Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებმუხლი 47

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 47. არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 04.03.2020.

  • მოქმედი ნორმების მოსაძებნად გამოიყენეთ ძებნა კანონმდებლობაში

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.II, III, IV კლასის შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა მოიცავს: ა) ინფორმაციას მშენებლობის ნებართვის ობიექტის თაობაზე, რომელიც მოიცავს: ა.ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ა.ბ) ფურცლების ჩამონათვალს; ა.გ) გამოყენებულ პირობით აღნიშვნებს; ა.დ) განმარტებით ბარათს, რომელიც მოიცავს დაგეგმარების მიზნების აღწერას: ა.დ.ა) დაგეგმარების საფუძველსა და მიზნებს; ა.დ.ბ) მიწის ნაკვეთის წერილობით აღწერას; ა.დ.გ) პროექტის შინაარსობრივ აღწერას; ა.დ.დ) შენობა-ნაგებობის ძირითადი სტრუქტურული სისტემის აღწერას; ა.დ.ე) დაგეგმარებისათვის გამოყენებული კანონმდებლობის აღწერას; ა.ე) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს: ა.ე.ა) მიწის ნაკვეთის ფართობს; ა.ე.ბ) გამოყენებული კ1-ის სიდიდესა და განაშენიანების ფართობს; ა.ე.გ) გამოყენებული კ2-ის სიდიდესა და განაშენიანების სიმჭიდროვის ფართობს, თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის ჩვენებით; ა.ე.დ) გამოყენებული კ3-ის სიდიდესა და გამწვანების ფართობს; ა.ე.ე) შენობა-ნაგებობის ფართობს, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში: საცხოვრებელი სახლის ფართობს; ბინის ფართობ(ებ)ს; საოფისე ფართობს; სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფართობ(ებ)ს; საწარმოო ფართობს; სასაწყობო ფართობს; კიბის უჯრედისა და სადარბაზოების ფართობებს; საზაფხულო (აივნების, ტერასების, ვერანდებისა და ლოჯიების) ფართობებს; ბ) III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან“ შესაბამისობის ანალიზს: ბ.ა) დაკავებულობებსა და თითოეული გამოყენების აღწერას; ბ.ბ) კონსტრუქციის ტიპ(ებ)ს; ბ.გ) სიმაღლის შეზღუდვებს; ბ.დ) ფართობის შეზღუდვებს; ბ.ე) გარე კედლის ღიობებისადმი მოთხოვნებს; ბ.ვ) მოთხოვნებს გასასვლელებისადმი; ბ.ზ) ხანძრისაგან დაცვის სისტემებისადმი მოთხოვნებს; ბ.თ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობებისადმი მოთხოვნებს; ბ.ი) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს; გ) სიტუაციურ გეგმას − მ 1:2000 ან მ 1:1000; დ) არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალას (შორი და ახლო ხედებით, თარიღის მითითებით); ე) მიწის ნაკვეთის გეგმას (კოორდინატების მითითებით) − მ 1:500 ან მ 1:250: ე.ა) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმას; ე.ბ) შენობა-ნაგებობების განთავსებასა და სიმაღლეებს; ე.გ) მიწის ნაკვეთთან მისასვლელ და შიგასაავტომობილო გზებს, ავტოსადგომებს, საფეხმავლო ბილიკებს, საველოსიპედე ბილიკებს, გამწვანება, კეთილმოწყობა და სხვა; ე.დ) საჭიროების შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერების განთავსების სქემას; ე.ე) მიწის ზედაპირის ცვლილების შემთხვევაში, მიწის ზედაპირის ცვლილების გეგმას; ე.ვ) ზედაპირული წყლების მოცილების სქემას; ვ) სართულის გეგმები ყველა დონეზე და სახურავის გეგმა − მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50: ვ.ა) შენობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმას საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკების ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით; ვ.ბ) შენობის სართულების გეგმები უნდა იძლეოდეს ინფორმაციას სართულის ძირითადი ზომების, ოთახის ან/და სივრცის ფართობებისა და მათი ძირითადი ზომების, ასევე გასასვლელი საშუალებების ძირითადი ზომების შესახებ; ვ.გ) ავეჯის ან/და სხვა აღჭურვილობის განლაგების გეგმები − „ტექნიკური რეგლამენტის − შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად; ზ) შენობა-ნაგებობის განივი ან/და გრძივი ჭრილ(ებ)ი - მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50: ზ.ა) შენობა-ნაგებობის ჭრილები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს იატაკის ზედაპირის ნიშნულებსა და შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით; ზ.