შრომის ინსპექციის შესახებ

მუხლი 10. მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.მთავარი შრომის ინსპექტორი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, მრჩეველთა საბჭოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შესახებ.

2.მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს: ა) შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა მარეგულირებელი ნორმების მიმოხილვას; ბ) შრომის ინსპექციის სამსახურის სამომავლო ხედვასა და სტრატეგიას; გ) შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციას; დ) ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებული სამუშაო ადგილების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს; ე) ინსპექტირების მიზნით განხორციელებული ვიზიტების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს; ვ) გამოვლენილი დარღვევებისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის ზომების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს; ზ) უბედური შემთხვევების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს; თ) პროფესიული დაავადებების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს.

3.მთავარი შრომის ინსპექტორის წლიური ანგარიში საჯარო ინფორმაციაა.

4.მთავარი შრომის ინსპექტორის წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. თავი IV შრომის ინსპექტორის სტატუსი, საქმიანობის ფარგლები და სამართლებრივი გარანტიები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 15 დეკ. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
492224687781474816516816410
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…შრომის ინსპექციის შესა…პერსონალურ მონაცემთა დ…საქართველოს სახალხო და…პროკურატურის შესახებსახელმწიფო შიდა ფინანს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა