1.წყალმომარაგების ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
2.ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება სასმელი წყლის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს მიმწოდებელისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა ან/და მოხმარების დროს.
3.ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს წყალმომარაგების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
4.მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
5.წყალმომარაგების ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6.მიმწოდებელს უფლება არ აქვს მომხარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
6¹.მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (24 საათის განმავლობაში). მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია წყალმომარაგების ლიცენზიატს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით (კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს). ასეთ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის გადაგზავნის მომენტიდან.
6².წყალმომარაგების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს მის მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს წყალმომარაგების ლიცენზიატის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით).
7.წყალმომარაგების ლიცენზიატმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ:
ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;
ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა ტექსტური შეტყობინებით (ამ მუხლის 7 2 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში).
7 1. წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება (თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი).
7².განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განაცხადის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე:
ა) აბონენტის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას);
ბ) აქტის შედგენის შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს;
გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს;
დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების ელექტრონულ მისამართს.
7 3 . წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე დასაბუთებული პასუხი გაგზავნილად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ განმცხადებელს სააბონენტო ბარათზე და განაცხადზე მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება დასაბუთებული პასუხის წერილის ბმულით.
7⁴.ამ მუხლის 7 3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატის წარმომადგენლის მიერ სათანადოდ გაფორმებული და ხელმოწერილი წერილი (დოკუმენტი), მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. ამასთან, შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ბმულზე განთავსებული წერილი (დოკუმენტი) განმცხადებელს ასევე უნდა მიაწოდოს მატერიალური ან სხვა მოთხოვნილი ფორმით ან/და საშუალებით.
8.მიმწოდებელი ვალდებულია შეიმუშაოს და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების, ამ წესების შესაბამისი, ტიპური ფორმები (მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით).
9.ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის;
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი – საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი.
9¹.ამ წესების მიზნებისათვის, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებელზე ვრცელდება საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე დადგენილი მოთხოვნები, მე-9 მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით .
10.(ამოღებულია).
11.ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №18 დადგენილება - სსმ III, №100, 17.08.2010 წ., მუხ.1509
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.03.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 30.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 20 ივნისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 24.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 02.12.2024წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წყალმომარაგების ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
2. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება სასმელი წყლის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს მიმწოდებელისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა ან/და მოხმარების დროს.
3. ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს წყალმომარაგების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
4. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის წყალმომარაგების, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
5. წყალმომარაგების ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6. მიმწოდებელს უფლება არ აქვს მომხარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
61. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (24 საათის განმავლობაში). მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია წყალმომარაგების ლიცენზიატს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით (კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს). ასეთ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების წყალმომარაგების ლიცენზიატისათვის გადაგზავნის მომენტიდან.
62. წყალმომარაგების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს მის მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს წყალმომარაგების ლიცენზიატის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით).
7. წყალმომარაგების ლიცენზიატმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ:
ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით;
ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა ტექსტური შეტყობინებით (ამ მუხლის 72პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში).
71.წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება (თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი).
72. განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განაცხადის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე:
ა) აბონენტის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას);
ბ) აქტის შედგენის შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს;
გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს;
დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების ელექტრონულ მისამართს.
73. წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე დასაბუთებული პასუხი გაგზავნილად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ განმცხადებელს სააბონენტო ბარათზე და განაცხადზე მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება დასაბუთებული პასუხის წერილის ბმულით.
74. ამ მუხლის 73პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატის წარმომადგენლის მიერ სათანადოდ გაფორმებული და ხელმოწერილი წერილი (დოკუმენტი), მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. ამასთან, შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ბმულზე განთავსებული წერილი (დოკუმენტი) განმცხადებელს ასევე უნდა მიაწოდოს მატერიალური ან სხვა მოთხოვნილი ფორმით ან/და საშუალებით.
8. მიმწოდებელი ვალდებულია შეიმუშაოს და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების, ამ წესების შესაბამისი, ტიპური ფორმები (მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით).
9. ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის;
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი – საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი.
91. ამ წესების მიზნებისათვის, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებელზე ვრცელდება საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე დადგენილი მოთხოვნები, მე-9 მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.
10. (ამოღებულია).
11. ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №18 დადგენილება - სსმ III, №100, 17.08.2010 წ., მუხ.1509
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 მარტის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 27.03.2012 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 27.07.2017 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 30.08.2018 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 20 ივნისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 24.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 02.12.2024წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №36 · ძალაშია 2 დეკ. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 სექ. 2019 – 1 იან. 2020ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2019
მე-7 პუნქტში განცხადებაზე პასუხის წესი დაიყო უარისა და დაკმაყოფილების შემთხვევებად, დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება კი ახალი 7² პუნქტით დეტალურად განისაზღვრა.
· გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016
მე-7 პუნქტში პასუხის ვადა ორი კვირიდან 10 სამუშაო დღედ შეიცვალა, ვალდებული სუბიექტი კი ლიცენზიატია, და გათვალისწინებულია აქტით დადასტურებული რეაგირების შემთხვევა. დაემატა მე-11 პუნქტი ვადების ათვლისა და სამუშაო დღის განმარტებით.
მე-3 მუხლს დაემატა 7¹ პუნქტი, რომლის მიხედვითაც პასუხი განაცხადის მიღების ფორმით იგზავნება, თუ განმცხადებელმა სხვა ფორმა არ მოითხოვა.