დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 29. შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით პერიოდულად, არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ, ხორციელდება შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა.

2.შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული ჯგუფები, აგრეთვე შესწავლილი უნდა იქნეს ის უნარები, რომლებსაც დამსაქ­მე­ბე­ლი მოითხოვს და რომლებიც, შესაბამისად, უნდა ჰქონდეს სამუშაოს მაძიებელს შრომის ბაზარზე დასაქმების მაღალი შესაძლებლობის მოსაპოვებლად.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევაში დამსაქმებლის მონაწილეობა სავალდებულოა.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კვლევის ინსტრუმენტს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებით, კვლევის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე. ამასთანავე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არჩევს აღნიშნული კვლევის პოტენციურ განმახორციელებელს.

5.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სააგენტოს მონაწილეობით ახორციელებს შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის შედეგების ანალიზს და უზრუნველყოფს ამ კვლევის შედეგების საჯაროობასა და დაინტერესებული მხარეებისთვის ხელმისაწვდომობას. შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის შედეგები გათვალისწინებული უნდა იქნეს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის დაგეგმვისას და განხორციელებისას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით პერიოდულად, არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ, ხორციელდება შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა. 2. შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული ჯგუფები, აგრეთვე შესწავლილი უნდა იქნეს ის უნარები, რომლებსაც დამსაქ­მე­ბე­ლი მოითხოვს და რომლებიც, შესაბამისად, უნდა ჰქონდეს სამუშაოს მაძიებელს შრომის ბაზარზე დასაქმების მაღალი შესაძლებლობის მოსაპოვებლად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევაში დამსაქმებლის მონაწილეობა სავალდებულოა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კვლევის ინსტრუმენტს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმებით, კვლევის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე. ამასთანავე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არჩევს აღნიშნული კვლევის პოტენციურ განმახორციელებელს. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სააგენტოს მონაწილეობით ახორციელებს შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის შედეგების ანალიზს და უზრუნველყოფს ამ კვლევის შედეგების საჯაროობასა და დაინტერესებული მხარეებისთვის ხელმისაწვდომობას. შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის შედეგები გათვალისწინებული უნდა იქნეს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის დაგეგმვისას და განხორციელებისას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 21 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63268¹541144534310462117229
მნიშვნელობით ახლოსდასაქმების ხელშეწყობის…საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს პარლამენტი…საჯარო სამსახურის შესა…სამედიცინო-სოციალური ე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა