Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადასაქმების ხელშეწყობის შესახებმუხლი 2

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 16 აპრ. 2025
თემები:შესაბამისობის ტრენინგიპოლიტიკის შემუშავებაგაფიცვაკოლექტიური მოლაპარაკებამრავალფეროვნება და ინკლუზიაშრომითი და დასაქმების დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დამსაქმებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო; ბ) დასაქმება − პირის მიერ ისეთი სამუშაოს, მათ შორის, დროებითი სამუშაოს, მიღება, რომელიც შეესაბამება მის განათლებას, მის მიერ გავლილ მოკლევადიან პროფესიულ საგანმანათლებლო კურსს ან/და მის პროფესიულ გამოცდილებას, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფიზიკურ შესაძლებლობებს, რომლებიც მას სამუშაოს შესასრულებლად მოეთხოვება; გ) დასაქმების კონსულტანტი − პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით დადგენილ ღონისძიებებს სამუშაოს მაძიებლის დასაქმებისა და პოტენციური დამსაქმებლისთვის სამუშაოს მაძიებლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით; დ) დასაქმების პოლიტიკა − დასაქმების ხელშეწყობის განვითარებისთვის აუცილებელი სტრუქტურების, ღონისძიებებისა და ქმედებების ერთობლიობა, რომელიც შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკას ეფუძნება; ე) დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიება − მომსახურებები, რომლებიც მიეწოდებათ სამუშაოს მაძიებელს და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა პირებს სამუშაოს მოძიებისა და პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად; მომსახურებები, რომლებიც მიეწოდება დამსაქმებელს შესაფერისი სამუშაოს შემსრულებელი სამუშაო ძალის მოძიებაში დახმარების გასაწევად; ვ) დასაქმებული – ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს; ზ) დაცული სამუშაო ადგილი – დამსაქმებლის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან (შემდგომ − სააგენტო) შეთანხმებით ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის არის ადაპტირებული; თ) ერთი ფანჯრის პრინციპი − დასაქმების ხელშეწყობის გამარტივებული, ერთიანი პროცედურა, რომლის დროსაც სამუშაოს მაძიებელი და დამსაქმებელი დასაქმების ხელშეწყობის ყველა სახელმწიფო მომსახურებას ერთიან სივრცეში იღებენ, რითაც იზოგება მატერიალური რესურსები და დრო; ი) კარიერის დაგეგმვა − პროცესი, რომელიც სამუშაოს მაძიებელს ხელს უწყობს, უკეთ დაგეგმოს პროფესიული მომავალი, დაეხმაროს მას, პიროვნული მახასიათებლების, ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით, აირჩიოს ან შეიცვალოს პროფესია; კ) კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი − პირი, რომელიც სამუშაოს მაძიებლისთვის ადგენს კარიერული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას და მუდმივად მუშაობს ამ გეგმის დახვეწასა და განვითარებაზე; ლ) კერძო სექტორი − კერძო სამართლის იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ან/და არასამეწარმეო, არამოგებიან საქმიანობას ახორციელებენ; მ) მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო კურსი − სამუშაოს მაძიებლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამუშაოს მაძიებლის შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში პროფესიული მომზადება და გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება მისი ფორმალური განათლების ან/და არაფორმალური განათლების ან/და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად; ნ) მოწყვლადი ჯგუფი − იმ პირთა ჯგუფი, რომლებსაც გარკვეული ფიზიკური, ფსიქიკური ან სოციალური მახასიათებლის გამო აქვთ სიღარიბისა და სოციალური სირთულეების მეტი რისკი, ვიდრე ქვეყნის ძირითად მოსახლეობას; ო) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი − დასაქმების კონსულტანტი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით დადგენილ ღონისძიებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით; პ) სააგენტო − ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო; ჟ) სამინისტრო − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; რ) სამუშაოს აქტიურად მოძიება − ანაზღაურებადი სამუშაოს პოვნის მიზნით პირის მიერ აქტიური და გამიზნული ქმედებების განხორციელება, მათ შორის, ვაკანტურ სამუშაო ადგილზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა; ს) სამუშაოს მაძიებელი − უმუშევარი ან დასაქმებული, რომელიც აქტიურად ეძებს სამუშაოს, შეუძლია მუშაობის დაწყება და რეგისტრირებულია სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში; ტ) სტაჟიორი − ფიზიკური პირი, რომელიც პროფესიული ზრდისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და განვითარების მიზნით დროებით, არაუმეტეს 6 თვის ვადით, მივლენილია შესაბამის სტაჟირების ადგილზე; უ) უმუშევარი − შრომისუნარიანი პირი 16 წლიდან საპენსიო ასაკამდე, რომელსაც სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაციის დროისთვის არ აქვს ანაზღაურებადი სამუშაო, ეძებს მას და მზად არის დასაქმდეს უახლოესი 2 კვირის განმავლობაში; ფ) შესაფერისი სამუშაო − ისეთი სამუშაო, მათ შორის, დროებითი სამუშაო, რომელიც შეესაბამება პირის განათლებას, პროფესიას, მის მიერ გავლილ მოკლევადიან პროფესიულ საგანმანათლებლო კურსს ან/და მის პროფესიულ გამოცდილებას, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფიზიკურ შესაძლებლობებს, რომლებიც მას სამუშაოს შესასრულებლად მოეთხოვება, ამასთანავე, სრულგანაკვეთიანი სამუშაოს შესრულებისთვის განსაზღვრული და დარიცხული შრომის ანაზღაურება იმ დროისთვის ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმს ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს; ქ) შრომითი მიგრაცია − ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობა მათი დაბრუნების პირობით და კვლავ წასვლის შესაძლებლობით; ღ) შრომის ბაზარზე საშუამავლო საქმიანობა − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის დაკავშირება; ყ) შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა − სხვადასხვა სფეროში სახელმწიფო ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის ფუნქციონირებას, მისი სტრუქტურის გაუმჯობესებას და შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსის შემცირებას შრომის ბაზრის მონაწილეთა ინდივიდუალური უნარების განვითარებით.

წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შრომის სიმპტომი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დისტანციური დასაქმების პოლიტიკის შემუშავება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • თანაბარი დასაქმება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დასაქმების უფლების დადასტურებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-04-16 · №5

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 3კანონის მიზნები
  • 18დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებები
  • 30დამსაქმებლის ხელშეწყობა

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 3შრომითი ურთიერთობის სუბიექტები

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

კონკურენციის შესახებ

  • 3კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 3—

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
333332233183032
მნიშვნელობით ახლოსშრომის უსაფრთხოების შე…შრომითი მიგრაციის შესა…საქართველოს შრომის კოდ…საჯარო სამსახურის შესა…შრომის ინსპექციის შესა…კონკურენციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 16 აპრ. 2025