ბ) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ გამოყენებულ მასალებს; ზ.გ) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ მნიშვნელოვან ნაწილებს ან/და დეტალებს - მ 1:20, მ 1:10 ან/და მ 1:5; თ) შენობა-ნაგებობის ყველა ფასადს - მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50: თ.ა) ფასადზე გამოყენებულ მასალებსა და ფერებს; თ.ბ) მომიჯნავე შენობების არსებობის შემთხვევაში, განშლებს − მ 1:500 ან/და მ 1:200; თ.გ) ფასადის მნიშვნელოვან ნაწილებს ან/და დეტალებს - მ 1:20, მ 1:10 ან/და მ 1:5; ი) III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის დაკავებულობებისა და გასასვლელი საშუალებების გეგმებს - მ 1:200 ან/და მ 1:100: ი.ა) დაკავებულობის დატვირთვებს; ი.ბ) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობებს; ი.გ) გასასვლელებს, გასასვლელთან მისადგომებს, გასავლელებსა და შენობიდან გამოსასვლელებს; ი.დ) გასასვლელამდე სავალ მაქსიმალურ მანძილებს; ი.ე) მისაწვდომობის სვლაგეზს; ი.ვ) საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის ფართობებს; ი.ზ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს; კ) III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის გზა-კიბეების, პანდუსების, მოაჯირებისა და სახელურების შესაბამისობას შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან ნახაზების სახით - მ 1:50 ან/და მ 1:20; ლ) III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმებს - მ 1:200: ლ.ა) ცეცხლმედეგობის ხარისხიან მოთხოვნილ გამმიჯნავებს; ლ.ბ) გამოყენებულ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს; ლ.გ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს; მ) განსაკუთრებულ სამშენებლო რეგულირების ზონებსა და ისტორიული დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობის ფასადებს, რომლებზეც მითითებულ უნდა იქნეს მათი ძირითადი გაბარიტული ზომები, სიმაღლეები, მათ შორის, სართულების მიხედვით სიმაღლეები, მიწის გადაკვეთის დონეების ჩვენებით აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით, ფასადზე განთავსებული ყველა ღიობისა და არქიტექტურული დეტალების ზომების მითითებით, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) ნახაზებს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობის ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატური ნახაზების ჩვენებით (მაგ.: ქუჩის განშლა); ფოტომონტაჟსა და აქსონომეტრიულ ხედებს არქიტექტურული დეტალების, მოსაპირკეთებელ-სამშენებლო მასალებისა და ფერების განსაზღვრით (როგორც ნაბეჭდი, ასევე ციფრული სახით, ფასადებზე გამოყენებული ყველა სახის მოსაპირკეთებელი მასალების, ფანჯრების, ვიტრაჟების, მოაჯირებისა თუ სხვა არქიტექტურული ელემენტების დეტალური მითითებით (მათ შორის, გათბობა-კონდიცირების ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილის მითითებით), ასევე გამოყენებული საღებავების ფერს RGB ან RAL კოდების მიხედვით; ნ) საჭიროების შემთხვევაში, მაკეტს ან/და სამგანურ ხედ(ებ)ს ან/და ფოტომონტაჟს; ნ 1 ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, ასევე − მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტს, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს ამ დადგენილების მე-40 მუხლის 3 1 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, ასევე იმ შენობა/ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმება მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც  კ-3 კოეფიციენტი არ არის განსაზღვრული); ნ 2 ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით (გარდა II კლასის შენობა-ნაგებობებისა), ასევე საპროექტო გადაწყვეტის ზეგავლენის შეფასებას არსებულ საკვლევ სატრანსპორტო/საგზაო   ინფრასტრუქტურაზე   (გარდა  6000  კვ. მ-ზე   ნაკლები   ფართობის   შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან/და ღამის კლუბის, სასაწყობო, საწარმოო და სამრეწველო ობიექტების, მუზეუმის, ბიბლიოთეკის, საკულტო ნაგებობისა); ო) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ, დამატებით მასალას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არქიტექტურული პროექტის ნაწილები შესაძლებელია წარდგენილი იყოს შეთავსებული სახით.

3.ბეჭდური სახით წარდგენის შემთხვევაში − არქიტექტურული პროექტი წარდგენილი უნდა იყოს A-4 ფორმატად დაკეცილი და მყარყდიან ალბომად აკინძული სახით.

4.თვითმმართველი ერთეულის (ქ. თბილისის ტერიტორიაზე – ქ. თბილისის მთავრობის) გადაწყვეტილებით, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტი შესაძლებელია წარდგენილი იყოს ელექტრონული ფორმით, PDF ფაილის სახით. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №315 – ვებგვერდი, 15.08.2011წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 თებერვლის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 07.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 16.02.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №413 - ვებგვერდი, 13.08.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. II, III, IV კლასის შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა მოიცავს: ა) ინფორმაციას მშენებლობის ნებართვის ობიექტის თაობაზე, რომელიც მოიცავს: ა.ა) თავფურცელს, ობიექტის დასახელებასა და მისამართს; ა.ბ) ფურცლების ჩამონათვალს; ა.გ) გამოყენებულ პირობით აღნიშვნებს; ა.დ) განმარტებით ბარათს, რომელიც მოიცავს დაგეგმარების მიზნების აღწერას: ა.დ.ა) დაგეგმარების საფუძველსა და მიზნებს; ა.დ.ბ) მიწის ნაკვეთის წერილობით აღწერას; ა.დ.გ) პროექტის შინაარსობრივ აღწერას; ა.დ.დ) შენობა-ნაგებობის ძირითადი სტრუქტურული სისტემის აღწერას; ა.დ.ე) დაგეგმარებისათვის გამოყენებული კანონმდებლობის აღწერას; ა.ე) შენობა-ნაგებობის ტექნიკურ მაჩვენებლებს: ა.ე.ა) მიწის ნაკვეთის ფართობს; ა.ე.ბ) გამოყენებული კ1-ის სიდიდესა და განაშენიანების ფართობს; ა.ე.გ) გამოყენებული კ2-ის სიდიდესა და განაშენიანების სიმჭიდროვის ფართობს, თითოეული სართულის განაშენიანების ფართობის ჩვენებით; ა.ე.დ) გამოყენებული კ3-ის სიდიდესა და გამწვანების ფართობს; ა.ე.ე) შენობა-ნაგებობის ფართობს, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში: საცხოვრებელი სახლის ფართობს; ბინის ფართობ(ებ)ს; საოფისე ფართობს; სავაჭრო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ფართობ(ებ)ს; საწარმოო ფართობს; სასაწყობო ფართობს; კიბის უჯრედისა და სადარბაზოების ფართობებს; საზაფხულო (აივნების, ტერასების, ვერანდებისა და ლოჯიების) ფართობებს; ბ) III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან“ შესაბამისობის ანალიზს: ბ.ა) დაკავებულობებსა და თითოეული გამოყენების აღწერას; ბ.ბ) კონსტრუქციის ტიპ(ებ)ს; ბ.გ) სიმაღლის შეზღუდვებს; ბ.დ) ფართობის შეზღუდვებს; ბ.ე) გარე კედლის ღიობებისადმი მოთხოვნებს; ბ.ვ) მოთხოვნებს გასასვლელებისადმი; ბ.ზ) ხანძრისაგან დაცვის სისტემებისადმი მოთხოვნებს; ბ.თ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობებისადმი მოთხოვნებს; ბ.ი) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს; გ) სიტუაციურ გეგმას − მ 1:2000 ან მ 1:1000; დ) არსებული სიტუაციის ამსახველ ფოტომასალას (შორი და ახლო ხედებით, თარიღის მითითებით); ე) მიწის ნაკვეთის გეგმას (კოორდინატების მითითებით) − მ 1:500 ან მ 1:250: ე.ა) მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ მიწის ნაკვეთის გეგმას; ე.ბ) შენობა-ნაგებობების განთავსებასა და სიმაღლეებს; ე.გ) მიწის ნაკვეთთან მისასვლელ და შიგასაავტომობილო გზებს, ავტოსადგომებს, საფეხმავლო ბილიკებს, საველოსიპედე ბილიკებს, გამწვანება, კეთილმოწყობა და სხვა; ე.დ) საჭიროების შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერების განთავსების სქემას; ე.ე) მიწის ზედაპირის ცვლილების შემთხვევაში, მიწის ზედაპირის ცვლილების გეგმას; ე.ვ) ზედაპირული წყლების მოცილების სქემას; ვ) სართულის გეგმები ყველა დონეზე და სახურავის გეგმა − მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50: ვ.ა) შენობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმას საკადასტრო საზღვრის პროექციის, იატაკების ზედაპირების ნიშნულების ჩვენებით, შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით; ვ.ბ) შენობის სართულების გეგმები უნდა იძლეოდეს ინფორმაციას სართულის ძირითადი ზომების, ოთახის ან/და სივრცის ფართობებისა და მათი ძირითადი ზომების, ასევე გასასვლელი საშუალებების ძირითადი ზომების შესახებ; ვ.გ) ავეჯის ან/და სხვა აღჭურვილობის განლაგების გეგმები − „ტექნიკური რეგლამენტის − შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად; ზ) შენობა-ნაგებობის განივი ან/და გრძივი ჭრილ(ებ)ი - მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50: ზ.ა) შენობა-ნაგებობის ჭრილები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს იატაკის ზედაპირის ნიშნულებსა და შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულს აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით; ზ.ბ) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ გამოყენებულ მასალებს; ზ.გ) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ მნიშვნელოვან ნაწილებს ან/და დეტალებს - მ 1:20, მ 1:10 ან/და მ 1:5; თ) შენობა-ნაგებობის ყველა ფასადს - მ 1:200, მ 1:100 ან/და მ 1:50: თ.ა) ფასადზე გამოყენებულ მასალებსა და ფერებს; თ.ბ) მომიჯნავე შენობების არსებობის შემთხვევაში, განშლებს − მ 1:500 ან/და მ 1:200; თ.გ) ფასადის მნიშვნელოვან ნაწილებს ან/და დეტალებს - მ 1:20, მ 1:10 ან/და მ 1:5; ი) III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის დაკავებულობებისა და გასასვლელი საშუალებების გეგმებს - მ 1:200 ან/და მ 1:100: ი.ა) დაკავებულობის დატვირთვებს; ი.ბ) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობებს; ი.გ) გასასვლელებს, გასასვლელთან მისადგომებს, გასავლელებსა და შენობიდან გამოსასვლელებს; ი.დ) გასასვლელამდე სავალ მაქსიმალურ მანძილებს; ი.ე) მისაწვდომობის სვლაგეზს; ი.ვ) საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის ფართობებს; ი.ზ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს; კ) III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის გზა-კიბეების, პანდუსების, მოაჯირებისა და სახელურების შესაბამისობას შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებთან ნახაზების სახით - მ 1:50 ან/და მ 1:20; ლ) III, IV და V კლასის შენობა-ნაგებობებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის გეგმებს - მ 1:200: ლ.ა) ცეცხლმედეგობის ხარისხიან მოთხოვნილ გამმიჯნავებს; ლ.ბ) გამოყენებულ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებს; ლ.გ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნებს; მ) განსაკუთრებულ სამშენებლო რეგულირების ზონებსა და ისტორიული დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობის ფასადებს, რომლებზეც მითითებულ უნდა იქნეს მათი ძირითადი გაბარიტული ზომები, სიმაღლეები, მათ შორის, სართულების მიხედვით სიმაღლეები, მიწის გადაკვეთის დონეების ჩვენებით აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებით, ფასადზე განთავსებული ყველა ღიობისა და არქიტექტურული დეტალების ზომების მითითებით, ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) ნახაზებს, მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობის ფასადების (საანგარიშო ზედაპირების) სქემატური ნახაზების ჩვენებით (მაგ.: ქუჩის განშლა); ფოტომონტაჟსა და აქსონომეტრიულ ხედებს არქიტექტურული დეტალების, მოსაპირკეთებელ-სამშენებლო მასალებისა და ფერების განსაზღვრით (როგორც ნაბეჭდი, ასევე ციფრული სახით, ფასადებზე გამოყენებული ყველა სახის მოსაპირკეთებელი მასალების, ფანჯრების, ვიტრაჟების, მოაჯირებისა თუ სხვა არქიტექტურული ელემენტების დეტალური მითითებით (მათ შორის, გათბობა-კონდიცირების ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილის მითითებით), ასევე გამოყენებული საღებავების ფერს RGB ან RAL კოდების მიხედვით; ნ) საჭიროების შემთხვევაში, მაკეტს ან/და სამგანურ ხედ(ებ)ს ან/და ფოტომონტაჟს; ნ 1 ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, ასევე − მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტს, რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს ამ დადგენილების მე-40 მუხლის 3 1 პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, ასევე იმ შენობა/ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმება მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც  კ-3 კოეფიციენტი არ არის განსაზღვრული); ნ 2 ) ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით (გარდა II კლასის შენობა-ნაგებობებისა), ასევე საპროექტო გადაწყვეტის ზეგავლენის შეფასებას არსებულ საკვლევ სატრანსპორტო/საგზაო   ინფრასტრუქტურაზე   (გარდა  6000  კვ. მ-ზე   ნაკლები   ფართობის   შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან/და ღამის კლუბის, სასაწყობო, საწარმოო და სამრეწველო ობიექტების, მუზეუმის, ბიბლიოთეკის, საკულტო ნაგებობისა); ო) ნებართვის მაძიებლის სურვილისამებრ, დამატებით მასალას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული არქიტექტურული პროექტის ნაწილები შესაძლებელია წარდგენილი იყოს შეთავსებული სახით. 3. ბეჭდური სახით წარდგენის შემთხვევაში − არქიტექტურული პროექტი წარდგენილი უნდა იყოს A-4 ფორმატად დაკეცილი და მყარყდიან ალბომად აკინძული სახით. 4. თვითმმართველი ერთეულის (ქ. თბილისის ტერიტორიაზე – ქ. თბილისის მთავრობის) გადაწყვეტილებით, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტი შესაძლებელია წარდგენილი იყოს ელექტრონული ფორმით, PDF ფაილის სახით. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აგვისტოს დადგენილება №315 – ვებგვერდი, 15.08.2011წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 თებერვლის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 07.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 16.02.2018წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 აგვისტოს დადგენილება №413 - ვებგვერდი, 13.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №52 · ძალაშია 13 აგვ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 29 მაი. 2019
  2. 13 აგვ. 2018
  3. 22 თებ. 2018· გამოქვეყნდა 16 თებ. 2018
  4. 7 თებ. 2017

