Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალიცენზიებისა და ნებართვების შესახებმუხლი 26

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

მუხლი 26. ნებართვის გაცემის ზოგადი წესი

რედაქცია №128 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამავე კანონის 26 1 , 26 2 და 26 5 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.(ამოღებულია – 11.10.2011, №5093).

3.ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს .

4.თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მხოლოდ კანონით განსაზღვრული ნებართვის სახეებისათვის მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

5.დაუშვებელია ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ნებართვის გაცემის ვადის გაგრძელება, თუ ნებართვის მაძიებელს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში არ ეცნობება ნებართვის გაცემის ვადის გაგრძელების თაობაზე.

6.თუ კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ნებართვის გაცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში, ნებართვის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ვადის დამატებით 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის მაძიებელს.

7.თუ კონკრეტული ნებართვის სახე, რომლის გაცემის ვადის გაგრძელება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად შესაძლებელია, ხასიათდება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს და ამ ქმედებით გათვალისწინებულ გარემოებათა დასადგენად არ არის საკმარისი 3 თვე, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვის გაცემის ვადის კიდევ 3 თვით გაგრძელების შესახებ. თუ ზემოაღნიშნული პირობები არსებობს და ცნობილი გახდება ნებართვის გამცემისათვის განცხადების წარდგენისას, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვის გაცემის ვადის 6 თვემდე გაგრძელების შესახებ.

8.ნებართვის გამცემის დასაბუთებული შუმადგომლობის გაზიარების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ. ნებართვის გამცემი ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ვალდებულია საქართველოს მთავრობას დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში და ვადის გაგრძელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის მაძიებელს.

9.ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების 3 ან 6 თვემდე გაგრძელების შემთხვევაში ნებართვის გამცემი უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების ვადის 2 თვემდე გაგრძელების შესახებ.

10.ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.

11.ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა. საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1140 - სსმ I, №8, 08.04.2009 წ., მუხ.28 საქართველოს 2010 წლის 8 აპრილის კანონი №2912 - სსმ I, №20, 19.04.2010 წ., მუხ.113 საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5093 - ვებგვერდი, 03.11.2011წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2262 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3218 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3796 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №108 · ძალაშია 1 მარ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 აპრ. 2019 – 3 ივნ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 26¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №128

  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 18 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 26⁵

მიუთითებენ მასზე

მუხლი 24მუხლი 26¹მუხლი 37

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 29ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები
  • 10საქმიანობის ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი
  • 32ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

  • 23ნებართვის გაცემის ზოგადი წესი
  • 10ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი
  • 20ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები

განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ

  • 39მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი
  • 22ნებართვის გაცემის ზოგადი წესი
  • 24მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემა

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 107ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით
  • 104ადმინისტრაციული წარმოება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასთან დაკავშირებით

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 14

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23102026⁵2426¹3729103210710439222426
მითითებამნიშვნელობით ახლოსლიცენზიებისა და ნებართ…სამეწარმეო საქმიანობის…განსაკუთრებული მნიშვნე…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №128 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026