მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 28. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში სამშენებლო საქმიანობის რეგულირებას ახორციელებს სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანო.

2.საქართველოში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციაა: ა) ამ დადგენილების შესაბამისად V კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა; ბ) ამ დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვის უზრუნველყოფა; გ) ამ დადგენილების შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თუ ამ დადგენილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება; ე) კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

3.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციაა მის სამოქმედო ტერიტორიაზე: ა) ამ დადგენილების შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღება, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა სოხუმისა და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში; ბ) სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება; გ) კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

3¹.აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციაში შედის ასევე ამ დადგენილების 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასტუმროებზე მშენებლობის ნებართვის გაცემა.

3².პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვას გასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო, რომელიც ასევე უფლებამოსილია ამ პუნქტში მითითებული ღონისძიებების დამთავრების შემდეგ დაასრულოს დაწყებული მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა და განახორციელოს იმ ობიექტების ზედამხედველობა და ექსპლუატაციაში მიღება, რომლებზეც გაცემული აქვს მშენებლობის ნებართვა ან დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა.

3³.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, მშენებლობის თაობაზე შეთანხმების გაცემას და ზედამხედველობას ახორციელებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანო,  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის   შესაბამისი ბრძანებით.

4.სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანოები უნდა ახორციელებდნენ ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და დასახლებათა განვითარების დაგეგმარების, სანებართვო, საზედამხედველო და საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ფუნქციებს.

5.სამშენებლო საქმიანობის განმსაზღვრელ სახელმწიფო ორგანოებში ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და დასახლებათა განვითარების დაგეგმარების, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების მთელ პროცესში ზემოხსენებული ორგანოების ინტერესებს წარმოადგენენ ამ კონკრეტული ტერიტორიებისათვის/ ობიექტებისათვის პასუხისმგებელი პირი/ პირები. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №370-სსმ III, №162,13.12.2010წ; მუხ.2282 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის დადგენილება №258 - ვებგვერდი, 13.07.2012წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის დადგენილება №357 – ვებგვერდი, 23.05.2014წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ივლისის დადგენილება №369 - ვებგვერდი, 31.07.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 29 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28-ე მუხლს დაემატა 3³ პუნქტი, რომლის მიხედვითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და მათი საქვეუწყებო დაწესებულებების მშენებლობაზე შეთანხმებას და ზედამხედველობას ახორციელებს აჭარაში სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანო.

  2. 28-ე მუხლს დაემატა 3² პუნქტი, რომლითაც აჭარაში განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემა კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოს ენიჭება, მათ შორის დაწყებული პროცედურების დასრულება, ზედამხედველობა და ექსპლუატაციაში მიღება.

  3. 28-ე მუხლში ორგანოთა ინტერესების წარმომადგენლობის პროცესების ჩამონათვალში ბოლო პროცესი ახლა ექსპლუატაციაში მიღებაა.

  4. 28-ე მუხლს დაემატა 3¹ პუნქტი, რომლის თანახმად აჭარაში „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასტუმროებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს სამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანო; დაემატა ასევე საცნობარო მითითება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8951751610011817139628
მნიშვნელობით ახლოსსამშენებლო საქმიანობის…განსაკუთრებული მნიშვნე…ლიცენზიებისა და ნებართ…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს სივრცის და…არქიტექტურული საქმიანო…