Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებმუხლი 108

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 108. უნივერსალური მომსახურება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:ენერგეტიკა და კომუნალური მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.საყოფაცხოვრებო   მომხმარებელსა   და  მცირე  საწარმოს  უფლება აქვთ, ამ კანონით დადგენილი წესით მიიღონ ელექტროენერგია უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისგან.

2.განაწილების მომსახურების ერთ არეალში არსებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მომხმარებლებს უნივერსალური მომსახურება შესაძლოა გაუწიოს მხოლოდ ერთმა მიმწოდებელმა, რომელსაც ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად დაეკისრა საჯარო მომსახურების ვალდებულება.

3.კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის წესებს, რომლებითაც რეგულირდება უნივერსალური მიმწოდებლის საქმიანობა, მათ შორის, უნივერსალური მიმწოდებლის უფლება-მოვალეობები, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების შეწყვეტა და უნივერსალური მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ყოველწლიურად, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომისიას წარუდგენს წინა წლის განმავლობაში უნივერსალური მომსახურების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს. წლიური ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის.

4.ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებიდან  გამომდინარე,  კომისია უფლებამოსილია თავის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დაადგინოს ელექტროენერგიის ტარიფი იმ საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელსაც უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ემსახურება. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფის რეგულირება განხორციელდეს მხოლოდ საჭიროების ფარგლებში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოსთვის უნივერსალური მომსახურების გაწევის მიზნით.

5.კომისია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ამზადებს დეტალურ დასაბუთებას და მიუთითებს ელექტროენერგიის ბაზართან დაკავშირებულ იმ განსაკუთრებულ გარემოებებზე, რომლებმაც გამოიწვია საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის რეგულირების საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით შენარჩუნების აუცილებლობა. აღნიშნული დასაბუთება ხელმისაწვდომია საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებებისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის.

6.კომისია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას აგრეთვე განსაზღვრავს საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის რეგულირების ეტაპობრივი გაუქმების გეგმას და მისი დასრულების თარიღს, რაც ნათლად უნდა მიუთითებდეს რეგულირების დროებით ხასიათზე.

7.კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელექტროენერგიის როგორც რეგულირებული, ისე საბაზრო ფასი ასახავდეს ხარჯებს, მათ შორის, მიწოდების ფაქტობრივ ხარჯს, აუცილებელი ინვესტიციებისა და მათთან დაკავშირებული ამონაგების ჩათვლით, აგრეთვე იმპორტისა და მიწოდების მომსახურების ხარჯებს.

8.უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი: ა) უზრუნველყოფს საჯარო მომსახურების გაწევის სახით ელექტროენერგიის მიწოდებას იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ, ისარგებლონ ასეთი მომსახურებით; ბ) ახორციელებსუნივერსალურ მომსახურებას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით; გ) იღებს ზომებს უნივერსალური მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო, საიმედო და განსაზღვრული ხარისხის შესაბამისად მიწოდების მიზნით; დ) იღებს ზომებს უნივერსალური მომსახურებით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლებისთვის ყველაზე მისაღები ფასების დადგენის მიზნით.

9.კომისია უზრუნველყოფს, რომ მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიას, რომლებიც იღებენ უნივერსალურ მომსახურებას, არ ჰქონდეს მომსახურებისა და დაცვის ერთნაირი პირობები. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 30 დეკ. 2021
წინა მუხლი 107შემდეგი მუხლი 109

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომუნალური რეგულაციასერვისის გვერდი
  • კომუნალური სამსახურებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №15

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2021-12-30
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 101მიწოდების საქმიანობა
  • 104მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
  • 109ბუნებრივი გაზის მიწოდება საჯარო მომსახურების სახით

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 62მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მომსახურების ზოგადი წესები
  • 19ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები
  • 28კომისიის მიერ კონკურენციის უზრუნველყოფის უფლებამოსილებები

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 25ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
  • 22კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

  • 27ეროვნული კომისიის კომპეტენცია მომსახურების სფეროში
  • 10წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფუნქციები
  • 5პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 12საჯარო შესყიდვის მონაწილეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
621928271059101104109252212108
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ელექტრონული კომუნიკაცი…ენერგოეფექტურობის შესა…წყალმომხმარებელთა ორგა…საჯარო შესყიდვების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026