დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 3. კანონის მიზნები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვდომობას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დებულებების განხორციელება: ა) სამუშაოს მაძიებელს ხელს შეუწყობს ისეთი სამუშაო ადგილის პოვნაში, რომელიც უზრუნველყოფს მის ღირსეულ ცხოვრებას, ასევე ხელს შეუწყობს კვალიფიკაციის შესაბამისად, სასურველი პირობებითა და ღირსეული შრომის ანაზღაურებით დასაქმებაში; ბ) ხელს შეუწყობს სამუშაოს მაძიებლისთვის მისი ინდივიდუალური უნარებისთვის, ცოდნისა და კომპეტენციისთვის მორგებული სამუშაო ადგილების შეთავაზებას; გ) ხელს შეუწყობს უმუშევრის უმუშევრობაზე მენტალური დამოკიდებულების შემცირებას და აამაღლებს მისი დასაქმების მოტივაციას; დ) სუბსიდირებით, კვალიფიკაციის ამაღლებით, ხარისხიანი განათლებითა და სხვა ღონისძიებებით ხელს შეუწყობს სახელმწიფოში უმუშევრობის დონის შემცირებას და სოციალური კეთილდღეობის გაზრდას.

3.ამ კანონის მიზანია აგრეთვე დასაქმების ხელშეწყობის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს: ა) დასაქმების მიზნით შრომის ბაზარზე საშუამავლო საქმიანობის განხორციელებას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის მისაღწევად; ბ) დამსაქმებლისთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე სამუშაოს მაძიებლის მოძიებას; გ) სამუშაოს მაძიებლის სტიმულირებას დასაქმებისთვის (სამუშაოს მიღებისთვის ან თვითდასაქმებისთვის); დ) საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებისთვის მორგებული სამუშაო ძალის გაზრდას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებას, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვდომობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დებულებების განხორციელება: ა) სამუშაოს მაძიებელს ხელს შეუწყობს ისეთი სამუშაო ადგილის პოვნაში, რომელიც უზრუნველყოფს მის ღირსეულ ცხოვრებას, ასევე ხელს შეუწყობს კვალიფიკაციის შესაბამისად, სასურველი პირობებითა და ღირსეული შრომის ანაზღაურებით დასაქმებაში; ბ) ხელს შეუწყობს სამუშაოს მაძიებლისთვის მისი ინდივიდუალური უნარებისთვის, ცოდნისა და კომპეტენციისთვის მორგებული სამუშაო ადგილების შეთავაზებას; გ) ხელს შეუწყობს უმუშევრის უმუშევრობაზე მენტალური დამოკიდებულების შემცირებას და აამაღლებს მისი დასაქმების მოტივაციას; დ) სუბსიდირებით, კვალიფიკაციის ამაღლებით, ხარისხიანი განათლებითა და სხვა ღონისძიებებით ხელს შეუწყობს სახელმწიფოში უმუშევრობის დონის შემცირებას და სოციალური კეთილდღეობის გაზრდას. 3. ამ კანონის მიზანია აგრეთვე დასაქმების ხელშეწყობის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს: ა) დასაქმების მიზნით შრომის ბაზარზე საშუამავლო საქმიანობის განხორციელებას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსის მისაღწევად; ბ) დამსაქმებლისთვის შესაბამისი კომპეტენციის მქონე სამუშაოს მაძიებლის მოძიებას; გ) სამუშაოს მაძიებლის სტიმულირებას დასაქმებისთვის (სამუშაოს მიღებისთვის ან თვითდასაქმებისთვის); დ) საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებებისთვის მორგებული სამუშაო ძალის გაზრდას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 21 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2112211311123
მნიშვნელობით ახლოსსოციალური მუშაობის შეს…შრომის უსაფრთხოების შე…ინოვაციების შესახებსაერთაშორისო დაცვის შე…სამშენებლო საქმიანობის…გენდერული თანასწორობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა