Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 103

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 103. მიწოდების წესები

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:SaaSკომერციული ხელშეკრულებებისტარტაპის იურიდიული მომსახურებათავდაცვის შესყიდვებიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაგანახლებადი ენერგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.მიმწოდებლისა და საბოლოო მომხმარებლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მიწოდების ხელშეკრულებით.

2.მიწოდების ხელშეკრულების დადებასა და მის შინაარსთან დაკავშირებულ დამატებით საკითხებს აწესრიგებს კომისია ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცებული მიწოდების წესებით, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ყველა მიმწოდებლისთვის. მიწოდების წესები მტკიცდება როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი გაზის სექტორისთვის.

3.მიწოდების ხელშეკრულების მოწესრიგების მიზნით მიწოდების წესებით განისაზღვრება: ა) მიწოდების ხელშეკრულების პირობების შეცვლის წესი; ბ) საბოლოო მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება; გ) მიწოდების ფასის გაზრდამდე მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების წესი; დ) მომსახურების ხელმისაწვდომობასა და მისით სარგებლობასთან დაკავშირებით მოქმედი ფასების, სტანდარტული ვადებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი; ე) საბოლოო მომხმარებლის ვალდებულება, საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი გახადოს მიწოდების ხელშეკრულებასთან, გაანგარიშებებთან ან ქვითართან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ფასები, მათი ცვლილების წესი და მოხმარების აღრიცხვის მონაცემები; ვ) მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად გაწეული მომსახურებისთვის საფასურის დარიცხვისა და გადახდის წესი.

4.მიმწოდებელი უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლისთვის შეთავაზებული მიწოდების ხელშეკრულების პირობების შესაბამისობას მიწოდების წესებთან. ხელშეკრულების პირობები ჩამოყალიბებული უნდა იყოს ნათლად, გასაგებად და არ უნდა შეიცავდეს მომხმარებლის უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ და არასახელშეკრულებო ბარიერებს, მათ შორის, არასაჭირო დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნას. მიმწოდებელი უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლის დაცვას გაყიდვის არასამართლიანი და შეცდომაში შემყვანი მეთოდებისგან.

5.მიმწოდებელი შეიმუშავებს და კომისიის მიერ დამტკიცების შემდეგ სათანადო ფორმით აქვეყნებს მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს. მიმწოდებელი ასევე აქვეყნებს მომსახურების ფასს ან შესაბამის შემთხვევაში რეგულირებულ ტარიფს.

6.მიწოდების წესები უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლის უფლებას: ა) დადოს მიმწოდებელთან ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს: ა.ა) მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ა.ბ) გასაწევ მომსახურებას და მის ხარისხს; ა.გ) მოქმედი ფასის ან შესაბამის შემთხვევაში რეგულირებული ტარიფის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიღების საშუალებებს; ა.დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ხელშეკრულებისა და მომსახურების ვადის გაგრძელებისა და მისი მოქმედების შეწყვეტის წესს, აგრეთვე ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების უფლებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ა.ე) კომპენსაციასა და თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებულ წესებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მომსახურება არ სრულდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ა.ვ) სადავო საკითხების განხილვის პროცედურების დაწყების წესს ამ კანონის 155-ე მუხლის შესაბამისად; ბ) მიიღოს წინასწარი შეტყობინება ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილების შესახებ, აგრეთვე მიიღოს ინფორმაცია მის უფლებაზე, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შეტყობინების მიღების შემდეგ. მიმწოდებელს ევალება, მიწოდების წესებით დადგენილ ვადაში წინასწარ და უშუალოდ აცნობოს მომხმარებელს გაზრდილი საფასურის შესახებ; გ) მიიღოს გამჭვირვალე ინფორმაცია ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის სექტორში არსებულ მომსახურებაზე დაშვებასა და ამ მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებით მოქმედი ფასის, ტარიფისა და ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესახებ; დ) ისარგებლოს პრეტენზიის განხილვის გამჭვირვალე, მარტივი და უფასო პროცედურით. ასეთი პროცედურა უნდა იძლეოდეს დავების სამართლიანი და დროული გადაწყვეტის შესაძლებლობას, შესაბამის შემთხვევაში ამ კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ან/და კომპენსაციის გამოყენებით; ე) მიიღოს ინფორმაცია განსაზღვრული ხარისხის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საჯაროდ გამოქვეყნებული ფასით ან რეგულირებული ტარიფით მიღებასთან დაკავშირებით საკუთარი უფლებების შესახებ.

7.მიწოდების ხელშეკრულების დებულებები უნდა იყოს სამართლიანი, ნათლად და არაორაზროვნად უნდა ადგენდეს მიმწოდებლისა და საბოლოო მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს. თუ მიწოდების ხელშეკრულება შუამავლის მეშვეობით არის დადებული, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია საბოლოო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ხელშეკრულების გაფორმებამდე.

8.დაუშვებელია, საბოლოო მომხმარებელს, რომელსაც სურს მიმწოდებლის შეცვლა,მიწოდების ხელშეკრულებით შეეზღუდოს მოქმედი მიწოდების ხელშეკრულების ვადამდე მოშლის უფლება ან დაუწესდეს დამატებითი ფინანსური ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმწოდებელსა და საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9.მიწოდების წესები შეიძლება ითვალისწინებდეს ასევე მომხმარებელთან და სისტემის ოპერატორთან მიმართებით მიმწოდებლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მოთხოვნებს, თუ აღნიშნული მოთხოვნები განსაზღვრული არ არის შესაბამის ქსელის წესებში.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მიმწოდებლისა და საბოლოო მომხმარებლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მიწოდების ხელშეკრულებით. 2. მიწოდების ხელშეკრულების დადებასა და მის შინაარსთან დაკავშირებულ დამატებით საკითხებს აწესრიგებს კომისია ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცებული მიწოდების წესებით, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ყველა მიმწოდებლისთვის. მიწოდების წესები მტკიცდება როგორც ელექტროენერგიის, ისე ბუნებრივი გაზის სექტორისთვის. 3. მიწოდების ხელშეკრულების მოწესრიგების მიზნით მიწოდების წესებით განისაზღვრება: ა) მიწოდების ხელშეკრულების პირობების შეცვლის წესი; ბ) საბოლოო მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება; გ) მიწოდების ფასის გაზრდამდე მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების წესი; დ) მომსახურების ხელმისაწვდომობასა და მისით სარგებლობასთან დაკავშირებით მოქმედი ფასების, სტანდარტული ვადებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი; ე) საბოლოო მომხმარებლის ვალდებულება, საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი გახადოს მიწოდების ხელშეკრულებასთან, გაანგარიშებებთან ან ქვითართან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ფასები, მათი ცვლილების წესი და მოხმარების აღრიცხვის მონაცემები; ვ) მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად გაწეული მომსახურებისთვის საფასურის დარიცხვისა და გადახდის წესი. 4. მიმწოდებელი უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლისთვის შეთავაზებული მიწოდების ხელშეკრულების პირობების შესაბამისობას მიწოდების წესებთან. ხელშეკრულების პირობები ჩამოყალიბებული უნდა იყოს ნათლად, გასაგებად და არ უნდა შეიცავდეს მომხმარებლის უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ და არასახელშეკრულებო ბარიერებს, მათ შორის, არასაჭირო დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნას. მიმწოდებელი უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლის დაცვას გაყიდვის არასამართლიანი და შეცდომაში შემყვანი მეთოდებისგან. 5. მიმწოდებელი შეიმუშავებს და კომისიის მიერ დამტკიცების შემდეგ სათანადო ფორმით აქვეყნებს მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს. მიმწოდებელი ასევე აქვეყნებს მომსახურების ფასს ან შესაბამის შემთხვევაში რეგულირებულ ტარიფს. 6. მიწოდების წესები უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლის უფლებას: ა) დადოს მიმწოდებელთან ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს: ა.ა) მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ა.ბ) გასაწევ მომსახურებას და მის ხარისხს; ა.გ) მოქმედი ფასის ან შესაბამის შემთხვევაში რეგულირებული ტარიფის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიღების საშუალებებს; ა.დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ხელშეკრულებისა და მომსახურების ვადის გაგრძელებისა და მისი მოქმედების შეწყვეტის წესს, აგრეთვე ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების უფლებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ა.ე) კომპენსაციასა და თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებულ წესებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მომსახურება არ სრულდება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ა.ვ) სადავო საკითხების განხილვის პროცედურების დაწყების წესს ამ კანონის 155-ე მუხლის შესაბამისად; ბ) მიიღოს წინასწარი შეტყობინება ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილების შესახებ, აგრეთვე მიიღოს ინფორმაცია მის უფლებაზე, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შეტყობინების მიღების შემდეგ. მიმწოდებელს ევალება, მიწოდების წესებით დადგენილ ვადაში წინასწარ და უშუალოდ აცნობოს მომხმარებელს გაზრდილი საფასურის შესახებ; გ) მიიღოს გამჭვირვალე ინფორმაცია ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის სექტორში არსებულ მომსახურებაზე დაშვებასა და ამ მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებით მოქმედი ფასის, ტარიფისა და ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესახებ; დ) ისარგებლოს პრეტენზიის განხილვის გამჭვირვალე, მარტივი და უფასო პროცედურით. ასეთი პროცედურა უნდა იძლეოდეს დავების სამართლიანი და დროული გადაწყვეტის შესაძლებლობას, შესაბამის შემთხვევაში ამ კანონის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ან/და კომპენსაციის გამოყენებით; ე) მიიღოს ინფორმაცია განსაზღვრული ხარისხის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საჯაროდ გამოქვეყნებული ფასით ან რეგულირებული ტარიფით მიღებასთან დაკავშირებით საკუთარი უფლებების შესახებ. 7. მიწოდების ხელშეკრულების დებულებები უნდა იყოს სამართლიანი, ნათლად და არაორაზროვნად უნდა ადგენდეს მიმწოდებლისა და საბოლოო მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს. თუ მიწოდების ხელშეკრულება შუამავლის მეშვეობით არის დადებული, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია საბოლოო მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ხელშეკრულების გაფორმებამდე. 8. დაუშვებელია, საბოლოო მომხმარებელს, რომელსაც სურს მიმწოდებლის შეცვლა,მიწოდების ხელშეკრულებით შეეზღუდოს მოქმედი მიწოდების ხელშეკრულების ვადამდე მოშლის უფლება ან დაუწესდეს დამატებითი ფინანსური ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმწოდებელსა და საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 9. მიწოდების წესები შეიძლება ითვალისწინებდეს ასევე მომხმარებელთან და სისტემის ოპერატორთან მიმართებით მიმწოდებლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მოთხოვნებს, თუ აღნიშნული მოთხოვნები განსაზღვრული არ არის შესაბამის ქსელის წესებში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 102შემდეგი მუხლი 104

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მიწოდებისა და დისტრიბუციის ხელშეკრულებები29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სააბონენტო ხელშეკრულების შესაბამისობა29 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარკეტპლეისის პლატფორმის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მომწოდებლის ხელშეკრულების შედგენა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლევან დუაძე

ლევან დუაძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №15

  • 3 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 105მუხლი 155

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 106მიმწოდებლის შეცვლის წესები
  • 104მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
  • 111საბოლოო მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 3მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
  • 1ზოგადი დებულებები
  • 2ძირითადი პრინციპები

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 62მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მომსახურების ზოგადი წესები

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 3მომსახურების სფერო და ზოგადი პირობები
  • 31მიმწოდებელის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზისა და მომსახურების საფასურის ანაზღაურება
  • 2ძირითადი პრინციპები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 4ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
  • 8ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ინფორმაცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
62312331210515510610411148103
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…სასმელი წყლის მიწოდები…ელექტრონული კომუნიკაცი…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026