სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

მუხლი 8¹. ბაზრის კვლევა

რედაქცია №102 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებლად ახორციელებს ბაზრის კვლევას. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია რჩევის მისაღებად დამოუკიდებელ ექსპერტს, ორგანიზაციას ან/და პოტენციურ მიმწოდებელს მიმართოს, აგრეთვე შეაგროვოს საჭირო ინფორმაცია. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ბაზრის კვლევის განხორციელების პერიოდში მიღებული რჩევებისა და ინფორმაციის გამოყენებით არ დაირღვეს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კანონის მიზნები.

2.შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს აგრეთვე ბაზრის პირველადი კვლევა წლიური გეგმის შესამუშავებლად.

3.შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

4.ცენტრალური შემსყიდველი ორგანო კონსოლიდირებული ტენდერის მოსამზადებლად ახორციელებს ბაზრის კვლევას. აღნიშნული ბაზრის კვლევის განხორციელების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

5.ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 დეკ. 2026). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №95 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან · იცვლება 1 დეკ. 2026-დან

1. შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებლად ახორციელებს ბაზრის კვლევას. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია რჩევის მისაღებად დამოუკიდებელ ექსპერტს, ორგანიზაციას ან/და პოტენციურ მიმწოდებელს მიმართოს, აგრეთვე შეაგროვოს საჭირო ინფორმაცია. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ბაზრის კვლევის განხორციელების პერიოდში მიღებული რჩევებისა და ინფორმაციის გამოყენებით არ დაირღვეს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კანონის მიზნები. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს აგრეთვე ბაზრის პირველადი კვლევა წლიური გეგმის შესამუშავებლად. 3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. [ 4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო კონსოლიდირებული ტენდერის მოსამზადებლად ახორციელებს ბაზრის კვლევას. აღნიშნული ბაზრის კვლევის განხორციელების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)] 5. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 მაი. 2005 – 1 ივნ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 17 ნოე. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
165¹⁵2722¹932321544643938¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…ვაჭრობაში ანტიდემპინგუ…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს ადმინისტრა…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №102 · ბოლოს შემოწმდა