„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 21. გასაჩივრების წესი
1. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს შრომის ინსპექტორი. შრომის ინსპექტორის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში.
2. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა განისაზღვრება და მისი შევსების, წარდგენისა და ჩაბარების წესი დგინდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. თავი VIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
