1.მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2.მშენებლობის ნებართვის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.
3.მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი მშენებლობის ნებართვის მაძიებელს.
4.თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.
5.მშენებლობის ნებართვის გამცემი, სავალდებულო საექსპერტო დასკვნას დაქვემდებარებულ ობიექტზე უარყოფითი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
6.მშენებლობის ნებართვის გამცემს სავალდებულო საექსპერტო დასკვნას დაქვემდებარებული ობიექტის ნებართვის გაცემის პროცესში, საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, უფლება აქვს ხელმეორედ ჩაუტაროს პროექტს საექსპერტო შეფასება. თუ განმეორებითი საექსპერტო დასკვნაც იქნება დადებითი, ისევე როგორც დამკვეთის მხრიდან განხორციელებული საექსპერტო დასკვნა, მაშინ საექსპერტო შეფასების ჩატარების საფასურს გადაიხდის ნებართვის გამცემი, წინააღმდეგ შემთხვევაში – დამკვეთი. არასწორი საექსპერტო დასკვნის შემთხვევაში დგება ექსპერტის პასუხისმგებლობის საკითხი ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
7.თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა.
8.თუ მშენებლობის ნებართვას გაუვიდა ვადა ისე, რომ მშენებლობა არ არის ნაწარმოები და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების არსებითი მახასიათებლების (მაგ.: განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლეების და სხვ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობების, არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეცვლას, ასეთ შემთხვევაში, სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები და არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება ცხადდება ძალადაკარგულად.
9.მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში და მის საფუძველზე გაცემულ სანებართვო მოწმობაში გაიწერება მშენებლობის ის ეტაპები, რომელთა დასრულება საჭიროებს სათანადო ოქმის შედგენას.
ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის აქტის ბათილად ცნობა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის დავალება
დავა შეეხებოდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას და მოწმობის გაცემის მოთხოვნას. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა შეფასება, რომ სხვა ორგანოს მონაწილეობის საჭიროების შემთხვევაში მისი ჩართვა ნებართვის გამცემ ორგანოს უნდა უზრუნველეყო. პალატამ დაადგინა, რომ სადავო აქტი საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოიცა, რაც საკითხის ხელახლა ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნების წინაპირობას ქმნიდა. ორივე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა გადაწყვეტილება აქტის ბათილად ცნობისა და საკითხის ხელახალი განხილვის შესახებ.
სასტუმროს არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვაზე უარის ბათილობა და ახალი აქტის გამოცემა
დავა შეეხებოდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ სასტუმროს პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვაზე უარს და მერიის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის დაუკმაყოფილებლობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ორგანოს ეკისრებოდა ნაკვეთის პარკის არეალში მოქცევის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება და უარის კონკრეტული დასაბუთება, განსაკუთრებით ადრე გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმების გათვალისწინებით. პალატამ ასევე მიუთითა პროექტის ხარვეზის განმარტებისა და უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალებების გამოკვლევის საჭიროებაზე. საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო აქტები ბათილად იქნა ცნობილი და ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარისა და ადრინდელი პროექტის შეთანხმების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ აქტების ბათილად ცნობა
დავა შეეხებოდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარისა და ადრინდელი პროექტის შეთანხმების ძალადაკარგულად გამოცხადების კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ შეთანხმების ძალადაკარგულად გამოცხადებისთვის აუცილებელია ნებართვის ვადის გასვლა მშენებლობის წარმოების გარეშე და ისეთი არსებითი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პროექტის ან შესაბამისი პირობების შეცვლას იწვევს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს წინაპირობები არსებობდა მოქმედი სპეციალური ზონალური შეთანხმების მიუხედავად. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელი დარჩა.
მშენებლობის გამო დაჯარიმებისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის აქტების ბათილად ცნობა
დავა შეეხებოდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უკანონო მშენებლობისთვის დაკისრებული ჯარიმისა და ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის აქტების კანონიერებას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო პერიოდში მოქმედი წესით, დადგენილ ვადაში ნებართვის გაცემის ან მასზე უარის გადაწყვეტილების მიუღებლობისას მშენებლობის ნებართვა გაცემულად ითვლებოდა. მერიამ დაჯარიმებამდე არ გამოიკვლია ნებართვის მოთხოვნით წარდგენილი უკანასკნელი განცხადება და მასთან დაკავშირებული გარემოებები. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელი დარჩა გადაწყვეტილება, რომლითაც დაჯარიმებისა და საჩივარზე უარის აქტები სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და ორგანოს ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე უარის ბათილობა და ნებართვასა და მოწმობაში ცვლილების შეტანა
დავა შეეხებოდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის უარს მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე და სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა ვადის გაგრძელების წინაპირობები და აღნიშნა, რომ ამ დავაში თავდაპირველი ნებართვის გაცემის კანონიერება არ განიხილებოდა. პალატამ მიუთითა, რომ ნებართვა ორგანოს არ შეუჩერებია და არც ბათილად უცვნია. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომელმაც უარი გააბათილა და ვადის გაგრძელება დაავალა ორგანოს.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.2. მშენებლობის ნებართვის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ხარვეზის შემთხვევაში ნებართვის გამცემი მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლით განსაზღვრული წესით.3. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი მშენებლობის ნებართვის მაძიებელს.4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მშენებლობის ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.5. მშენებლობის ნებართვის გამცემი, სავალდებულო საექსპერტო დასკვნას დაქვემდებარებულ ობიექტზე უარყოფითი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.6. მშენებლობის ნებართვის გამცემს სავალდებულო საექსპერტო დასკვნას დაქვემდებარებული ობიექტის ნებართვის გაცემის პროცესში, საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, უფლება აქვს ხელმეორედ ჩაუტაროს პროექტს საექსპერტო შეფასება. თუ განმეორებითი საექსპერტო დასკვნაც იქნება დადებითი, ისევე როგორც დამკვეთის მხრიდან განხორციელებული საექსპერტო დასკვნა, მაშინ საექსპერტო შეფასების ჩატარების საფასურს გადაიხდის ნებართვის გამცემი, წინააღმდეგ შემთხვევაში – დამკვეთი. არასწორი საექსპერტო დასკვნის შემთხვევაში დგება ექსპერტის პასუხისმგებლობის საკითხი ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.7. თუ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იქნა მიღებული მშენებლობის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება, მშენებლობის ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა.8. თუ მშენებლობის ნებართვას გაუვიდა ვადა ისე, რომ მშენებლობა არ არის ნაწარმოები და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების არსებითი მახასიათებლების (მაგ.: განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლეების და სხვ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს ქალაქთმშენებლობითი პირობების, არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეცვლას, ასეთ შემთხვევაში, სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობები და არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება ცხადდება ძალადაკარგულად.9. მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში და მის საფუძველზე გაცემულ სანებართვო მოწმობაში გაიწერება მშენებლობის ის ეტაპები, რომელთა დასრულება საჭიროებს სათანადო ოქმის შედგენას.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
პირველადი რედაქცია · ძალაშია 27 მარ. 2009-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსმშენებლობის ნებართვის …საქართველოს ზოგადი ადმ…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…ლიცენზიებისა და ნებართ…მშენებლობის ნებართვის …