გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

მუხლი 28. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 სექ. 2029

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.2022 წლის 1 ივლისამდე პირის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებით გამოწვეული ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი დაანგარიშდეს და ანაზღაურდეს 2022 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით, ხოლო თუ 2022 წლის 1 ივლისამდე განხორციელებული უკანონო ქმედებით გარემოსთვის ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პირს დაკისრებული არ აქვს ამ ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილება), მას უფლება აქვს,  2024 წლის 1 დეკემბრამდე მიმართოს დეპარტამენტს და მოსთხოვოს მას ამ კანონით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურების მასზე გავრცელება.

2.თუ პირი გამოიყენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, იგი დაკარგავს უფლებას, ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი 2022 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით აანაზღაუროს.

3.თუ პირი გამოიყენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი შეფასდეს და მას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისროს მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

4.ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ პირს, რომელმაც აღნიშნული საქმიანობა 2029 წლის 1 სექტემბრამდე დაიწყო, ამავე კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ვალდებულება წარმოეშობა 2029 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3387 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1752 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 სექ. 2029). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან · იცვლება 1 სექ. 2029-დან

1. 2022 წლის 1 ივლისამდე პირის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებით გამოწვეული ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი დაანგარიშდეს და ანაზღაურდეს 2022 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით, ხოლო თუ 2022 წლის 1 ივლისამდე განხორციელებული უკანონო ქმედებით გარემოსთვის ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პირს დაკისრებული არ აქვს ამ ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილება), მას უფლება აქვს,  2024 წლის 1 დეკემბრამდე მიმართოს დეპარტამენტს და მოსთხოვოს მას ამ კანონით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურების მასზე გავრცელება. 2. თუ პირი გამოიყენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, იგი დაკარგავს უფლებას, ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი 2022 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით აანაზღაუროს. 3. თუ პირი გამოიყენებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი შეფასდეს და მას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისროს მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 4. ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განმახორციელებელ პირს, რომელმაც აღნიშნული საქმიანობა  2026 წლის 1 სექტემბრამდე დაიწყო, ამავე კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ვალდებულება წარმოეშობა 2026 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3387 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 26 ივნ. 2026

    მე-4 პუნქტში მე-13 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების წარმოშობის თარიღი და საქმიანობის დაწყების ზღვარი 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2029 წლის 1 სექტემბრამდე გადაიწია.

  2. · გამოქვეყნდა 30 ივნ. 2023

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
306²31357²1748474844132302923¹233028
მითითებამნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი პასუხის…საქართველოს სისხლის სა…სამრეწველო ემისიების შ…გარემოსდაცვითი შეფასებ…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა