მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 95. ექსპლუატაციაში

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

მიღებისათვის მომზადებული შენობა - ნაგებობა 1. განხორციელებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას.

2.შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულება დამკვეთს არ ეკისრება ექსტერიერისა და ქსელების რეკონსტრუქციისა და II-III კლასების შენობა - ნაგებობის დემონტაჟისა და მზიდი ელემენტების რეკონსტრუქციის შემთხვევაში.

3.შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია, თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად შესრულდა და არ არის დარღვეული სანებართვო პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები.

4.შენობა - ნაგებობების კომპლექსის დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ობიექტ( ებ) ი, რომელთა მშენებლობაც დასრულებულია სანებართვო პირობების შესაბამისად, შესაძლებელია მიღებულ იქნეს ექსპლუატაციაში.

5.ქ. თბილისში ექსპლუატაციაში მიმღები ორგანო უფლებამოსილია ექსპლუატაციაში მიიღოს შენობა ‑ ნაგებობის ( გარდა V კლასის შენობა ‑ ნაგებობებისა) ნაწილ( ებ) ი ( სანებართვო პირობების შესრულების ნაწილობრივი დადასტურება) , თუ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები არ არღვევს სხვა სანებართვო პირობებს და შესაძლებელია სამუშაოთა გაგრძელება მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ნაწილობრივ, ექსპლუატაციაში მიღებას ექვემდებარება შენობის მიწის ზედაპირიდან 14 მეტრ სიმაღლემდე სართულის ჭერის ნიშნულზე არსებული მიწისზედა ან/ და მიწისპირა სართულები, არსებული თანმიმდევრობით. შენობა ‑ ნაგებობის ნაწილ( ებ) ის ექსპლუატაციაში მიღების შემთხვევაში, შესაბამის შენობა ‑ ნაგებობაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს სრულად უნდა იყოს შესრულებული ამ დადგენილების 88‑ ე მუხლის პირველი პუნქტის „ ა – ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების სამუშაოები.

6.(ამოღებულია - 21.03.2019, №142).

7.III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1 500 მ 2 - მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ - მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და სათავსების, ასევე დადგენილების 67- ე მუხლით გათვალისწინებული შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება ხორციელდება სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისად, გარდა 67- ე მუხლის მე -2 პუნქტის „ ზ“ ქვეპუნქტისა.

8.შესაძლებელია I და II კატეგორიის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის ნაწილობრივ ექსპლუატაციაში მიღება სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, რაც უნდა დადასტურდეს მშენებლობის დამკვეთი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარდგენილი, ამ დადგენილების 96-ე მუხლის 4 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად. I და II კატეგორიის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 მარტის დადგენილება №84-სსმ III, №32, 29.03.2010წ; მუხ.476 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის დადგენილება №216 - ვებგვერდი , 19.06.2012 წ . საქართველოს მთავრობის 2015 წლი ს 18 დეკემბრის დადგენილება №637 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 მარტის დადგენილება №142 - ვებგვერდი, 29.03.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 29 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 95-ე მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი, რომელიც I და II კატეგორიის საავტომობილო გზების ნაწილობრივი ექსპლუატაციაში მიღების შესაძლებლობას და მის პირობას ადგენს.

  2. 95-ე მუხლს დაემატა მე-5 პუნქტი ამ ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობით განხორციელებაზე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი საბანაშვილი

გიორგი საბანაშვილი

არქიტექტორი , ურბანისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
646103³25²139141³139¹26465669795
მნიშვნელობით ახლოსგანსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…პროდუქტის უსაფრთხოების…სამშენებლო საქმიანობის…წიაღის შესახებსანებართვო დოკუმენტაცი…