მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 27. სავალდებულო საექსპერტო შეფასებას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის წარმოების ეტაპები და მათი ექსპერტიზის ჩატარების პროცედურა

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სავალდებულო საექსპერტო შეფასებას ექვემდებარება ამ დადგენილებით განსაზღვრული, V კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების (გარდა ამ დადგენილების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა) მშენებლობის წარმოების ყველა ის ეტაპი, რომელიც ამ დადგენილების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამშენებლო დოკუმენტის ნაწილების (გარდა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევისა) მშენებლობის განხორციელებასთან არის დაკავშირებული.

2.ექსპერტი ყოველი ეტაპის დასრულებისას ახდენს მშენებლობის პროცესის მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებთან შესაბამისობის საექსპერტო შეფასებას, რასაც ადასტურებს სათანადო ეტაპის დასრულების ოქმზე ხელმოწერით.

3.საექსპერტო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი. უარყოფითი შეფასება არის მშენებლობის წარმოების შესაბამისი ეტაპის დასრულებაზე (ვარგისად აღიარებაზე) უარის თქმის საფუძველი.

4.მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო შესაბამისი ეტაპის ექსპლუატაციაში მიღებისას ეყრდნობა საექსპერტო შეფასებას, მაგრამ მას აქვს უფლება მიიღოს ახსნა‑განმარტებები და დამატებითი ინფორმაცია ექსპერტისაგან და გაიაროს მასთან კონსულტაციები. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის დადგენილება №37 – ვებგვერდი, 06.02.2015წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 თებერვლის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 07.02.2017წ. თავი VI მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 29 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 27-ე მუხლის პირველ პუნქტში V კლასის მშენებლობის ეტაპების ექსპერტიზის მითითებები 26-ე მუხლის ახალ ქვეპუნქტებს მიესადაგა („დ“ და „გ“), ტერმინი „დებულება“ შეიცვალა „დადგენილებით“.

  2. 27-ე მუხლის პირველ პუნქტში V კლასის შენობა-ნაგებობების სავალდებულო საექსპერტო შეფასებას გამონაკლისად დაემატა 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ 1“ ქვეპუნქტი; ასევე დაზუსტდა მითითება „ბ“ ქვეპუნქტზე.

  3. 27-ე მუხლის მე-4 პუნქტში ზედამხედველობის ორგანოს მიერ საექსპერტო შეფასებაზე დაყრდნობის მომენტი ახლა ეტაპის ექსპლუატაციაში მიღებაა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
261209914015 (დ…17 (დ…3 (და…24116151327
მითითებამნიშვნელობით ახლოსმშენებლობის ნებართვის …განსაკუთრებული მნიშვნე…სანებართვო დოკუმენტაცი…საქართველოს სივრცის და…სამშენებლო პროდუქტების…