საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 18 ივლ. 2016

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

მორის გიგაურიმია ზოიძედავით ელისაბედაშვილი

1.ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მოსარგებლე – პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) რეგისტრაცია – „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ.

28)ამოქმედებამდე არსებული წესით რეგისტრაცია (ჩაწერა) საცხოვრებელ ფართობში; გ) საცხოვრებელი სადგომი – საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი, მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ჩათვლით, იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც ის არის; დ) წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება – წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას; ე) საცხოვრებელი სადგომის ღირებულება – საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ფასი ამ კანონით გათვალისწინებული უფლების განხორციელების მომენტისათვის; ვ) კომპენსაცია – ფულადი თანხა, რომელიც გამოიანგარიშება საცხოვრებელი სადგომის ღირებულების შესაბამისი პროცენტის სახით. ამასთანავე, მოსარგებლის მიერ გადასახდელი კომპენსაციის დადგენისას საცხოვრებელი სადგომის ღირებულებას აკლდება მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და საცხოვრებელი სადგომის სხვა არსებითი გაუმჯობესების ღირებულება. მოსარგებლისათვის გადასახდელი კომპენსაციის დადგენისას საცხოვრებელი სადგომის ღირებულების (მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და საცხოვრებელი სადგომის სხვა არსებითი გაუმჯობესების ღირებულების გამოკლებით) შესაბამის პროცენტს ემატება მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ან/და საცხოვრებელი სადგომის სხვა არსებითი გაუმჯობესების ღირებულების სრული ოდენობა.

2.ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

1
  • №86002.12.2016კონსტიტუციური სარჩელი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა
სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 99

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1303-20182019-03-0723
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    რა წინაპირობებით შეუძლია მოსარგებლეს მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა?

    დავა შეეხებოდა გარდაცვლილად გამოცხადებული თანამესაკუთრის წილის უმკვიდროდ ცნობასა და მოსარგებლესთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა სპეციალური კანონის მოქმედების ფარგლები და მოსარგებლეობისა და უმკვიდრობის დადგენის წინაპირობები. სასამართლომ გაიზიარა, რომ გაუმიჯნავ თანასაკუთრებაში არსებულ სადგომში რეგისტრაციისა და კომუნალური გადასახადების გადახდის გათვალისწინებით მოსარჩელეს მეორე მესაკუთრის წილზეც ჰქონდა სარგებლობის უფლება. საკასაციო საჩივარი არსებითი განხილვის შედეგად არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    საკმარისია თუ არა საცხოვრებელ სადგომში ხანგრძლივი ცხოვრება და რეგისტრაცია სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლედ მისაჩნევად?

    დავა ეხებოდა საცხოვრებელი ბინის უმკვიდროდ ცნობასა და მისი მოსარჩელისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ბინაში ცხოვრება და რეგისტრაცია სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსის დასადგენად საკმარისი არ არის და მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მფლობელობის უფლების წარმოშობის შესაბამისი საფუძველი. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ქონების უმკვიდროდ ცნობის წინაპირობები გამოკვლეული არ იყო, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სპეციალური კანონის გამოუყენებლობის გამო ეს სარჩელის დაკმაყოფილებას ვერ განაპირობებდა. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და სსსკ 411-ის საფუძველზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

  • №ას-8-8-20182019-11-2726
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რომელი კანონი გამოიყენება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის შესახებ ადრე აღძრულ და ახალი კანონის ამოქმედებისას დაუმთავრებელ დავაზე?

    მესაკუთრე ითხოვდა მოსარგებლის მფლობელობის შეწყვეტას და საცხოვრებელი სადგომის გამოთავისუფლებას მისი საბაზრო ღირებულების ნაწილის კომპენსაციის სანაცვლოდ. დავის მთავარი საკითხი იყო, სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე ურთიერთობაზე უნდა გამოყენებულიყო 1998 წლის კანონი თუ მის ნაცვლად მიღებული 2016 წლის კანონი. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ახალი კანონის ამოქმედებისას ურთიერთობა დასრულებული არ იყო და მასზე ახალი კანონის გავრცელება ნამდვილ უკუძალას არ წარმოადგენდა. სასამართლომ საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა; საქმის წარმოების შეჩერების შუამდგომლობა ასევე არ დაკმაყოფილდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა უნდა დაამტკიცოს პირმა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობის გარიგებაზე დაფუძნებული მოსარგებლეობის დასადგენად?

    დავა შეეხებოდა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობასა და მოსარგებლისთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების დასადასტურებლად საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ერთად უნდა დასტურდებოდეს; მხოლოდ აბონენტად რეგისტრაცია და ფაქტობრივი ფლობა საკმარისი არ არის. მოსარჩელემ აუცილებელი წინაპირობები დაამტკიცა, დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირმა კი თავისი მეუღლის მოსარგებლეობა ვერ დაადასტურა. სასამართლომ სსსკ 411-ის საფუძველზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელის სარჩელი დააკმაყოფილა და მესამე პირის სარჩელს უარი უთხრა.

  • №ას-1502-20242025-04-1156
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა წინაპირობები უნდა არსებობდეს მესაკუთრის მიერ ნივთის მფლობელობიდან გამოსათხოვად?

    დავა ეხება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სადგომის მოპასუხეთა მფლობელობიდან გამოთხოვას. მოპასუხეები ამტკიცებდნენ, რომ სადგომით სპეციალური კანონით დაცული სარგებლობის უფლება ჰქონდათ. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების დასადასტურებლად კანონში ჩამოთვლილი ყველა გარემოების ერთდროულად არსებობა აუცილებელი არ არის და წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლივად უნდა შეფასდეს. სასამართლომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.

  • №ას-534-20242024-11-0818
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მოიცავს თუ არა სპეციალური კანონის მიზნებისთვის საცხოვრებელი სადგომი მოსარგებლის მიერ განხორციელებულ მიშენება-დაშენებას?

    დავა შეეხებოდა საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად და მოსარგებლის უფლებამონაცვლის მესაკუთრედ ცნობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სპეციალური კანონის მიზნებისთვის საცხოვრებელი სადგომი მოიცავს მოსარგებლის მიერ განხორციელებულ მიშენება-დაშენებასაც. სასამართლომ დადგენილი ფაქტები საკმარისად მიიჩნია, მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. სსსკ 411-ის საფუძველზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მათ შორის დაშენებული ფართების ნაწილში.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

ადვოკატი | მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

ხათუნა მაღლაკელიძე

ხათუნა მაღლაკელიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1223242 (და…22132 (და…2
მნიშვნელობით ახლოსაუცილებელი საზოგადოებრ…საქართველოს ოკუპირებულ…კანონიერი მოსარგებლეებ…საქართველოს მოქალაქეთა…საჯარო რეესტრის შესახე…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა