დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 53. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევისა და ანალიზის ფარგლებში, დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის მიხედვით იკვლევს პროფესიულ ჯგუფებს და დაინტერესებული უწყებებისთვის შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებს. აღნიშნული კვლევის ზუსტი თემატიკა საჭიროებიდან გამომდინარე, უწყებათა ფართო ჩართულობით განისაზღვრება.

2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და გაცვლის და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების მართვისა და განვითარების მიზნით.

3.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში იმგვარი საინვესტიციო რესურსის შემოტანის შემთხვევაში, რომელიც პირთა დასაქმებას ითვალისწინებს, მის შემომტანს აკავშირებს სააგენტოსთან ამ პირთა დასაქმებისთვის ან/და დასაქმების მიზნით სამუშაოს მაძიებლის მომზადებისთვის ან გადამზადებისთვის.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის კვლევისა და ანალიზის ფარგლებში, დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის მიხედვით იკვლევს პროფესიულ ჯგუფებს და დაინტერესებული უწყებებისთვის შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებს. აღნიშნული კვლევის ზუსტი თემატიკა საჭიროებიდან გამომდინარე, უწყებათა ფართო ჩართულობით განისაზღვრება. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო უწყებებთან შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიებისა და გაცვლის და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების მართვისა და განვითარების მიზნით. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოში იმგვარი საინვესტიციო რესურსის შემოტანის შემთხვევაში, რომელიც პირთა დასაქმებას ითვალისწინებს, მის შემომტანს აკავშირებს სააგენტოსთან ამ პირთა დასაქმებისთვის ან/და დასაქმების მიზნით სამუშაოს მაძიებლის მომზადებისთვის ან გადამზადებისთვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 21 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22682116281158512948141353
მითითებამნიშვნელობით ახლოსდასაქმების ხელშეწყობის…შეზღუდული შესაძლებლობი…პროფესიული განათლების …ადრეული და სკოლამდელი …საქართველოს რესპუბლიკი…შრომის უსაფრთხოების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა