1.უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება იდება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადით. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, დასაშვებია უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების დადება ამ პუნქტით გათვალისწინებულზე უფრო მცირე ვადით.
1¹.თუ უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება დადებულია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადით და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ უნივერსალური მომსახურების მიწოდების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისრა იმავე მიმწოდებელს, უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება ჩაითვლება გაგრძელებულად შესაბამისი ვადით.
2.უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას, ამ წესების მე-8 მუხლით გათვალისწინებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად, შეიმუშავებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი და ამტკიცებს კომისია. უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