    47-ე მუხლით არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა გადაიხედა: დაემატა უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობის ანალიზი, გეგმების მასშტაბები და ახალი ნაწილები, ფერები RGB/RAL კოდებით, ბეჭდური წარდგენის ფორმატი და PDF ფორმით ელექტრონული წარდგენა.

  5. 15 აგვ. 2011

    47-ე მუხლში არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა ახლებურად განისაზღვრა II, III, IV კლასისთვის, შეიცვალა მისი ნაწილების ჩამონათვალი, ნახაზების წარდგენის მოთხოვნა და ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 46შემდეგი მუხლი 48

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 2 მარ. 2020 · №57

  • 5 ცვლილება · ბოლო 29 მაი. 2019
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 32არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა
  • 52სამშენებლო დოკუმენტის პროექტი
  • 33კონსტრუქციული სქემის შემადგენლობა

სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ

  • 2ექსპერტიზას დაქვემდებარებული სანებართვო დოკუმენტაციის სახეები შენობა-ნაგებობის კლასების მიხედვით

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 96შენობა-ნაგებობათა კლასები
  • 39გენერალური გეგმის შემადგენლობა
  • 106მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული დოკუმენტები

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 43ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა
  • 50არქეოლოგიური სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა

ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ

  • 19 (დანართი 1)სხვა ობიექტები და სივრცეები
  • 38 (დანართი 1)განაშენიანების სიმაღლე

კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

  • 3გეგმის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
435039639106232523319 (დ…38 (დ…47
მნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…სანებართვო დოკუმენტაცი…საქართველოს სივრცის და…კულტურული მემკვიდრეობი…ტერიტორიების გამოყენებ…კომპანიის ნარჩენების მ…