Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროფესიული განათლების შესახებმუხლი 22

პროფესიული განათლების შესახებ

მუხლი 22. სამინისტრო

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სასწავლო პროგრამაუმაღლესი განათლებასპეციალური განათლებაკინო და ტელევიზიასამეთვალყურეო საბჭოს კონსულტაციასაჯარო-კერძო პარტნიორობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამინისტრო პროფესიული განათლების სფეროში: ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას; ბ) უფლებამოსილია განახორციელოს დასანერგი მიდგომების/მოდელების პილოტირება, ამ მიზნით კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებისათვის გამოყოს დაფინანსება და პროფესიული განათლების სფეროში გამოსცეს, ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გარდა, სხვა სამართლებრივი აქტებიც, რომლებიც აღნიშნული პილოტირების ხელშეწყობის მიზნით სათანადო სამართლებრივ ურთიერთობებს შესაბამისი ვადით, განსხვავებულად აწესრიგებს; გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ამტკიცებს მათ წესდებებს და ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, აგრეთვე უფლებამოსილია მოახდინოს მათი შერწყმა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს; დ 1 ) ამტკიცებს მის მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტს და კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს; დ 2 ) უფლებამოსილია მის მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; დ 3 ) კონკურსის საფუძველზე 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მის მიერ დაფუძნებული კოლეჯის (გარდა კერძო სექტორთან სამინისტროს თანამონაწილეობით დაფუძნებული, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული კოლეჯისა) დირექტორს, სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორს; ე) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას; ვ) ამტკიცებს არაფორმალური განათლებისა და ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესებს; ზ)  ამტკიცებს  პროფესიული  განათლების სფეროში კრედიტების სისტემას; თ) ამტკიცებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესსა და პირობებს; ი) ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების, განვითარებისა და დამტკიცების წესს; კ) ამტკიცებს ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესსა და პირობებს, აგრეთვე გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესსა და პირობებს; ლ) ამტკიცებს სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების წესს; მ) ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს; ნ) ამტკიცებს პროფესიული მომზადების პროგრამასა და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს; ო) ამტკიცებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა  და მისი დანართის ფორმებს, აგრეთვე ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ფორმებს; პ) ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის მობილობის წესს; პ 1 ) ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესს; ჟ) ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს; რ) ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსს; ს) ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის  წესსა და პირობებს; ტ) ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს; უ) შეიმუშავებს პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციისა და ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების წესსა და პირობებს; ფ) ამტკიცებს იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. სამინისტრო უფლებამოსილია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; ქ) ამტკიცებს ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სტრატეგიას; ღ) ამტკიცებს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესსა და პირობებს; ღ 1 ) ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლებისა და დისტანციურად წარმართვის თაობაზე; ღ 2 ) ამტკიცებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესსა და პირობებს; ღ 3 )  ამტკიცებს  საქართველოს ოკუპირებულ  ტერიტორიებზე  მიღებული პროფესიული განათლების აღიარების წესს; ღ 4 ) ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების წესს; ყ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.სამინისტრო პროფესიული განათლების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით ქმნის იურიდიულ პირებს.

3.სამინისტრო უფლებამოსილია პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და განვითარებისათვის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებისათვის გამოყოს დაფინანსება.

4.სამინისტრო უფლებამოსილია განსაზღვროს ამ კანონის 21-ე მუხლითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების შემუშავებისა და სამინისტროსათვის წარდგენის უფლებამოსილების მქონე, სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირი/იურიდიული პირები. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6288 – ვებგვერდი, 15.06.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3662 - ვებგვერდი, 05.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4299 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №692 – ვებგვერდი, 26.06.2025წ. თავი IV. კოლეჯის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 26 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 26 ივნ. 2025

    22-ე მუხლის პირველ პუნქტში სამინისტროს უფლებამოსილებებს დაემატა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული პროფესიული განათლების აღიარების წესისა და მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების წესის დამტკიცება.

  2. 4 ივლ. 2024

    22-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „ღ²“ ქვეპუნქტი, რომელიც სამინისტროს ანიჭებს უფლებამოსილებას დაამტკიცოს პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესი და პირობები.

  3. 5 დეკ. 2023

    22-ე მუხლის პირველ პუნქტში დაემატა სამინისტროს უფლებამოსილებები კოლეჯის დირექტორის სტანდარტზე, შერჩევის კონკურსზე, საჩივრის განსხვავებულ ვადებზე, 5-წლიანი ვადით დანიშვნა-გათავისუფლებაზე (დ¹–დ³) და ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესზე (პ¹).

  4. 15 ივნ. 2020

    22-ე მუხლის პირველ პუნქტში დაემატა „ღ1“ ქვეპუნქტი, რომელიც სამინისტროს აკისრებს უფლებამოსილებას, ეპიდემიის/პანდემიის დროს გადაწყვიტოს სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლებისა და დისტანციურად წარმართვის საკითხი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დირექტორთა საბჭოს ტრენინგი და განათლება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ნიჭის მენეჯმენტი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროფესიული სასწავლებლის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგანმანათლებლო PPP სტრუქტურირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №13

  • 4 ცვლილება · ბოლო 26 ივნ. 2025
  • 6 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროფესიული განათლების შესახებ

  • 21საქართველოს მთავრობა
  • 23კოლეჯის დაფუძნება, მის მიერ სტატუსის მოპოვება და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება
  • 2პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები

პროფესიული განათლების შესახებ

  • 15საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
  • 14საქართველოს მთავრობა
  • 35პროფესიული განათლების დაფინანსება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

  • 2სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

ზოგადი განათლების შესახებ

  • 26სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
  • 27საქართველოს სამინისტროების უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 51სამინისტროს უფლებამოსილებები

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ

  • 5აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილება განათლების ხელშეწყობის სფეროში

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 20

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20215143526272123251522
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროფესიული განათლების …პროფესიული განათლების …საქართველოს განათლების…ზოგადი განათლების შესა…დასაქმების ხელშეწყობის…აჭარის ავტონომიურ რესპ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026