის საცალო რეალიზაციას (ბიზნესოპერატორი); ბ.ბ) ფარმაცევტული პროდუქტის საცალო რეალიზაციას (ავტორიზებული აფთიაქი, აფთიაქი, საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალი ან დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტი ფიზიკური პირი); ბ.გ) საფოსტო/საკურიერო მომსახურებას; ბ.დ) მესამე პირის მიერ პირთა განუსაზღვრელი წრისთვის შეთავაზებული ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადებების (მოწვევა ოფერტზე) თავმოყრასა და გავრცელებას. 3. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის ვებსაიტებსა და აპლიკაციებზე. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის სუბიექტის იმ ვებსაიტებსა და აპლიკაციებზე, რომლებიც გამოქვეყნდა (ხელმისაწვდომი გახდა) 2027 წლის 1 სექტემბრამდე და რომელთა ინფორმაციული განახლება 2027 წლის 1 სექტემბრის შემდეგ არ ხორციელდება. ვებსაიტის ან აპლიკაციის ინფორმაციული განახლების განხორციელებად არ ჩაითვლება მასზე/მასში განთავსებული მასალის ტექნიკური რედაქტირება. 5. ამ მუხლით დადგენილი წესი არ წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს და კერძო სამართლის სუბიექტის ვალდებულებას, ჰქონდეთ ვებსაიტები და აპლიკაციები. 6. ამ მუხლის არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ ის კერძო სამართლის სუბიექტი, რომელიც ამ მუხლში მითითებული არ არის, თავისუფლდება თავისი პროდუქტის, გარემოს, სწავლების, პროგრამის ან/და მომსახურების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად შექმნის ან/და ადაპტირების ამ კანონით განსაზღვრული ზოგადი ვალდებულებისგან. 7. ადმინისტრაციული ორგანოს და კერძო სამართლის სუბიექტის მიერ თავიანთი ვებსაიტებისა და აპლიკაციების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულების შეუსრულებლობა დისკრიმინაციად ჩაითვლება. შესაბამისი პირი უფლებამოსილია დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი საშუალებები. 8. საქართველოს მთავრობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ვებსაიტისა და აპლიკაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს, აგრეთვე განსაზღვრავს ვებსაიტისა და აპლიკაციის იმ მასალებს, რომლებზეც აღნიშნული რეგლამენტი არ გავრცელდება. 9. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისას გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის სუბიექტისთვის პროპორციული ტვირთის დაკისრების პრინციპი. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 31 მარტის კანონი №1426 – ვებგვერდი, 03.04.2026წ. თავი IV გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 სექ. 2026 – 1 სექ. 2027 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 35შემდეგი მუხლი 36¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბლოკჩეინის სამართლებრივი ჩარჩო2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სუბიექტის წვდომის მოთხოვნები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ციფრული იდენტობის (SSI) სამართლებრივი ჩარჩო2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტერნეტის რეგულაციები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №9

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს შრომის… 23მუხლი 37

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 36¹ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის ზოგიერთი სუბიექტის ვალდებულებები თავიანთი ვებსაიტებისა და აპლიკაციების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 8კერძო სამართლის სუბიექტები
  • 319ხელშეკრულების თავისუფლება. ხელშეკრულების დადების ვალდებულება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 23მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის ვალდებულება

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 2კანონის რეგულირების სფერო

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ

  • 6წესდების (დებულების) შინაარსი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 11იმ პირთა უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დახმარებას უწევენ სამსახურს

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 57კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 1კანონის რეგულირების სფერო

ქონების ლეგალიზების შესახებ

  • 2სახელმწიფო, როგორც კერძო საკუთრების უფლების დაცვის გარანტი

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 1

ზოგადი განათლების შესახებ

  • 33²კერძო სკოლის უფლება-მოვალეობები მოსწავლის მიმართ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61233²831911231573736¹22336
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს შრომის კოდ…შეზღუდული შესაძლებლობი…საქართველოს სამოქალაქო…პერსონალურ მონაცემთა დ…მომხმარებლის უფლებების…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026