მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

მუხლი 96. შენობა

რედაქცია №57კონსოლიდირებული · 2 მარ. 2020

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

- ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენა 1. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის დაუშვებელია სხვა მოთხოვნების დაწესება, გარდა სანებართვო პირობებით განსაზღვრულისა.

2.შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის უფლებამოსილ ორგანოს შენობა - ნაგებობის შესაბამისი კლასისათვის ექსპლუატაციაში მიღებისათვის განსაზღვრულ ვადაში დამკვეთი მიმართავს განცხადებით.

3.განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შედგენილი შენობა - ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები, 3 ეგზემპლარად, ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, დეკლარაცია ცვლილებების არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნახაზების წარდგენა სავალდებულო არ არის; ბ) მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა - ნაგებობების საკადასტრო აზომვითი ნახაზი ( გარდა ამ დადგენილების 79- ე მუხლით გათვალისწინებული მშენებლობისა ან/ და ამ პუნქტის „ ბ 1 “ ქვეპუნქტისა) ; ბ 1 ) ქ. თბილისში, მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა - ნაგებობების საკადასტრო აზომვითი ნახაზი ( გარდა ამ დადგენილების მე -4 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული მშენებლობისა) ; გ) შენობა - ნაგებობებში, მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/ და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ; დ) (ამოღებულია - 21.03.2019, №142).

4.შენობა‑ნაგებობის (გარდა I და II კატეგორიის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ისა) ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღების დროს განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებისა და ღონისძიებების გათვალისწინებით შედგენილი მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტი. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის ნებართვის გამცემ ორგანოსთან შეთანხმება სავალდებულო არ არის; ბ) შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები (მათ შორის, განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შედგენილი და შესაბამისი სართულ(ებ)ის გეგმები ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლის მითითებით) 3 ეგზემპლარად და განმარტებითი ბარათი; გ) შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილ ნაწილ(ებ)ში, მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში – დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციის და დამკვეთის მიერ; დ) საექსპერტო დასკვნა მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის, მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდებისა და განხორციელებული ღონისძიებების მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობისა და შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციის (ფუნქციონირება) მზადყოფნის შესახებ; ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით.

4¹.I და II კატეგორიის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის ნაწილობრივ ექსპლუატაციაში მიღების დროს განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის პიკეტ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბ.ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს – ტექნიკური საბჭოს დადებითი დასკვნა; ბ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოების მიერ შეთანხმებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საავტომობილო გზაზე/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების პირობები.

5.თუ მშენებლობის ნებართვის მფლობელი შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად წარადგენს შესაბამისი კლასისათვის ექსპლუატაციაში მიღებისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევით, განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს შესაბამისი სანებართვო პირობის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითარი.

6.თუ შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის წარდგენილი შენობა - ნაგებობის ( გარდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე II, III და IV კლასის შენობა ‑ ნაგებობებისა) მშენებლობის ეტაპის დასრულების დროს არ იყო შედგენილი ან სათანადო წესით არ შედგა ოქმები, დამკვეთი ვალდებულია განცხადებას დაურთოს საექსპერტო დასკვნა სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპებით გათვალისწინებული სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №280-სსმ III, №118,16.09.2010წ; მუხ1751 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 იანვრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 18.01.2012წ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის დადგენილება №216 - ვებგვერდი , 19.06.2012 წ . საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილება №27- ვებგვერდი, 11.02.2013წ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის დადგენილება №637 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 მარტის დადგენილება №142 - ვებგვერდი, 29.03.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 29 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 96-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოქმედება შეიზღუდა საავტომობილო გზების გამოკლებით, ხოლო ახალი 4¹ პუნქტით I და II კატეგორიის გზების ნაწილობრივი მიღებისთვის დაწესდა დოკუმენტთა ცალკე ჩამონათვალი.

  2. 96-ე მუხლში „ბ“ ქვეპუნქტი გადაკეთდა და დაემატა თბილისისთვის „ბ1“ ქვეპუნქტი, „დ“ ქვეპუნქტში კი დაზუსტდა მითითება 95-ე მუხლზე და ჯარიმის ქვითრის მოთხოვნა II კლასის ინდივიდუალურ სახლებს არ ეხება.

  3. 96-ე მუხლში დაემატა ფრჩხილებში მოქცეული გამონაკლისი: თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე II, III და IV კლასის შენობა-ნაგებობები ამ ნორმის მოქმედების მიღმა რჩება.

  4. 96-ე მუხლის ყველა პუნქტში „ვარგისად აღიარება“ შეიცვალა „ექსპლუატაციაში მიღებით“. მე-3 პუნქტში ამოღებული „ა“ ქვეპუნქტი ამოიშალა, ნახაზების ქვეპუნქტი „ა“ გახდა და დაემატა ახალი „ბ“ ქვეპუნქტი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესახებ.

  5. 96-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულია, ხოლო მე-5 პუნქტში ოქმების უქონლობისას დამკვეთმა საექსპერტო დასკვნა უნდა დაურთოს სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ, ჯარიმის ქვითრის მითითების გარეშე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
97615⁶25²103³139139¹79265646619 (დ…96
მითითებამნიშვნელობით ახლოსმშენებლობის ნებართვის …განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…პროდუქტის უსაფრთხოების…სანებართვო დოკუმენტაცი…საჯარო რეესტრის შესახე…